„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-92
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 31/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.023.016572
2-92
29/01/2019
ვებგვერდი, 30/01/2019
010320010.22.023.016572
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-92

2019 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ :

მუხლი 1

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში (ვებგვერდი, 04/05/2018, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.023.016491) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს „ნ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სასაწყობო მეურნეობის სწორად აღრიცხვა და წარმართვა, საკანცელარიო საქონლის ხარჯვის კოორდინაცია და კონტროლის განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი