დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-8/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 31/01/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 280080020.22.035.016579 |
|
,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით (სსმ III, №112, 2006 წ., მუხ.1554) დამტკიცებულ №1 დანართში (მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს 41 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. 16 წლამდე ასაკის პირისათვის განკუთვნილი საარსებო შემწეობის მიღების ფორმები და „ბავშვის კვების ბარათის“ ადმინისტრირების ღონისძიებები 1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საარსებო შემწეობა – 50 ლარი საქართველოს მასშტაბით გაიცემა საერთო ფორმით (თანხის ნაღდი ფულის სახით განაღდების უფლებით), ხოლო 2019 წლის 1 მარტიდან მუნიციპალიტეტების ნაწილში 50-ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი გაიცემა „ბავშვის კვების ბარათით“ (თანხის ნაღდი ფულის სახით განაღდების უფლების გარეშე), როგორც საარსებო შემწეობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. „ბავშვის კვების ბარათი“ წარმოადგენს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სურსათის (გარდა ალკოჰოლური სასმელებისა) (შემდგომში – სურსათი) შესაძენად გამოსაყენებელ, საბანკო დაწესებულების მიერ გაცემულ, სპეციალურ ბარათს. 4. „ბავშვის კვების ბარათის“ გამოყენება სურსათის შესაძენად შესაძლებელია იმ მეწარმე სუბიექტებში, რომლებიც ამ მუხლის შესაბამისად, სააგენტოს წარუდგენენ განაცხადს, სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა შესაბამისად და დარეგისტრირდებიან სააგენტოში მიმწოდებლად. 5. სააგენტო: ა) უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტის მიმწოდებლად რეგისტრაციას მთელი საქართველოს მასშტაბით; ბ) უფლებამოსილია, მეწარმე სუბიექტის მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია; გ) განიხილავს განაცხადს, წარდგენილ ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებას მიმწოდებლად მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შესახებ, რაც დასტურდება სააგენტოს და მეწარმე სუბიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით; დ) უფლებამოსილია, გააუქმოს რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია ამ მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის ან/და შესაბამისი საქონლის მიწოდების პირობათა არაჯეროვანი შესრულების ან/და მონიტორინგის/ზედამხედველობის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში. 6. „ბავშვის კვების ბარათის“ გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მეწარმე სუბიექტები რეგისტრირებულები არიან მიმწოდებლებად. 7. „ბავშვის კვების ბარათის“ ადმინისტრირებისა და ყველა საჭირო ქმედების განხორციელების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ი.“. |
2.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელ/მიმღებ ოჯახებზე სოციალური დახმარების დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენას, უკან დაბრუნებას (დაქვითვას) და საარსებო შემწეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.“. |
3.
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. საარსებო შემწეობის გაცემა 1. საარსებო შემწეობა/„ბავშვის კვების ბარათი“ გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ღატაკი ოჯახის შემადგენლობაში მყოფი ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრის სახელზე გახსნილ ანგარიშზე/ბარათზე თანხის ჩარიცხვით. 2. საარსებო შემწეობის/“ბავშვის კვების ბარათის“ გაცემა წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოსა და მომსახურე საბანკო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.“. |
4.
მე-15 მუხლის: |
ა)
პირველი პუნქტის: |
ა.ა)
,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) შეიცვალა ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული წევრების შემადგენლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ე.ა) ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) და ოჯახის ბოლო შეფასებიდან არ არის გასული 2 წელი); ე.ბ) ოჯახის წევრი გარდაიცვალა 2018 წლის 1 ივნისის შემდეგ;“; |
ა.ბ)
,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) შემოსავლების გაზრდა/გაჩენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ ბოლო ოთხ თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში – „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 175 ლარზე;“; |
ა.გ)
,,თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ი) გარდა იმ შემთხვევაში, როცა 100001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრ(ებ)ს სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ 2019 წლის 1 იანვრის და შემდგომ პერიოდში მოწოდებული მონაცემების მიხედვით უფიქსირდებათ ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით), რომლის ოდენობას (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში - „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა აღემატება 175 ლარს.“; |
ბ)
მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შესწავლა/შეფასება ან/და „ოჯახის დეკლარაციაში“ მონაცემების კორექტირება არ ხორციელდება, ხოლო თუ ოჯახმა შემოსავლის დაკარგვის ან გაჩენის შესახებ შესაბამისი განცხადებით მიმართა სააგენტოს, განხორციელდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შესწავლა/შეფასება ან/და „ოჯახის დეკლარაციაში“ მონაცემების კორექტირება.“; |
გ)
მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. 16 წლამდე ასაკის ოჯახის წევრისთვის განკუთვნილი შეჩერებული საარსებო შემწეობის/„ბავშვის კვების ბარათის“ გაცემა აღდგება ახალი სარეიტინგო ქულის შესაბამისად შეჩერების პერიოდის გათვალისწინებით 16 წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით.“. |
5.
მე-17 მუხლის: |
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობების ავტომატური გადაანგარიშება, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის - ოჯახში ვიზიტის გარეშე, მოხდება შემდეგი გარემოებების არსებობისას: ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში; ბ) ღატაკ ოჯახში ბავშვის დაბადების (შვილად აყვანის) შემთხვევაში, როცა ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) და ბოლო შეფასებიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი; გ) ორი და მეტწევრიანი ოჯახის წევრის 2018 წლის 1 ივნისის შემდეგ გარდაცვალების შემთხვევაში.“; |
ბ)
მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წევრის გარდაცვალების თვის მომდევნო თვიდან.“. |
6.
მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები