შპს „თემოს“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

შპს „თემოს“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/7720-18
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 11/01/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/7720-18
11/01/2019
ვებგვერდი, 30/01/2019
შპს „თემოს“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/7720-18

განჩინება

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს სახელით

2019 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე


კრედიტორი : სსიპ –– შემოსავლების სამსახური

წარმომადგენლები : სალომე გულოშვილი , ნინო მუმლაძე -ბარავკოვი

კრედიტორი : შპსმირა“ , / 202218698

წარმომადგენელი : თინათინ ჭუმბაძე

კრედიტორი : შპსტექნოკლიმა “, / 402009857

წარმომადგენელი : ქეთევან ბერაძე

გაკოტრების მმართველი : აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი : ქრისტინე კუბლაშვილი

 მოვალე : შპსთემო “, / 430030236

წარმომადგენელი : გიორგი ზედგინიძე

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპსთემოს " მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შუამდგომლობა და

გამოარკვია :

2017 წლის 19 დეკემბერს , თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპსთემოს '' წარმომადგენელმა და შპსთემოსმიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა .

2017 წლის 29 დეკემბერს , თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კვლავ განცხადებით მომართა შპსთემოსწარმომადგენელმა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ნაცვლად , შპსთემოს '' მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა მოითხოვა .

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით შპსთემოს " უარი ეთქვა გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე იმ გარემოების გათვალისწინებით , რომ შპსთემოსარ გააჩნია ქონება , არც ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშზე , საწარმო ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი . ამავე განჩინებით კრედიტორებს განემარტათ , რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსთვის შპსთემოსმიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით , განჩინების გაცნობიდან 1 თვის ვადაში , წინააღმდეგ შემთხვევაში , სასამართლო მოვალე საწარმოს გაკოტრებულად გამოაცხადებდა , რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია .

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 14 მარტს , კანონით დადგენილ ვადაში , განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და შპსთემოსმიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა .

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით სსიპ – შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი და , „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ " საქართველოს კანონის მე -6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , დაევალა 5 დღის ვადაში 5000 ლარის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენა .

2018 წლის 27 მარტს , შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის საპროცესო ვადის გაგრძელება 14 დღით .

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა კრედიტორის შუამდგომლობა და სსიპ – შემოსავლების სამსახურს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 14 დღით . აღნიშნული განჩინება გაეგზავნა სსიპ – შემოსავლების სამსახურს და ჩაჰბარდა ადრესატს 2018 წლის 2 აპრილს ( . . 31).

2018 წლის 16 აპრილს , თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დამატებით 14 დღით გაგრძელება მოითხოვა .

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა კრედიტორის შუამდგომლობა და სსიპ – შემოსავლების სამსახურს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 14 დღით . აღნიშნული განჩინება გაეგზავნა სსიპ – შემოსავლების სამსახურს და ჩაჰბარდა 2018 წლის 31 მაისს ( . . 42).

2018 წლის 14 ივნისს , თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 5 დღით გაგრძელება მოითხოვა .

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა კრედიტორის შუამდგომლობა და სსიპ – შემოსავლების სამსახურს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 5 კალენდარული დღით . აღნიშნული განჩინება გაეგზავნა სსიპ – შემოსავლების სამსახურს და ჩაჰბარდა 2018 წლის 21 ივნისს ( . . 63).

2018 წლის 25 ივნისს , თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და წარმოადგინა 5000 ლარის სსიპ –საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი ( . . 64-65).

2018 წლის 30 ივნისს , სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება შპსთემოს '' მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში , მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო და კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2018 წლის 14 აგვისტოს , 11:00 საათზე , თბილისის საქალაქო სასამართლოში .

2018 წლის 14 აგვისტოს , კრედიტორთა პირველ კრებაზე , განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი : ) მოვალის ქონების , ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების , ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი . კრედიტორთა კრებაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაზუსტებული მოთხოვნის წარმოდგენის მიზნით პროცესის გადადების თაობაზე . ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის და მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით , კრედიტორთა პირველი კრება მხარეთა თანხმობით გადაიდო 2018 წლის 28 სექტემბერს , 15 საათზე .

2018 წლის 28 სექტემბერს , კრედიტორთა პირველ კრებაზე , განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხიოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებადა აღიარებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უზრუნველყოფილი მოთხოვნა 199 042.32 ლარის ნაწილში , როგორც მე -4 რიგის მოთხოვნა . შპსთემოს '' კრედიტორად აღიარებულ იქნა ასევე შპსმირა '' მოვალე საწარმოს მიმართ არსებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნით 8165.42 ლარის ნაწილში , მე -6 რიგის მოთხოვნით . მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით , კრედიტორთა პირველი კრება გადაიდო 2018 წლის 22 ოქტომბერს , 17 საათზე .

2018 წლის 22 ოქტომბერს , კრედიტორთა პირველ კრებაზე , განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი - მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა . მომრიგებელი საბჭოს ერთ წევრად დანიშნულ იქნა ქეთევანი ლექვინაძე , / 60002007604, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სპეციალისტი . მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრად არჩეულ იქნა უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ლეილა გოგოლაძე , / 01008046958. მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრად შერჩეულ იქნა უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე გიორგი ტატალიშვილი , / 01016004907. მომრიგებელი საბჭოს წევრებს განემარტათ , რომ მათ 15 დღის ვადაში უნდა შეესწავლათ საზოგადოების სამეურნეო -საფინანსო საქმიანობა და სასამართლოსთვის უნდა წარმოედგინათ მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება . 2018 წლის 22 ოქტომბერს , კრედიტორთა პირველი კრება დასრულებულად გამოცხადდა .

 2018 წლის 13 ნოემბერს , მომრიგებელი საბჭოს წევრებმა ერთობლივი განცხადებით მომართეს სასამართლოს და წარმოადგინეს მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპსთემოს '' გაკოტრების შესახებ .

2018 წლის 20 დეკემბერს , თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპსტექნოკლიმას '' წარმომადგენელმა და შპსთემოს '' კრედიტორად აღიარება მოითხოვა .

2018 წლის 21 დეკემბერს , კრედიტორთა კრებაზე დამტკიცდა მომრიგებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება შპსთემოს '' გაკოტრების შესახებ . ამავე კრედიტორთა კრებაზე შპსთემოს '' კრედიტორად აღიარებულ იქნა შპსტექნოკლიმა '' მოვალე საწარმოს მიმართ არსებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნით 3188.69 ლარის ნაწილში , როგორც მე -7 რიგის მოთხოვნის მქონე კრედიტორი .

2019 წლის 11 იანვარს , გაკოტრების მმართველმა წარმოადგინა თავისი საბოლოო ანგარიში მოვალე საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ და შპსთემოს '' მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე იშუამდგომლა იმ გარემოებების გათვალისწინებით , რომ მოვალე საწარმოს არც რაიმე ქონება , არც დებიტორული მოთხოვნები მესამე პირთა მიმართ არ გააჩნია და , შესაბამისად , შეუძლებელია რომელიმე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება . გაკოტრების მმართველმა განმარტა , რომ გამოიკვლია მოვალე საწარმოს ყველა შესაძლო მოთხოვნა მესამე პირების მიმართ და დაადგინა , რომ ასეთი მოთხოვნები არ არსებობს . გაკოტრების მმართველმა ითხოვა შპსეი ემ კომპანის '' მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე მოვალე საწარმოს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით გადარიცხული 35 ლარის შპსეი ემ კომპანისთვის '' უკან დაბრუნება , რადგან აღნიშნული ვალდებულება შპსეი ემ კომპანის " მიერ შესრულებული აღმოჩნდა (იხ . 2019 წლის 11 იანვრის სხდომის ოქმი და . III, . . 140-143).

 სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები , მოისმინა კრებაზე გამოცხადებულ მხარეთა პოზიციები და მიიჩნევს , რომ გაკოტრების მმართველის შუამდგომლობა შპსთემოს '' მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო :

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე -5 მუხლის თანახმად , ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები . გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის  ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას .

 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187- მუხლის მე -2 ნაწილის თანახმად , თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ , მაშინ იმის მიხედვით , თუ როგორია ეს საფუძველი , სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს .

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად , ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების ) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა , შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება .

 სასამართლო დამატებით განმარტავს , რომგადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის მიზნის - კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების - განხორციელება დამოკიდებულია იმაზე , აქვს თუ არა საწარმოს სამეურვეო ქონება . მითითებული კანონის მე -3 მუხლის " ქვეპუნქტის შესაბამისად , სამეურვეო ქონება არის ქონება , რომელიც მოვალეს ეკუთვნის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის , ასევე ამ მომენტიდან შეძენილი ან /და წარმოებული (შექმნილი ) ქონება როგორც საქართველოში , ისე საზღვარგარეთ , იმ ნივთებისა და მოთხოვნების გამოკლებით , რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იძულებით აღსრულებას არ ექვემდებარება .

განსახილველ შემთხვევაში , საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით , სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებითა და გაკოტრების მმართველის ანგარიშით დასტურდება , რომ მოვალე საწარმოს სამეურვეო ქონება არ გააჩნია - საწარმოს არა აქვს დებიტორული მოთხოვნები მესამე პირთა მიმართ , საწარმოს საკუთრებაში რეგისტრაციას დაქვემდებარებული არც მოძრავი და არც უძრავი ქონება არ გააჩნია . შპსთემო '' არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის / კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან /და სოლიდარული პასუხოსმგებლობის საზოგადოების პარტნიორად . ასევე , მოვალეს მიმდინარე ანგარიში რომელიმე ბანკში არ გააჩნია . მოვალეს არ გააჩნია ქონება და ვერ უზრუნველყოფს ვერც საპროცესო ხარჯების დაფარვას .

სასამართლო განმარტავს , რომ მოვალე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების მიუხედავად , კრედიტორი ინარჩუნებს მომავალში თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში , თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება , რომელიც გაუქმებულ საწარმოს ეკუთვნოდა . კერძოდ , „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 42- მუხლის მეხუთე პუნქტით დადგენილია , რომ თუ საწარმოს  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების  რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება , რომელიც ეკუთვნოდა გაუქმებულ საწარმოს , აღსრულების ეროვნული ბიურო  ამ ინფორმაციას აქვეყნებს  ელექტრონულ სისტემაშიკრედიტორი , რომლის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილებულა , უფლებამოსილია  აღნიშნული ინფორმაციის  გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში  ელექტრონული სისტემის მეშვეობით  მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს ასეთი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია . აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს  ამ კანონის 38- მუხლით განსაზღვრული წესით ქონების რეალიზაციას და ქონების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას ანაწილებს იმ კრედიტორთა შორის , რომლებმაც მას დადგენილ ვადაში მიმართესმათი მოთხოვნების რიგითობის გათვალისწინებით . თუ კრედიტორმა დადგენილ ვადაში არ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროსან აუქციონზე ქონება არ გაიყიდაან კრედიტორმა უარი თქვა ქონების ნატურით საკუთრებაში მიღებაზე , ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში .

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით , სასამართლო მიიჩნევს , რომ ვინაიდან მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავსგადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის მიზნის მიღწევას , უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება , შპსთემო '' უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპსთემოს '' რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში . ამასთან , აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შპსეი ემ კომპანის '' მიერ უსაფუძვლოდ გადახდილი 35 ლარი გადამხდელ საწარმოს უკან უნდა დაუბრუნდეს .

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე -6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად , გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5000 ლარი . საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური , რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .

სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების მე -9 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის თანახმად , აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი ) ლარისა . ამავე ბრძანების მე -9 მუხლის პირველი პუნქტისდა .ქვეპუნქტების თანახმად , მეურვის ფუნქციის განხორციელებისას , თუ მოვალე საწარმოს მიმართ გაიხსნება გაკოტრების საქმის წარმოება და ამასთანავე სამეურვეო ქონების ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს , აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასური შეადგენს გაკოტრების მმართველის მიერ გასანაწილებელი , მათ შორის , ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი ) ლარისა .

 ვინაიდან შპსთემოს '' მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოება , კრედიტორის მიერ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი 5000 ლარით უნდა ანაზღაურდეს გაკოტრების მმართველის , სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს , მომსახურების საფასური .

 სასამართლომ იხელმძღვანელაგადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის პირველი , მე -5, მე -12, მე -20, 35- და 42- მუხლებით , სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187- , 272- , 284-285- მუხლებით და

:

1. შპსთემოს '' მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება , შპსთემო '' გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპსთემოს '' რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში .

 2.   სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 14 ივნისს სსიპ –საერთო სასამართლოების დეპარტამენტის №GE07TB7563236020100006 ანგარიშზე (მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი : 203860642; მიმღები ბანკის კოდი : TBCBGE22; დასახელება : . თბილისი , სსთიბისი ბანკისსათავო ბანკი , საგადახდო მოთხოვნა №119611) შეტანილი 5000 ლარი გადაეცეს სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს , მეურვის ფუნქციის განხორციელების მომსახურების საფასურის სახით .

3. შპსეი ემ კომპანის '' ( / 404999276) დაუბრუნდეს 2018 წლის 10 აგვისტოს სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე 2018 წლის 19 ივლისის N52019 წერილის საფუძვლეზე გადახდილი 35 ლარი . გადახდის დამატებითი რეკვიზიტებია : მიმღების ბანკი - სსსაქართველოს ბანკი '', ბანკის კოდი – BAGAGE22.

4. განჩინება გამოქვეყნდესსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “.

5. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ( . თბილისი , დავით აღმაშენებლის ხეივანი , მე -12 კმ . №6) განიჩნების გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში , თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში .

მოსამართლე : ვერა დობორჯგინიძე .