დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1329 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 25/01/2019 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 25/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016480 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №1329
2019 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციაში“ (დანართი №1) განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდიდან“ 2 კილომეტრის რადიუსში განთავსებული სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის (ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და სურსათის უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების ადგილი) დანიშნულებით.“;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ვ“ ქვეპუნქტი:
„ბ.ვ) საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდიდან“ 2 კილომეტრის რადიუსში განთავსებული სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში – „5“.“;
გ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) არასრული დახურვის მეშვეობით, როცა ხდება საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში ან პირიქით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფიდან“ 12 კილომეტრის რადიუსში განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონის (მათ შორის ტვირთის X-RAY რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის), საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგიდან“ 15 კილომეტრის რადიუსში განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონის (მათ შორის ტვირთის X-RAY რენტგენული ინსპექტირების სისტემის განთავსების ადგილის), საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდიდან“ 2 კილომეტრის რადიუსში განთავსებული სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის დანიშნულებით საქონლის გადაადგილება და მოწმობას ენიჭება დახურვის ნომერი „R“. მოწმობა სრულად იხურება საქონლის მთლიან რაოდენობაზე სასაქონლო ოპერაციის გამოყენების მიზნით საბაჟო დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციისას.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ვახტანგ ლაშქარაძე
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
დოკუმენტის კომენტარები