თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №08 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახდის შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №08 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახდის შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016453
4
25/01/2019
ვებგვერდი, 31/01/2019
010250050.35.163.016453
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №08 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახდის შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2019 წლის 25 იანვარი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №08 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახდის შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახდის შემოღების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №08 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29.01.2018,  010250050.35.163.016386).

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები“ მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ქონების გადასახადისგან თავისუფლდება თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ფიზიკური პირების საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლებსა და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიგა ორკოდაშვილი