დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016455 |
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03.01.2018, 010250020.35.163.016370).
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) თელავის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის/დეფექტური აქტების შედგენას ისეთი კატეგორიის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე, რომლებიც არ საჭიროებს პროექტის/ნახაზის შემუშავებას და შესაძლებელია განხორციელდეს აზომვითი სამუშაოების საფუძველზე მომზადებული შესაბამისი აქტის მიხედვით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები