დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/01/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.120.016318 |
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №48 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 01.01.2019, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.120.016315) როგორც შემოსავლების ნაწილში, ასევე ხარჯების ნაწილში, ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით ცვლილებების შეტანის საკითხი და დაადგინა: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №48 დადგენილებაში. |
მუხლი 2 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 2.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 3.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 15 848.1 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 4.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გადასახადები 10 157,6 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 5.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გრანტები 3 499.5 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 6.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2 191,0 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 7.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯები 11 960.8 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 8.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9 218.5 ათ.ლარით, მათ შორის
ა) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 9 298.5 ათ.ლარით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 80,0 ათ. ლარით თანდართული რედაქციით (ათას ლარებში)
|
მუხლი 9.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციალურ ჭრილში |
(ათას ლარებში)
|
მუხლი 10.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-5,331.2) ათ. ლარის ოდენობით |
მუხლი 11.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-5,331.2) ათ.ლარის ოდენობით.
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება (5,331.2) ათ.ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი შეადგენს 200,0 ათ.ლარს. |
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 187,0 ათ.ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 86.7 ათ. ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 96.3 ათ. ლარი. გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 4,0 ათ.ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 9 959.2 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 03 00 )
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რებილიტაცია. ასევე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 1.1 გზების, ხიდების, ბოგირების და ინფრასტრუქტურის სხვა ღონისძიებების დაფინანსება 6 963.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული გზების მოვლა-პატრონობა (ორმული შეკეთება); მრავალბინიანი კორპუსების ეზოების მოწყობა ასფალტო-ბეტონის საფარით; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდა გზების მოხრეშვა; სანიაღვრე არხების გაწმენდა-რეაბილიტაცია, ბოგირებისა და ცხაურების მოწყობა. შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტით აღნიშნული სამუშაოების ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 2 045.4 ათ. ლარს. წინა წლებში შესრულებული სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით შესანარჩუნებელი 2,5 % დაფინანსდეს: -„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებით -მთავრობით 3 970 ლარი, ადგილობრივით – 209 ლარი. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებით – მთავრობით 49 197 ლარი, ადგილობრივით- 18 444 ლარი. -„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1401 განკარგულებით – მთავრობით 17 909 ლარი, ადგილობრივით – 1 208 ლარი. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის №136 განკარგულებით სამტრედიის მუნიციპალიტეტს განესაზღვრა 1 829 206 ლარი, ადგილობრივით – 104 767 ლარი. „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის №2712 განკარგულებით სამტრედიის მუნიციპალიტეტს განესაზღვრა 205 621 ლარით. „სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 აგვისტოს №1468 განკარგულებით სამტრედიის მუნიციპალიტეტს განესაზღვრა 324 239 ლარი. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2577 განკარგულებით სამტრედიის მუნიციპალიტეტს პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა განესაზღვრა 1 404 045 ლარით, მათ შორის პროექტის განხორციელებისთვის მთავრობით გამოყოფილი თანხა შეადგენს – 1 333 840 ლარს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტით თანადაფინანსება – 70 205 ლარს. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2577 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 იანვრის №6 განკარგულებით სამტრედიის მუნიციპალიტეტს პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა განესაზღვრა 2 619 031 ლარით, მათ შორის მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხა შეადგენს 2 488 076 ლარს, ადგილობრივი ბიუჯეტით თანადაფინანსება – 130 955 ლარს). კერძოდ: - ხორავას ქუჩა (თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალიდან გზაგამტარ ხიდამდე), ხორავას ქუჩა (გზაგამტარ ხიდიდან სოფ. ეწრის მიმართულებით) ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება (მთავრობის განკარგულებით – 259 455 ლარი, ადგილობრივი თანადაფინანსებით – 13 655 ლარი, სულ 273 110 ლარი) - სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. იანეთის მე-9 უბანში (მესხების უბანში) ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება. (მთავრობის განკარგულებით – 234 602 ლარი, ადგილობრივი თანადაფინანსებით – 12 348 ლარი, სულ – 246 950 ლარი.) - სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ.დიდი ჯიხაიშში, ხონი-ჯიხაიში-იანეთის საავტომობილო გზიდან „ნიგვზების უბანში“ ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება. (მთავრობის განკარგულებით – 87 087 ლარი, ადგილობრივი თანადაფინანსებით – 4 584 ლარი, სულ 91 671 ლარი) - ნაბაკევის თემის სოფ. ნინუა კუთხეში ღანირის მიმართულებით ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება. (მთავრობის განკარგულებით – 131 413 ლარი, ადგილობრივი თანადაფინანსებით – 6 917 ლარი, სულ – 138 330 ლარი) - სოფ. ნაბაკევიდან სოფ. ჩხენიშის მიმართულებით ( გაგრძელება) ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება. (მთავრობის განკარგულებით – 53 296 ლარი, ადგილობრივი თანადაფინანსებით – ლარი 2 806 ლარი, სულ – 56 102 ლარი) - სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ.ღანირში „ელიავას მინდვრიდან“ სამხრეთის მიმართულებით ბეტონის საფარის დაგება (მთავრობის განკარგულებით – 144 580 ლარი, ადგილობრივი თანადაფინანსებით – 7 610 ლარი, სულ – 152 190 ლარი). - სოფ. ეწრის ცენტრიდან „ჯიქთუბნის მიმართულებით ( გაგრძელება) ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება (მთავრობის განკარგულებით – 258 335 ლარი, ადგილობრივი თანადაფინანსებით – 13 597 ლარი, სულ – 271 932 ლარი). - ქ. სამტრედიაში, კარლო კალაძის , კაპანაძის ქუჩებზე, მაიაკოვსკის მე-2 ჩიხი, წერეთლის მე-2 ჩიხი, 9 აპრილის პირველი ჩიხის ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება. (მთავრობის განკარგულებით – 165 072 ლარი, ადგილობრივი თანადაფინანსებით – 8 688 ლარი, სულ – 173 760 ლარი). - ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა- პაპავას ქუჩაზე, სანაპიროს ქუჩაზე, არკადი გეგეშიძის ქუჩაზე, შრომის ქუჩაზე, ლორიას ქუჩაზე (მთავრობის განკარგულებით – 579 692 ლარი, ადგილობრივი თანადაფინანსებით – 30 510 ლარი, სულ – 610 202 ლარი). -სოფ. დიდი ჯიხაიშის ცენტრიდან ეწერის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით (მთავრობის განკარგულებით – 574 544 ლარი, ადგილობრივი თანადაფინანსებით – 30 240 ლარი, სულ – 604 784 ლარი). პროგრამის განმახორციელებელი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანასკნელ წლებში აქტიურად ხორციელდება მასშტაბური სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, მაგრამ გრძელვადიანი საჭიროებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამუშაოების გაგრძელების აუცილებლობა. მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში რეაბილიტირებული ქუჩების ნაწილი ითხოვს მიმდინარე (ორმული) შეკეთებას. - ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საჭიროა საგზაო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი მოწესრიგება. კორპუსების ეზოები საკმაოდ არის დაშორებული კეთილმოწყობილი ცენტრალური თუ მეორეხარისხოვანი გზიდან და იქ მცხოვრებ მოქალაქეებს ტრანსპორტით თუ ფეხით მოუწესრიგებელი ტერიტორიის (ეზოების) გავლით უწევთ გადაადგილება. საჭიროა მრავალბინიანი კორპუსების ეზოებიდან ცენტრალურ და მეორეხარისხოვან გზებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. - მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას ცენტრალურ და მეორეხარისხოვან გზებამდე მისასვლელად უწევთ ქვიშა-ხრეშოვანი გზებით სარგებლობა, გზის საფარის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე თითქმის ყველა სოფლის შიდა გზების უმეტესობა ამ ეტაპზე საჭიროებს მოხრეშვითი სამუშაოების ჩატარებას. - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალაქისა და სოფლების სხვადასხვა უბნებში სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირებისათვის გასაწმენდია ზედმეტი ნატანისაგან დალექილი არხები, საჭიროა ნიაღვარმიმღები ობიექტების რეაბილიტაცია ქუჩებზე, რომლებზეც დაგეგმილია გზის კაპიტალური სამუშაოები, მოსაწყობია ახალი ბოგირები და ცხაურები. - პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ხიდ-ბოგირების მდგომარეობის შენარჩუნება. 1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 2 405,9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება. 1.2.1 ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება – 900,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის აღწერა: ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება ახორციელებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების დაგვა-დასუფთავებას საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და მის გატანას, აგრეთვე, სანიაღვრე და საწრეტი არხების დანალექებისაგან გაწმენდა-გატანას, გარე განათების ქსელების მომსახურებას. ქვეპროგრამის მიზანია ეკოლოგიურად სუფთა, ესთეთიკურად ლამაზი ქალაქი, განათებული მუნიციპალიტეტი, ქალაქის გაწმენდილი არხები ბუნებრივი ნალექისგან. 1.2.2 დასუფთავება – 15.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02 ) ქვეპროგრამის აღწერა: დასუფთავების ღონისძიებები – სამტრედიის მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადებების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 1.2.3 ბინათმშენებლობა – 716,5 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03 ) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ვერ ახორციელებენ საერთო სარგებლობის ქონების დამოუკიდებელ მოვლა-პატრონობასა და განვითარებას. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავი მთლიანად აზიანებს ჭერს და მაღალ სართულებზე განთავსებულ ბინებს. აქედან გამომდინარე, ქ.სამტრედიაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები ფასადების, სადარბაზოების, სარდაფების, სახურავებისა და შიდა კომუნიკაციების რეაბილიტაციას საჭიროებს. ადგილობრივი ბიუჯეტით ქვეპროგრამის ფარგლებში აღნიშნული სამუშაოები ფინანსდება 516,5 ათ. ლარით. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №2544 განკარგულებით სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით სამტრედიის მუნიციპალიტეტს განესაზღვრა 200,0 ათ. ლარი. 1.2.4 წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 182,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04 ) ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის იერსახის გასაუმჯობესებლად და მოსახლეობის კომფორტული გარემოს შესაქმნელად საჭიროა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებაში მყოფი სასმელი წყლის სოკოების, შადრევნების წყლის ხარჯების დაფინანსება, ასევე, განხორციელდება სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, მოწყობა-მომსახურეობა. 1.2.5 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 592,4 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის განათების მომსახურება და საახალწლო-საშობაო ღონისძიებებისათვის ქუჩების დეკორატიული განათებების შეძენა, ასევე არსებული განათებების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა. 1.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები – 578,3 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 03 03 ) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება. 1.3.1 საკადასტრო რუქების მომზადება და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება – 32.3 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის განმახორციელებელი: ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახური. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ზუსტი აღრიცხვა და ბალანსზე აყვანა. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დარეგისტრირებული შენობა-ნაგებობების შიდა აზომვითი და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების დამზადება, აგრეთვე ქვეპროგრამა ითვალისწინებს ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზებას, საექსპერტო კვლევის შედეგად მიღებული დასკვნის ან აქტის შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას. 1.3.2 სკვერების მოწყობა და კეთილმოწყობის სხვა ღონისძიებები – 264,3 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის არსებული დენდროლოგიური პარკის განახლება, მგზავრთა თანამედროვე ტიპის მოსაცდელების მოწყობა, რომელიც გააუმჯობესებს ქალაქის იერსახესა და შეუქმნის მოსახლეობას კომფორტულ პირობებს გადაადგილებისთვის. 1.3.3 ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება – 281,7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 03 04) ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ძირითადი მიზანი არის ქალაქის იერსახის გაუმჯობესება არსებული სკვერების, პარკების კეთილმოწყობით, სანერგე მეურნეობის მოწყობა-ექსპლოატაციით, მწვანე ნარგავების მოვლით. აგრეთვე, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება პარკების სანიტარული დაცვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პანთეონების და სასაფლაოების ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება. 1. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები – 1,6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისათვის სამტრედიის მუნიციპალიტეტს განესაზღვრა 1,6 ათ. ლარით. 1.5. სოფლის მეურნეობის განვითარება – 9.8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის განმახორციელებელი: ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახური. პროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივ ფერმერთათვის აგროტურების მოწყობას, რომლის მიზანია, სოფლის მეურნეობის სფეროში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა. 2. განათლება – 3 287.2 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 00 ) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. ასევე, პროგრამაში შემავალი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის უმთავრესი მიზანია ახალი თაობის აღზრდა თანამედროვე მეთოდებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, სკოლის გარეშე დამატებითი განათლების უზრუნველყოფა. 2.1. ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანება – 1 922.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის აღწერა: სამტრედიის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ააიპ ”სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანება”, რომელიც აერთიანებს 24 საბავშვო და ბაგა-ბაღს, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1935 ბავშვი. ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მ.შ. მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ბავშვთა კვების ხარჯს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე განხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია. პროგრამის მიზანი: სკოლამდელი გაერთიანება მოწოდებულია და მიზნად ისახავს მოამზადოს ბავშვი ფიზიკურად, ჩამოაყალიბოს მორალურად და ინტელექტუალურად. ბაღების გაერთიანება აქტიურად მუშაობს თემატური პროექტების, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებების ჩატარების ხარისხზე, ამასთან, ხელს უწყობს შშმ ბავშვთა ჩართულობას სასაწავლო პროცესში, რაც თავის მხრივ შეამცირებს სოციალურ დახმარებაზე სახელმწიფოს მიერ გაწეულ ხარჯებს. სკოლამდელი აღზრდა ითვალისწინებს არა მხოლოდ ცალკეული უნარების განვითარებას, არამედ ბავშვის პიროვნული განვითარების ხელშეწყობააც. 2.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა – 708.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 02) საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ოქტომბრის №1994 განკარგულებით „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სამტრედიის მუნიციპალიტეტს სოფელ ეწრის საჯარო სკოლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად კაპიტალური გრანტის სახით გამოყოფილი თანხა განესაზღვრა 185,6 ათ. ლარით. „ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის №13 განკარგულებით საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით სამტრედიის მუნიციპალიტეტს გამოეყო 430,0 ათ. ლარი. 2.3 ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი – 210,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის აღწერა: ფინანსდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, სადაც ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები, ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელები აქტიურად მონაწილეობენ რაიონულ, რეგიონალურ, რესპუბლიკურ ფესტივალ – კონკურსებში, ემსახურება მომავალი თაობების ინტელექტუალურ, ესთეტიკურ-ზნეობრივ აღზრდას. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი უზრუნველყოფს ახალგაზრდების თვითრეალიზაციისთვის საჭირო გარემოს შექმნას. საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შესაბამისად, ახალგაზრდული საქმიანობა ხორციელდება ფორმალური განათლების, ოჯახური და სამსახურეობრივი კონტექსტის მიღმა და ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებასა და კეთილდღეობას, საზოგადოებაში მათ აქტიურ მონაწილეობას და ინტეგრაციას. ელექტრონული სერვისების დანერგვა- განვითარება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ინფრომირებას სხვადასხვა პროექტების შესახებ, რაც გაზრდის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა რაოდენობას. აგრეთვე, მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლი მიზნად ისახავს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ხელმისაწვდომს გახდის ყველა დაინტერესებული პირისთვის. 2.4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) მშენებლობა – 447,2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტორის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2577 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 იანვრის №6 განკარგულებით სამტრედიის მუნიციპალიტეტს პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა განესაზღვრა 354 025 ლარით (მთავრობის განკარგულებით – 336 324 ლარი, ადგილობრივი თანადაფინანსებით – 17 701 ლარი), რომელიც მიმართულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის №1, №2, №3, №5, №6, №7, №9 საბავშვო ბაგა-ბაღების ნაწილობრივ რეაბილიტაციისათვის. 3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – 2 806,3 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 00) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას, ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 3.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 1 466,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01 ) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 3.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება და სპორტული მოედნების მშენებლობა და რეკონსტრუქცია – 400,2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. პროგრამის / ქვეპროგრამის აღწერა: სპორტსმენებისათვის ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განხორციელდება სპორტის სხვდასხვა სახეობების ხელშეწყობა, პერსპექტიული სპორტსმენების მომზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის მომზადება, სხვადასხვა შეჯიბრებებისა და სახელობითი ტურნირების ჩატარება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება (თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება), სპორტული ფილიალების (ააიპ-ები) ფუნქციონირების ხელშეწყობა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში ექვსი სპორტული ააიპ-ია, რომელშიც ფუნქციონირებს 30-მდე სპორტის სახეობა, მათში დაკავებულია 200-მდე თანამშრომელი და 1000-მდე მოზარდი, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო წლების სპორტული მიღწევები, როგორც ჩვენი ქვეყნის მასტაბით ისე მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ასპარეზობებზე, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ ღონისძიებათა ბიუჯეტს მ/წლისათვის გამოყოფილია 42000 (ორმოცდაორი ათასი) ლარი, რომელიც განკუთვნილია როგორც მუნიციპალური ისე რეგიონალური ღონისძიებებისათვის. მოხდება წარმატებული სპორცმენების დაჯილდოვება ფულადი ან/და ფასიანი სასაჩუქრე სუვენირებით; სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში დასწრებისა და მონაწილეობის მიზნით ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 3.1.2. სპორტული სკოლები – 1 066,6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის აღწერა: სპორტსმენებისათვის ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განხორცილედება სპორტის სხვადასხვა სახეობების ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება, სპორტული ინვენტარის შეძენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება, სპორტსმენთა კვებით უზრუნველყოფა,შეკრებებისა და მივლინებების განხორციელება,პერსპექტიული სპორტსმენების მომზადება წლიური საწრთვნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისთვის მომზადება, მათთვის სოციალური პირობების შექმნა. 2019 წლის განვალობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
3.1.2.1 ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის „საცხენოსნო სპორტული კლუბი“ – 75.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 01 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება საცხენოსნო სპორტული კლუბის მიმდინარე ხარჯები, ასევე ხელფასი. პროგრამის აღწერა: საცხენოსნო სპორტული კლუბი მუნიციპალიტეტში ინარჩუნებს ცხენოსნობის უძველეს ეროვნულ სახეობებს, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს ორთოპედიული დაავადებების მქონე პირებს. გარდა ამისა, ქმნის საჭირო პირობებს ახალგაზრდა ცხენოსანი სპორტსმენების განვითარებისთვის, რათა სამტრედიის საცხენოსნო სპორტული კლუბი კვლავ მრავალჯერ იყოს საქართველოს ჩემპიონი. იგი ერთადერთი საცხენოსნო კლუბია იმერეთის რეგიონში. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება საცხენოსნო სპორტული კლუბის მიმდინარე ხარჯები, ასევე ხელფასი. 3.1.2.2 ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის „კომპლექსური სპორტული სკოლა“ – 179,6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01 02 02) პროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება სპორტული სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლის მიზანია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპორტის ხელშეწყობა და განვითარება, ჯანმრთელი მომავალი თაობის აღზრდა და მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ტრადიციების შენარჩუნება-გაძლიერება. ახალგაზრდების მაქსიმალურად ჩართვა სპორტის სხვადასხვა სახეობათა ჯგუფებში. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია ბიუჯეტიდან სპორტის სუბსიდირების თვალსაზრისით დაფინანსება, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა გამოავლინონ მათი სპორტული შესაძლებლობები. 3.1.2.3 ა(ა)იპ „საფრენბურთო კლუბი ჯიკო“ – 80.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01 02 03) ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება „საფრენბურთო კლუბი ჯიკოს“ მიმდინარე ხარჯები. „საფრენბურთო კლუბი ჯიკოს“ მიზანია მუნიციპალიტეტის ფარგლებში საზოგადოების ჯანსაღი წესით ცხოვრების პროპაგანდა, მოზარდ თაობებში მისი დამკვიდრება და პოპულარიზაცია. ინტენსიური მზადება ფრენბურთელ ქალთა გუნდ „ჯიკოს“ სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის. 3.1.2.4 ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის „ხელბურთელთა კლუბი სამტრედია“ – 105,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01 02 04) ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ხელბურთელთა კლუბის მიმდინარე ხარჯები. პროგრამის მიზანია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელბურთის განვითარების ხელშეწყობა, საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ გამართულ ჩემპიონატებში და ტურებში მონაწილეობა, არსებული ტრადიციების შენარჩუნება და ახალი წარმატებების მოპოვება, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ფარგლებში საზოგადოების ჯანსაღი წესით ცხოვრების პროპაგანდა, მოზარდ თაობებში მისი დამკვიდრება და პოპულარიზაცია, ჯანმრთელი მომავალი თაობის აღზრდა. 3.1.2.5. შპს „სპორტული კომპლექსი სამტრედია“ – 469,7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01 02 05) ქვეპროგრამის აღწერა: შპს „სპორტული კომპლექსი სამტრედიას“ ძირითად მიზანს წარმოადგენს ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, აგრეთვე, სპორტსმენთათვის სამედიცინო-დიაგნოსტიკური, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცესის ორგანიზება; ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში, მასობრივი სპორტის განვითარება. მისი ძირითადი საქმიანობა დაინტერესებული პირებისთვის საცურაო აუზით, საფეხბურთო მინი მოედნებითა და სპორტული დარბაზით მომსახურებაა. 3.1.2.6 ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჭიდაო კლუბი „ფალავანი“ – 157,3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01 02 07) ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება „საჭიდაო კლუბი ფალავანის“ მიმდინარე ხარჯები. ძირითადი მიზანია ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა ჭიდაობის შესწავლაში, აგრეთვე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, ნაკრები გუნდებისათვის რეზერვების მომზადება, საწრთვნელი პროცესის ორგანიზება, მატერიალურ-ტექნიკური და საწრთვნელი ბაზის შექმნა, სამინისტროებისა და სხვა ორგანიზაციების დაკვეთით სპორტულ-მეთოდური საქმიანობის წარმოება. 3.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 888,6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02) სამტრედიის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 3.2.1 სახელოვნებო სკოლები – 469,1 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი მუსიკალური სკოლები:
ქვეპროგრამის აღწერა: სკოლების მიზანია ცოდნის მიცემა მუსიკის სფეროში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის განათლებულ-კულტურულ ადამიანად ჩამოყალიბებას, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულ მოსწავლეთა გამოვლენას, მოზარდთა მხატვრული აზროვნების, გემოვნებისა და წარმოსახვის უნარის ჩამოყალიბებას, აგრეთვე, შემოქმედებითი საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მოზარდთა მომზადება კონკურსებისათვის და უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლისათვის. 3.2.1.1 ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის დომენტი შანიძის სახელობის №1 სახელოვნებო სკოლა – 147,3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დომენტი შანიძის სახელობის №1 სახელოვნებო სკოლის ხელფასები მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 257 მოსწავლე. 3.2.1.2 ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის №2 სამუსიკო სკოლა – 63,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის №2 სამუსიკო სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 130 მოსწავლე. 3.2.1.3 ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების სამუსიკო სკოლა – 39.8 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების სამუსიკო სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 52 მოსწავლე. 3.2.1.4 ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის გომის თემის სამუსიკო სკოლა – 59,1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის გომის თემის სამუსიკო სკოლის მიმდინარე ხარჯები სკოლაში ირიცხება 84 მოსწავლე. 3.2.1.5 ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის სახელოვნებო სკოლა – 56,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის სახელოვნებო სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 106 მოსწავლე. 3.2.1.6 ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის სამუსიკო სკოლა – 38.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 06) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის სამუსიკო სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 42 მოსწავლე. 3.2.1.7 ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა-გალერეა – 63,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 07) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა-გალერეას მიმდინარე ხარჯები. ძირითადი მიზანია პირობები შეუქმნას სამტრედიაში მოღვაწე მხატვრებს თავიანთი შემოქმედების წარმოსაჩენად. ამავე დროს მიზნად ისახავს მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამხატვრო განათლება, აზიაროს ხატვის ხელოვნების საფუძვლებს, გააცნოს და შეაყვაროს ეროვნული კულტურის მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები, გალერეას ფონდში დღემდე დაცული რამდენიმე ფერწერული ტილოს აღდგენა-რესტავრაციას. 3.2..2 ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრი – 339,6 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის აღწერა: საქმიანობის სახეა კულტურის სხვა დაწესებულების საქმიანობა, მიზანი – თეატრალური, ქორეოგრაფიული და მუსიკალური საქმიანობის ხელშეწყობა; სოფლებში კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარება; თანამშრომლობა ადგილობრივი და მეზობელი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; სოციალური ჯგუფების კულტურულ-შემცენებითი, სამეცნიერო-საგანმანათლებლო მოღვაწეობის უზრუნველყოფა. 3.2.3. ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება – 79,9 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის აღწერა: სამტრედიის მუნიციპალიტეტის „საბიბლიოთეკო გაერთიანება“ აერთიანებს 9 ბიბლიოთეკას, რომელიც ემსახურება 6689 მკითხველს. იგი ორიენრიტებულია ხელი შეუწყოს ბიბლიოთეკებსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ახალი ფორმების ჩამოყალიბებას, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას და აღზარდოს წიგნიერი თაობა. საბიბლიოთეკო გაერთიანება მუშაობს საბიბლიოთეკო ფონდის ელექტრონული კატალოგიზაციის მიმართულებით. მიზანია მოსახლეობის მომსახურეობა საბიბლიოთეკო ფორმებით და მეთოდებით, ახალი წიგნების, ჟურნალ-გაზეთების მიწოდება, ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან და სხვა. 3.3 შპს „სამტრედიის მაცნე“ – 73,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 03 ) ქვეპროგრამის აღწერა: იგი ერთადერთი გაზეთია, რომელიც მაქსიმალურად აშუქებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას, მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს საქმიანობას. შპს ” სამტრედიის მაცნე ” მიზანია სტაბილურად გამოცემის უზრუნველყოფა და მოსახლეობაზე მიწოდება, ამავე დროს უზრუნველყოფს პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული და შემოქმედებითი საკითხების გაშუქებას. 3.4 . ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის „საინფორმაციო ცენტრი“ – 38,9 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 04) ქვეპროგრამის აღწერა: საინფორმაციო ცენტრის მიზანს წარმოადგენს მჭიდრო ურთიერთობა ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, რისთვისაც შექმნილია საინფორმაციო ყუთი და ცხელი ხაზი. მის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ. გვერდზე (www.samtredia.com.ge) განთავსებულია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირების შესახებ, ასევე, კულტურული და საზოგადოებრივი საკითხები, პერმანენტულად შუქდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ახალი ამბები. მისი მიზანია ურთიერთობა ახალგაზრდებთან და არაფორმალური განათლების კუთხით მუშაობა. საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს სოციალურ პროექტებს. 3.5. ახალგაზრდული ორგანიზაციების კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის ღონისძიებების დაფინანსება – 79,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 05 ) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 3.5.1. ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება – 31,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 05 01) პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოება. საგანმანათლებლო პროცესის მოტივაციის ამაღლება, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინირებული თანამშრომლობა, მოზარდთა შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლება, სხვადასხვა ინტელექტუალურ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება. ახალგაზრდების საქმიანობისა და სხვადასხვა აქტივობებში მათი ჩართულობის ხელშეწყობა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტებში მონაწილე ახალგაზრდების ხელშეწყობა. შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირება. ახალგაზრდების პრობლემების შესწავლა, წინადადებების შემუშავება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტში არსებული ინტელექტკლუბების ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობის ხელშეწყობა. სხვადასხვა ახალგაზრდული, შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებში დასწრებისა და მონაწილეობის მიზნით ახალგაზრდების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 3.5.2 კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის ღონისძიებების დაფინანსება – 48,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 05 02) პროგრამის/ქვეპროგრამის განმხორციელებელი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: აღნიშნული თანხა მოხმარდება 2019 წლის განმავლობაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებების სათანადო დონეზე ჩატარებას. დამზადდება სხვადასხვა დანიშნულების ბუკლეტები, რომლებზეც სამტრედიის ღირშესანიშნაობები იქნება დატანილი, რაც ჩამოსულ ტურისტებს მეგზურობას გაუწევს და უფრო საინტერესოს გახდის მათ ყოფნას მუნიციპალიტეტში. დაგეგმილია ფოტო-კონკურსის ჩატარება, რომელშიც ჩაერთვება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან მოყვარული ფოტოგრაფები, მათ მიეცემათ შესაძლებლობა განსხვავებული ხედვა შეიტანონ და აღბეჭდნონ ჩვენი მუნიციპალიტეტი და არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლები. გამოფენას დაესწრება ასობით ახლაგაზრდა. დამზადდება საინფორმაციო ნიშნულები (ტრაფარეტები) ისტორიული-კულტურული ძეგლებისთვის, მათ შორის დამზადდება საგამოფენო სტენდი. მუზეუმის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩატარდება მრავალფეროვანი ღონისძიებები, ადგილობრივი საჯარო სკოლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, კულტურის ცენტრის, მუსიკალური და სახელოვნებო სკოლების შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების აქტიური ჩართულობით, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზუმში. ტრადიციულ სახალხო დღესასწაულ „ნიკოობა“-ზე საშუალება ექნება მუნიციპალიტეტის სტუმრებსა და ადგილობრივებს გაეცნონ ნიკოლაძეების ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, დაათვალიერონ ულამაზესი ტყე-პარკი, მათთვის მოეწყობა საზეიმო კონცერტი. მოეწყობა სახალხო დღესასწაული „სამტრედიობა“ და ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება დიპლომებითა და ფულადი ჯილდოთი. კულტურის სფეროში დაგეგმილი პროგრამის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები, აღინიშნება ტრადიციული დღესასწაულები და გაიმართება საიუბილეო საღამოები. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის კონკურსებში, ფესტივალებსა და გამოფენებში მონაწილეობის მიღება. მოხდება სამტრედიასთან დაკავშირებული კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე წარმატებული და ცნობილი პიროვნებების დაჯილდოვება ფულადი ჯილდოებით ან/და ფასიანი სასაჩუქრე სუვენირებით. ასევე განხორციელდება სხვადასხვა კონკურსებში, ფესტივალებსა და გამოფენებში წარმატებული მონაწილეების დაჯილდოვება. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებებში დასწრებისა და მონაწილეობის მიზნით ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 3.6. ხონი-სამტრედიის ეპარქიის დაფინანსება – 260,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხონი-სამტრედიის ეპარქიის სუბსიდირება, დაფინანსდება მთავარი საკათედრო ტაძარი. 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 1 308,9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 4.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები – 120.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები. 4.1.1 ა(ა)იპ – საზოგადოებრივი „ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრი“ – 109,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
4.1.2 სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრის მშენებლობა – 11,1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 01 02) 4.2 სოციალური პროგრამები – 1 188,3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეულ შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრულველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.2.1 ა(ა)იპ – სახლი „თანადგომა“ – 170,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა:
4.2.2 ა(ა)იპ – სამტრედიის მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლი“ – 97,7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02 ) ქვეპროგრამის აღწერა: მარტოხელა მიუსაფარ მოხუცებს ადგილებზე გაეწიოთ მზრუნველობა, კერძოდ, სხვადასხვა სახის აუცილებელი დახმარება, საყოფაცხოვრებო-სოციალური პირობებით უზრუნველყოფა, დღე-ღამის განმავლობაში სამჯერადი კვება, შემოსვა, სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მედპერსონალისა და სანიტართა სადღეღამისო მორიგეობა, მათი ინტერესების დაცვა და წარმოჩენა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მათი ჩაბმა საზოგადოებრივად აქტიურ საქმიანობაში. 4.2.3 დედათა და ბავშვთა დახმარების პროგრამა – 194,0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03) პროგრამის/ქვეპროგრამის განმხორციელებელი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. - პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: 1. ახალშობილთა დახმარება 1. ერთჯერად 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ პირველი და მეორე შვილი. 2. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-3 შვილი, ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 3. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-4 შვილი, ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ 250 ლარის ოდენობით. 4. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-5 შვილი და მეტი ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ 400 ლარის ოდენობით. 5. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ტყუპები, დაფინანსებას მიიღებენ თითოეულ შვილზე: პირველი და მეორე შვილისა და მეორე და მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში 200 ლარს, მესამე და მეოთხე შვილის და მეტის შემთხვევაში 400 ლარს 6. ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება გაიცემა, თუ ახალშობილი დაიბადა 2018 წლის 1 სექტემბრის შემდეგ და დახმარება არ აქვს აღებული. 2. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 ან მეტი შვილი 18 წლამდე) ფულადი დახმარება ითვალისწინებს მრავალშვილიან მშობლებისთვის ყოველთვიურ დახმარებას 20 ლარი თითოეულ ბავშვზე). 4.2.4 სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება – 712,6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) პროგრამის/ქვეპროგრამის განმხორციელებელი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. - პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: 1. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურება - მოქალაქეთა ოპერაციების დაფინანსება – მოქალაქე, რომელიც დაავადებულია გულსისძარღვთა დაავადებით, ონკოლოგიური დაავადებით, გინეკოლოგიური დაავადებით და ასევე სხვა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებით და საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციას, ქიმიოთერაპია, კოქსართროზი, გონართროზი, ანევრიზმა, თრომბოფლებიტიდა სხვა დაავადებების სტაციონარული მკურნალობა (თანადაფინანსებით პაციენტის გადასახდელი თანხის 50%, განსაკუთრებულ შემთხვევაში პიროვნების სოციალური სტატუსისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით თანადაფინანსების 70 -100%-ით) დაფინანსდეს 100-დან-500 ლარამდე. (დაფინანსებას მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200000-ს, ან შუამდგომლობა მერის წარმომადგენლის, მოქალაქის მძიმე სოციალურეკონომიური მდგომარეობის შესახებ). - მოქალაქეთა სამედიცინო გამოკვლევის დაფინანსება – მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევებს, დიაგნოსტიკას, კომპიუტერულ კვლევას, მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას, PET (პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია)-კვლევას, (თანადაფინანსების 50 %, განსაკუთრებულ შემთხვევაში პიროვნების სოციალური სტატუსისა და სხვა გარემოებათა გათვალსწინებით თანადაფინანსების 70- 100%), დაფინანსდეს 100- დან -300 ლარამდე. (დაფინანსებას მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, ან შუამდგომლობა მერის წარმომადგენლის, მოქალაქის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ). 2. მარტოხელა მშობლების დახმარება. 1. ერთჯერად დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მშობლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სამოქალაქო რეესტრში. ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში მიიღებენ 150 ლარიან დახმარებას, ორი შვილის შემთხვევაში 200 ლარიან დახმარებას, სამი და მეტი შვილის შემთხვევაში 300 ლარიან დახმარებას (შვილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 18 წელს) 3. სტუდენტების დახმარება - უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტებს 500 ლარით გაეწევათ ერთჯერადად; ა) დედ-მამით ობოლი; ბ) მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილიანი) ოჯახებიდან; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 65000- ჩათ. სარეიტინგო ქულა. 4. უდედმამო ბავშვების დახმარება მოსარგებლე 18 წლამდე ბავშვები, რომლებსაც გარდაეცვალა მშობლები, ან ბავშვები, რომელთა მშობლების ადგილსამყოფელი უცნობია და ზრდის მეურვე ან მზრუნველი - უდედმამო ბავშვებზე 0-დან 18 წლის ჩათვლით დახმარება გაიცემა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით. 5. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება; 1. ერთჯერად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სამტრედიის მუნიციპალიტეტისა და ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი. 6. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) სოციალური დახმარება; - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 200 (ორასი) ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები. ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდები; ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები; – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 100-ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, მარჩენალდაკარგულები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული, რომლებიც წარმოადგენენ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 200000 სარეიტინგო ქულა. 7. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; - ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; გ) თანხა გაიცემა 250 ლარის ოდენობით 8. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებისას სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა ფინანსური დახმარება; ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებისას სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთადა გარდაცვლილ ოჯახის წევრთა ფინანსური 200- 200 (ორას-ორასი) ლარიანი დახმარება 26 აპრილს 9. დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების დახმარება; ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ჰემოდიალიზზე მყოფი ბენეფიციარების დახმარებას თითოეულისათვის 200 ლარი ყოველთვიურად; 10. ლეიკემიით, ცერებლალური დამბლით, დაუნის სინდრომით, დიაბეტით და აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა ფინანსური დახმარება. 1. ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) აღრიცხვას და ყოველთვიურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით. 2. ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) აღრიცხვას და ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით. 3. დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების ერთჯერად ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით. 4. დიაბეტით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების (18 წლამდე) ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს დიაბეტით დაავადებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით. 5. ნივთიერებათა ცვლის მოშლით მიმდინარე დაავადებები, ჰიპერალანინემია და სხვა იშვიათი დაავადების მქონე ბავშვები (18 წლამდე) ფინანსური დახმარება; ითვალისწინებს აღნიშნული დაავადებით დაავადებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარის ოდენობით. 11. 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილ მეომართა ოჯახების ფინანსური დახმარება ითვალისწინებს 2008 წელს გარდაცვლილ მეომართა ოჯახის წევრების ერთჯერადად დაფინანსებას – 500 ლარით 12. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება 1. ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო, სმენადაქვეითებულ- ყრუ-მუნჯ მოქალაქეებს 200 ლარის ოდენობით. 2. ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებებ დამოუკიდებლად გადაადგილებას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს: ეპილეფსია, გონებრივი ჩამორჩენილობა (დაუზუსტებელი), 150 ლარის ოდენობით. 3. ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ასევე ფსიქონერვული და შიზოფრენიით დაავადებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, 100 ლარის ოდენობით. 4. ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს 18 წლამდე 200 ლარის ოდენობით; 5. ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ ლეიკემიით, ცერებრალური დამბლით და დაუნით სინდრომით დაავადებულ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს 200 ლარის ოდენობით. 13. ერთჯერადი დახმარება განსაკუთრებულ შემთხვევაში; 1. ოჯახებს, რომელთაც შექმნილი აქვთ განსაკუთრებულად მძიმე სოციალური მდგომარეობა (ტრაგედია, უბედური შემთხვევა, კატასტროფა და სხვა), ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვოს მერიაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების მიერ, რომლის ოდენობაც განისაზღვროს (100 -500) ლარის ოდენობით. 2.ოჯახები, რომლებიც დგანან სიღატაკის რისკის ქვეშ (ენგრევათ საცხოვრებელი სახლი, ან საჭიროებენ გადაუდებელ მინიმალურ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ) ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა განისაზღვროს მერიაში შექმნილი კომისიის მიერ (100-500) ლარის ოდენობით. 3. მოქალაქეები, რომლებიც არიან მარტოხელები, ფსიქიკურად დაავადებულები, შეჭირვებულები, არასაპენსიო ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არიან შრომისუუნარონი მერიაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცეთ ყოველთვიური ფინანსური დახმარება 30 ლარის ოდენობით. 4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც დახმარების მოთხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს (არიან მრავალი და მცირეწლოვანი შვილებიანი ოჯახები, უსახლკარონი, მარტოხელა მშობლები, მარჩენალდაკარგულები და ოჯახები, რომელთაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ ოჯახის სარჩენად და სხვა) ერთჯერადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს მერიაში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით 100- 150ლარის ოდენობით. 5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც დაეწვათ საცხოვრებელი სახლი 2019 წელს ან 2018 წლის დეკემბრის თვეში და არ აუღიათ დახმარება – ერთჯერადი ფინანსური დახმარების ოდენობა განისაზღვროს მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, სიმძიმის მიხედვით 500- 2000 ლარის ოდენობით. 14. სოციალურად დაუცველი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ფინანსური დახმარება - ერთჯერადი მატერიალური დახმარება 150 ლარის ოდენობით, გაეწევათ სოციალურად დაუცველი, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებს და ოჯახის წევრებს, რომელთა სარეინტიგო ქულა შეადგენს 0-200000-მდე. 15. წითელი ჯვრის თანადაფინანსება სოციალურად იზოლირებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების უმწეობის (ხანდაზმულები 60 წლის ზემოთ და ახალგაზრდები 15-27 წლამდე) შემცირებისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი რესურსების გამოყენება მათი უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაძლიერების, განვითარების, საკუთარი ღირსებისა და თვითდაჯერებულობის გრძნობების ამაღლების მიზნით მათი ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში. 16. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შეაძლებლობის მქონე ბენეფიციარებზე მომუშავე ორგანიზაციის ხელშეწყობა. 1. დღის ცენტრის კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მოქმედი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შეაძლებლობის მქონე ბენეფიციარებზე მომუშავე ორგანიზაციის ხელშეწყობა. 2019 წლის განმავლობაში თანადაფინანსების პრინციპით ანაზღაურდება კომუნალური ხარჯები (ელექტროენერგია, გაზი, წყალი), ორგანიზაციის მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე თანხა ჩაირიცხება მათ ანგარიშზე. თანხა თვეში არაუმეტეს 300 ლარისა. 17. მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოქალაქეებზე საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა. 18. სამკერვალო საწარმო „გვირილაში“ დასაქმებულ შშმ ქალების დახმარება ტრანსპორტირების კუთხით. 19. სხვადასხვა სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ხარჯები. 20. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულების, მრავალშვილიანების, შშმპ ღონისძიებების ტრანსპორტირების ხარჯები. 4.2.5 დაკრძალვის ხარჯი – 6.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის/ქვეპროგრამის განმხორციელებელი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. -პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის თანხა, მ.შ. ტრანსფერით – 4,0 ათასი ლარი . - ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯი 250 ლარის ოდენობით. 4.2.6 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარება 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით – 8,0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06) პროგრამის/ქვეპროგრამის განმხორციელებელი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. - პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 400 (ოთხასი)-ლარიან სოციალურ დახმარებას და ასევე 100-100-ლარიან სასაქონლო ფორმით დახმარებას მიიღებენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები (9 მაისის დღესასწაულზე). |
თავი III
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 16.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
დოკუმენტის კომენტარები