ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე

ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016405
6
25/01/2019
ვებგვერდი, 31/01/2019
010250020.35.104.016405
ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2019 წლის 25 იანვარი

ქ. წალენჯიხა

 

ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდეგ  ნორმატიულ აქტებში:
1. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლი 4 აგვისტოს N30 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge 07/08/2014, სარეგ.კოდი: 010250020.35.104. 016176):
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს საკონკურსო კომისია.“.

ბ) დადგენილების დანართის მე-11 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი;
2. „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის N19 დადგენილებაში(www. Matsne. gov.ge  07/07/2017, სარეგ. კოდი 010250050.35.104.016314) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ადმინისტრაციულმა ორგანომ, დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ მიმართვის ავტორი საკრებულოს სთავაზობს ქანდაკების განთავსებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით, მაშინ საკითხი დადგენილი წესით განსახილველად ეგზავნება (გადაეცემა) აგრეთვე საკრებულოს საფინანსო კომისიას და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლებიც ვალდებულნი არიან საკითხის გადაცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეადგინონ დასკვნა ქანდაკების პროექტის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე. ასეთი დასკვნები დადგენილი წესით გადაეცემა საკრებულოს შესაბამის კომისიას.

4.საკრებულოს შესაბამისი კომისია ქანდაკების განთავსების საკითხს განიხილავს თავის სხდომაზე. კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და საკრებულოს საფინანსო კომისიისა და მერიის საფინანსო სამსახურის დასკვნების გათვალისწინებით, შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.“

გ) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ და საკრებულოს კომისიას შესაბამის რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს უწევენ მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულებების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოებრიობის სხვა წარმომადგენლები.“

დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ქანდაკების განთავსების საკითხი (წინადადება და მასზე თანდართული მასალები ( ქანდაკების განთავსების შესახებ მომართვის ასლი, ქანდაკების ვიზუალური (არქიტექტურულ-დიზაინერული) პროექტი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი და საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი), საკრებულოს კომისიის მიერ დასკვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვით შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო).“.

ე) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებულ შესაბამის ღონისძიებებს, საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანხორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია.“

3. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში (www. Matsne. gov.ge 23/01/2018 წ, სარეგ. კოდი 010320000.35.104.016353  და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2, მე-3, და მე-4 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

  1700

   1

3

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

  1350

   5

4

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

  1350

   4

მუხლი 2
1. დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია