„ტექნიკური რეგლამენტის − „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 19/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021032
17
28/01/2019
ვებგვერდი, 01/02/2019
300160070.10.003.021032
„ტექნიკური რეგლამენტის − „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №17

2019 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2014, 300160070.10.003.017673) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის  მე-9 მუხლის მე-4  პუნქტი    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წიაღის უბანზე წიაღით სარგებლობის სამართლებრივი ნორმების დარღვევის, ასევე ბუნებრივი ან ტექნოგენური ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული სტიქიური უბედურებების შედეგად სასარგებლო წიაღისეულის საბადოებსა და გამოვლინებებზე შეუქცევადი ბუნებრივი პროცესების განვითარების შემთხვევაში, რამაც გამოიწვია მიწისქვეშა წყლების დაშრეტა ან/და სხვა სასარგებლო წიაღისეულის საბადოებისა და გამოვლინებების გაუვარგისება (მოსპობა), გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენა ხორციელდება გარემოზე მიყენებული ზიანის დამდგენი კომისიის მიერ, რომელიც, კომპეტენციის შესაბამისად, სპეციალურად იქმნება საქართველოს გარემოს  დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  გადაწყვეტილებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე