„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.021025
11
28/01/2019
ვებგვერდი, 29/01/2019
470230000.10.003.021025
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №11

2019 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3024-რს; 05/07/2018) მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებით დამტკიცებული 1 დანართის („დებულება სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“):

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“;

ბ) მე-6 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის ფარგლებში, 2011 წელს, საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე, პრივატიზებულ დაწესებულებებს ერთჯერადად, ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე,  განუსაზღვროს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების განსხვავებული ვადა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №11 დანართი (სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის დეკლარაცია) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „დანართი11

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის დეკლარაცია

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის დეკლარაცია წარედგინება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. დეკლარაცია მოიცავს ინფორმაციას შესაბამისი სალიცენზიო პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველყოფის შესახებ.  

ლიცენზიის მაძიებლის/ლიცენზიის მფლობელის დასახელება და მისამართი

______________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

 წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (სახელი, გვარი)

________________________________________________________________________________________

 ლიცენზიის (პათოლოგანატომიური საქმიანობის შემთხვევაში, დამატებით, სალიცენზიო დანართ(ებ)ის დასახელება

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

ბ.ა.

წარმოდგენილი მონაცემების სისწორეს ვადასტურებ: _______________

________________________________________________________________

თარიღი ________________                              

                                                                                 .‘‘.

3. დადგენილებით დამტკიცებული №12 დანართი (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სალიცენზიო პირობები) ცხრილის მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„8

გამოძახების შესრულების უზრუნველყოფა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში სამედიცინო ერთეული შემთხვევის მომსახურება იწყება პაციენტის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებასთან დაკავშირებით გამოძახების მიღებისთანავე.

შენიშვნა: სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის (დებულება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“):

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

სტაციონარული დაწესებულების ნებართვის (შემდგომში – ნებართვა) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“;

ბ) მე-3 მუხლის 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მაძიებელი/მფლობელი ვალდებულია, ჰყავდეს სტაციონარულ სერვისზე პასუხისმგებელი პირი – კლინიკური მენეჯერი, რომლის დასაქმების უფლების მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით.‘‘;

გ) მე-7 მუხლის:

გ.ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის ფარგლებში, 2011 წელს, საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე, პრივატიზებულ დაწესებულებებს ერთჯერადად, ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე, განუსაზღვროს სანებართვო პირობების დაკმაყოფილების განსხვავებული ვადა.“;

გ.ბ)  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამეანო და ნეონატალური მომსახურების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული დაწესებულება, გარდა მაღალმთიან და საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტებში არსებული საბაზისო (I) მოვლის დონის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისა, ვალდებულია, 2018 წლის 1 იანვრამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დანართით განსაზღვრულ პირობებთან და 2019 წლის 1 იანვრამდე მოიპოვოს ნებართვის დანართი – „სამეანო-ნეონატალური მომსახურება“, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესის გათვალისწინებით.“;

გ.გ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:  

„61. მაღალმთიან და საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტებში არსებული საბაზისო (I) მოვლის დონის სამეანო და ნეონატალური მომსახურების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, 2019 წლის 1 ივლისამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დანართით განსაზღვრულ პირობებთან და 2019 წლის 1 აგვისტომდე მოიპოვოს ნებართვის დანართი – „სამეანო-ნეონატალური მომსახურება.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული №21 დანართის („სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები“) საერთო სანებართვო პირობების ცხრილის −საერთო სანებართვო პირობების:

ა) 23-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რენტგენოლოგიური სერვისის უზრუნველყოფა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ა) არ მოეთხოვება ნარკოლოგიური, დერმატოლოგიური, ფსიქიატრიული, ოფთალმოლოგიური, გინეკოლოგიური საქმიანობების განმახორციელებელს;

ბ) შესაძლებელია, განხორციელდეს უშუალოდ ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ ან/და ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან იმავე ფაქტობრივ მისამართზე, ხელშეკრულების საფუძველზე, ისე, რომ იძლეოდეს სამედიცინო საქმიანობის დროული და ოპერატიული განხორციელების დასაბუთებას;

გ) საბაზისო (I) მოვლის დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი სუბიექტის შემთხვევაში, შესაძლებელია,  განხორციელდეს ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე;

დ) ახალშობილთა ინტენსიური მოვლის (NICU) სერვისის მიმწოდებელს მოეთხოვება საკუთარი მობილური  რენტგენის აპარატი.“;

ბ) 30-ე, 31-ე და 32-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„30

აწარმოებს პერიოდულ და სრულყოფილ ანგარიშგებას ნებართვის გამცემთან დადგენილი წესითა და ვადაში

მე‑5 მუხლითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.“.

31

სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტებისათვის თვალსაჩინო  ადგილას განთავსებული  ან  ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია ამ დაწესებულების მიერ მიწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით დაფარვის შესახებ. ამასთან, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასთან“ დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შინაარსი და ფორმატი  განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით

 

32

სტაციონარულ დაწესებულებაში უნდა არსებობდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემა, რომლის ფუნქციონირების წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის ნორმატიული აქტით.

 

      

6. დადგენილებით დამტკიცებული №21 დანართის („სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები“) დამატებითი სანებართვო პირობების ცხრილის (XIV  ორგანოს, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილებისა და უჯრედების აღების და/ან შენახვის და/ან გადანერგვის შემთხვევაში სტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს:) მე-4 და მე-5 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„4

ადამიანის ორგანოთა, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილებისა და უჯრედების ექსპორტ-იმპორტის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობითი თანხმობა.

 

5

ცოცხალი დონორის გამოყენებით ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის საბჭოს წერილობითი თანხმობა.“.

 

 7. დადგენილებით დამტკიცებული №21 დანართის („სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები“) დამატებითი სანებართვო პირობების ცხრილის (XVI სამეანო-ნეონატალური მომსახურების შემთხვევაშისტაციონარს დამატებით უნდა გააჩნდეს) პირველი გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

„1

 

 

პერინატალური რეგიონალიზაციის  დონე

(I, II ან III)

 

დონის მინიჭების დამადასტურებელი სერტიფიკატი, გაცემული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.“.

                                                                                                              

მუხლი 2
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ბ“, „გ.გ“ და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებისა,  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ბ“, „გ.გ“ და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.   

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე