„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016403
4
25/01/2019
ვებგვერდი, 01/02/2019
010260020.35.104.016403
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №4

2019 წლის 25 იანვარი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  შეტანილ იქნეს ცვლილება     „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 08/01/2018, სარეგ.კოდი: 010260020. 35.104. 016396)და  დადგენილების დანართის:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის  და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის -– დევნილებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებს, გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას“.

2. მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც დაავადებული არიან იშვიათი დაავადებებით (გაფანტული სკლეროზი, სირინგომელია, მოტონეირონთა დაავადება, ლეიკემია (ლეიკოზი), სისტემური სკლოროდერმია, პარკისონის დაავადება, კუნთთა პროგრესული დისტროფია, აუტოიმუნური ჰეპატიტი) და მუდმივად ან/და სისტემატურად საჭიროებენ ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  პროგრამით  დაფინანსდებიან ის მოქალაქეები (ოჯახები), რომლებიც ვერ ფინანსდებიან სხვა ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით და აქვთ მძიმე ყოფითი პრობლემები.“.

4. მე-9 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.
5. მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების შესაბამისი სპეციალისტი დადგენილი წესით არეგისტრირებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციათან ერთად.

3. საორგანიზაციო განყოფილება არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში კომისია განცხადებას არ განიხილავს.“.

6. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარდგენილი ანგარიშფაქტურისა და სოციალური კომისიის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, მერი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი. სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება გაწეული სამედიცინო მომსახურების ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია