დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | ნ-1 |
დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
მიღების თარიღი | 28/01/2019 |
დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240000.64.076.016056 |
ნ-1
28/01/2019
ვებგვერდი, 29/01/2019
010240000.64.076.016056
„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
|
,,ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
,,ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 31/10/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010240000.64.076.016003) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 3 (სამი)-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება გულისხმობს ამ 3 (სამ)-წლიანი პერიოდის არანაკლებ ბოლო 2 (ორი) წლის მანძილზე უშუალოდ გარიგების პარტნიორის დაქვემდებარებაში მუშაობას და ისეთი ფუნქციების შესრულებას, რომელიც სულ მცირე მოიცავს სამუშაო გუნდის მართვას, პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვის და ხარისხის უზრუნველყოფას, აუდიტის დაგეგმვას, დამკვეთ სუბიექტთან ურთიერთობას გარიგების მნიშვნელოვან საკითხებზე, არსებითი აუდიტორული მტკიცებულებების და მსჯელობების, აუდიტს დაქვემდებარებული ფინანსური ანგარიშგების მთლიანობაში მიმოხილვას, რაც საფუძვლად ედება აუდიტორული დასკვნის მომზადებას.“.
2. მე-13 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აუდიტორული საქმიანობის ინდივიდუალურად განხორციელების შემთხვევაში, არაუგვიანეს 1 აპრილისა განაახლოს ინფორმაცია მის მიერ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებებიდან წინა წელს მიღებული შემოსავლების შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული წლის განმავლობაში არ მიუღია შემოსავალი შესაბამის გრაფაში ასახოს ციფრი „0“.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუდიტორული ფირმა ვალდებულია არაუგვიანეს 1 აპრილისა განაახლოს ინფორმაცია მის მიერ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებებიდან, წინა წელს მიღებული შემოსავლების და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორული ფირმას აღნიშნული წლის განმავლობაში არ მიუღია შემოსავალი, ვალდებულია შესაბამის გრაფაში ასახოს ციფრი „0“.“.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები