„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.021022
8
28/01/2019
ვებგვერდი, 29/01/2019
010220030.10.003.021022
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №8

2019 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში (სსმ, №146, 10/11/2010) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (შემდგომში − სამინისტრო) იქმნება კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობა და საქმიანობის პრინციპები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ დადგენილებასთან შესაბამისობა­ში მოყვანა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „კომისიის საქმიანობის წესის“:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის:

ა.ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოლიციელი ან სამხედრო მოსამსახურე;“;  

ა.ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ფილტვების იდიოპათური ფიბროზის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეები (საქართველოს მოქალაქეებში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები), შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით დაფარვამდე/სახელმწიფო პროგრამის პირობების უზრუნველყოფამდე;“;

ა.ა.გ)  „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) HER-2 რეცეპტორ-დადებითი ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზის და HER-2 რეცეპტორ-დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს  დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები,  ლტოლვილის  ან  ჰუმანიტარული  სტატუსის  მქონე  პირები,  გარდა ქ. თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული პირებისა;“;

ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მიზნებისათვის, სიტყვები – „სახელმწიფო პროგრამა“ გულისხმობს სამინისტროსათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში დაფინანსებულ პროგრამებს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოლიციელის ან სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი უწყების მიერ დაფინანსებულ სადაზღვევო პირობებს.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:  

ბ.ა) „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა.ბ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა  და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები;“;

ბ.ბ) „ა.ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა.გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიულ ერთეულებში (ფილიალებში):

ა.ა.გ.ა) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარები;

ა.ა.გ.ბ) რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, რომელთა გამოც ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას;“;

გ) მე-4 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​1. საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიის მიერ განსახილველი დოკუმენტაცია ეგზავნება სამინისტროს შესაბამისი დარგის ექსპერტს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის აუცილებლობის თაობაზე დასკვნისათვის.“;

დ) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომისიის სხდომების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზ­რუნველყოფას ახორციელებს სამინისტრო, რო­მე­ლიც უზრუნველყოფს:

ა) განმცხადებელთა ინფორმირებას აუცილებელი დო­კუმენტების წარდგენის შესახებ;

ბ) განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიღებას, აღრიცხვასა და ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნ­ქტთან შესაბამისობის დადგენას;

გ) მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაინტერე­სე­ბული პირების ინფორმირებას ზეპირად, ტექნიკური სა­შუ­ალების გამოყენებით ან წერილობითი ფორმით.“;

ე) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განაცხადის ფორმა, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის მომსახურების მოცულობა და დაფინანსების მექანიზმი, აგრეთვე ამ პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დადგენილებით, დამატებით შესაძლებელია, დარეგულირდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე