დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.10.003.021033 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/02/2019 - 25/03/2019)
|
ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ1.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის №4025-რს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმები“. |
| მუხლი 2 |
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ელექტროენერგიის ბაზრის 2018 წლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე, უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული თანდართული „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების“ გათვალისწინებით კონკრეტული პარამეტრების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარმოდგენა 2019 წლის 15 თებერვლამდე.
2. ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების ამოქმედების ვადები განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარამეტრების წარმოდგენის შემდეგ, ამასთან, არაუგვიანეს 2019 წლის 1 მაისისა.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმები
|
მუხლი 1
1. ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმები წარმოადგენს იმ მახასიათებლებს, რომელთა განსაზღვრულ პარამეტრებთან შესატყვისობის ან უფრო მაღალი პარამეტრების ქონის შემთხვევაში, მომხმარებელი წარმოადგენს ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებელს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ1ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ექვემდებარება ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად სავალდებულო რეგისტრაციას „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით. 2. ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 2 ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც (ერთდროულად) „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მომხმარებელი სავალდებულოდ განისაზღვრება, როგორც ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი, არის: ა) წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობა; ბ) მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მიღებისათვის გამოყენებული ძაბვის საფეხურ(ებ)ი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები