დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 ნოემბრის №35 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/01/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.144.016355 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 ნოემბრის №35 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 ნოემბრის №35 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 01/01/2019, 010250020.35.144.016350) და დადგენილების დანართი №1 შეიცვალოს ახალი დანართი №1- ით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
თავი I
|
ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 15 547.9 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 10 032.0 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4 513.9 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1002.0 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8 151.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8748.9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8748.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო –1352.1 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება –1352.1 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1352.1 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ლარის ოდენობით. მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 60,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 14. წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების, აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვის და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 10 ათასი ლარი. მუხლი 15. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღებია მიზნობრივი ტრანსფერი 213,0 ათასი ლარი, ხოლო ხარჯები გაწერილია 213,0 ათას ლარზე კერძოდ: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 90,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 121 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ “საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 16. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოასფალტდება ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, რომელიც ემსახურება ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და აკავშირებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტებთან, სამეურნეო ბაზართან. გზების პრობლემა აწუხებს როგორც სატრანსპორტო საშუალებების მეპატრონეებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს; სავალ ნაწილზე გაჩენილია ორმოები, მოსახლეობა ითხოვს გზების რეაბილიტციას. განსაკუთრების ჭირს გადაადგილება ზამთრის პერიოდში. ადგილობრივი ბიუჯეტით, რეგიონული პროექტების და მთის ფონდების დაფინანასებით იგეგმება სოფელბის ქობესაანთ - უბანი -ვედრება სანებლის გზის, ქარელის ქუჩების დარჩენილი ნაწილის, ქარელი-ლეთეთის გზის, ზემო შაქშაქეთის გზის, აბისი -აბისისთავის გზის, ფცა - ღოღეთის გზის, ახალსოფლის დევნილთა დასახლებაში გზის, სოფელ იმერხევის გზის - ასფალტირებების სამუშაოები 20 კმ. მანძილამდე. აღნიშნულ პროექტებზე იგეგმება რეგიონული პროექტების და მთის ფონდებიდან დაფინანსებული პროექტების თანადაფინანსება 5%-ის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან. პროექტების მიზანია ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა. აღნიშნული პროექტების განხორციელების შემდეგ მოსახლეობას გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა. გაუადვილდება გადაადგილება, მოსახლეობა მარტივად და სწრაფად შეძლებს სხვადასხვა სერვისების მიღებას. ამ გზით ბავშვები უფრო მარტივად ივლიან სკოლაში, სკოლისგარეშე დაწესებულებებში. აღნიშნული პროექტი მდგრადია, რადგანაც რეაბილიტაციის შემდგომ გზების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს ქარელის მუნიციპალიტეტი. 2018 წლის 31 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №2577 განკარგულებით ქარელის მუნიციპლიტეტს გამოეყო 4 300 887 ლარი ქობესაანთ უბანი-ვედრება-სანებლის გზის, ქარელის ქუჩების, ქარელი-ლეთეთის, ზემო შაქშაქეთის, აბისი-აბისისთავის და ახალსოფლის დევნილთა დასახლებაში გზების ასფალტირების სამუშაოების დასაფინანსებლად. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები; უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავების პროგრამის განხორციელება, მოეწყობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის სისტემებს. ბ.ა) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია 18 ადმინისტრაციულ ერთეულის 1 ქალაქსა და 45 სოფელში: ქარელის, დ. აგარის, სოფლების: ქვენატკოცის, რუისის, ურბნისის, ბებნისის, კეხიჯვრის, ფცის, ქვემო ხვედურეთის, ზემო ხვედურეთის, მოხისის, ბრეთის, დირბი, ბრეთის მეურნეობა, ავლევი, ცერონისი, კნოლევი, აბისი, აბისისთავი, ბერძენაული, სასირეთი, ღოღეთი, ქვემო შაქშაქეთი, კოდავარდისუბანი, ზემო შაქშაქეთი, ბრეძა, ატოცი, ჭვრინისი, ახალსოფელი, საციხური, კოდა, აბანო, საღოლაშენი, არადეთი, წვერი, თათანაანთ უბანი, ვედრება, სანებელი, სამწევრისი, ტახტიძირი, დვანი, ძლევიჯვარი, ჭანდრები, ხეობა, თამარაშენი, დოღლაური - ცენტრალური ქუჩების განათება და ლამპიონების და სისტემების მომსახურების გაწევა. ბ.ბ) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 1 ქალაქსა და 49. სოფლში ნარჩენების მართვის ღონისძიებების დაფინანსება. ესენია: ქარელის, სოფლების: აგარა, ქვენატკოცა, ბებნისი, ლეთეთი, ქვემო ხვედურეთი, ზემო ხვედურეთი, კეხიჯვარი, ქობესაანთ უბანი, თათანაანთ უბანი, სამწევრისი, ვედრება, სანებელი, რუისი, ურბნისი, ბრეთი, საღოლაშენი, არადეთი, წვერი, სასირეთი, ბრეთის მეურნეობა, ძლევიჯარი, ყინწვისის, ზღუდერი, მოხისი, ახალსოფელი, დირბის, დვანი, ტახტიძირი, ფცა, თამარაშენი, ქვემო შაქშაქეთი, აბისი, აბისისთავი, ბერძენაული, ავლევი, ცერონისი, კნოლევი, ბრეძა, ატოცი, გულიკაანთ უბანი, ღვლევი, ქვენაფლავი, ჭანდრები, ხეობა, სუქანაანთ უბანი, ორთუბანი, ელბაქიაანთ კარი, კოდავარდისუბანი, ზემო შაქშაქეთი - მოსახლეობიდან; ასევე ორგანიზაცია-დაწესებულებებიდან, აგრეთვე სოფ. ახალსოფლის და სოფ. მოხისის დევნილთა ჩასახლებებიდან; ქარელის და აგარის ცენტრალური ქუჩების დაგვა-დასუფთავების, სანიაღვრეების გაწმენდის და ნარჩენების გატანის ღონისძიებები განხორციელდება პროგრამის ფარგლებში; პერიოდულად ჩატარდება ქარელსა და აგარაში სანიაღვრე სისტემების გაწმენდის სამუშაოები; ბ.გ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებობს სასმელი წყლის პრობლემები; მოძველებულია და მწყობრიდანაა გამოსული სასმელი წყლის შემკრები აუზები და შიდა ქსელები და სათავე ნაგებობები. ქვეპროგრამის ფარგლებში 2019 წელს იგეგმება სოფელ დირბში წყალმომარაგების სისტემის ნაწილის რეაბილიტაცია, სოფელ ფცაში სასმელი წყლის სისტემის ნაწილის მოწყობა და სოფელ კეხიჯვარში სასმელი წყლის ჭაბურღილის და ქსელის მოწყობა. ბ.დ) საკადასტრო რუკების მომზადება (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების და მიწების ელექტრონული ნახაზებისა და საკადასტრო გეგმების მომზადება. ბ.ე) სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქარელის, სოფლების ავლებში, ატოცში ჭვრინისში, ბრეთის მეურნეობაში და სანებელში სანიაღვრე არხების მოწყობა ბ.ვ) ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 08) ქარელის მუნიციპალიტეტში (ქარელი, აგარა, ბებნისი, ბრეთის მეურნეობა) არსებული მრავალბინიანი სახლების ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია; სარეაბილიტაციოა, სადარბაზოები და სარდაფები, გასამაგრებელია საძირკვლები; აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციის სამუშაოები ამხანაგობებთან თანადაფინანსებით ან მის გარეშეც; გ) კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მოსახლეობის დასვენების და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით 2018 წელს იგეგმება ქარელის მუნიციპალიტეტში გამწვანების სამუშაოები, არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ხეების დარგვა და შადრევნის მოვლა-შენახვა გ.ა) გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 01) გამწვანების და ხეების მოვლის ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა. ხოლო ხეების მოვლა (გადაბელვა, მოჭრა) განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებულ ხეებზე; ამორტიზებული ხეები საფრთხეს უქმნის როგორც მოსახლეობას და ასევე ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. აღნიშნული ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს ქ. ქარელში ნინოშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის და შადრევნის მოვლა-შენახვას და მუნიციპალიტეტში არსებული წყალმომარაგების სისტემების მოვლა პატრონობას. გ.ბ) ქუჩების, შენობების, ეზოებისა და სკვერების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 02) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება ქ. ქარელში სკვერის მოწყობა რეაბილიტაცია 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა ქარელის მუნიციპალიტეტისათვის ერთერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ქარელის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 21 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით სკოლამდელ განათლებას იღებს 1500-მდე აღსაზრდელი. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა საბავშვო ბაღის მიმდინარე ხარჯები და დაგეგმილია საბავშვო ბაღების ნაწილის სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული ქვეპროგრამით მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს დასაქმებულთა სტაბილურ შრომის ანაზღაურებას, კვების და მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას. ა) სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01) სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით იგეგმება სოფელ დირბის ბაღის სრული რეაბილიტაცია (გარდამავალი პროექტის ფარგლებში). აღნიშნულ ბაღის ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენს 150 ბავშვამდე; ბ) მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსახლეობას დასაქმებაში და მისცეს საშუალება დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს რაც ხშირ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა სტაბილური დასაქმებისათვის. აღნიშნული მიზნით პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქარგვის, ხალიჩების ქსოვის, თექაზე მუშაობის, კულინარიის და სხვადასხვა მუსიკალურ ინტრუმენტებზე დაკვრის, მხატვრული კითხვის შემსწავლელი კურსები. ხელფასის სახით ანაზღაურდება წრის ხელმძღვანელები (5 მასწავლებელი, 85 მოსწავლე) მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებელს ექნება საშუალება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული კურსები, რაც აამაღლებს მათ კვალიფიკაციას და ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დასაქმებას. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული და კულტურული შესაძლებლობების გამოვლენა. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2019 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით დაგეგმილია სპორტის სახეობათა პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში, მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ, სახელობით, რესპუბლიკურ, საერთაშორისო ტურნირებზე, მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მოზადებისათვის სასწავლო-საწრთვნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა. 2019 წლის განმავლობაში 1000 -მდე სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ძიუდოს, სამბოს, ქართული ჭიდაობის სექციები, სადაც 600-მდე ბავშვებთან მუშაობს 19 მწვრთნელი. ფუნქციონირებს ასევე ფეხბურთის სექცია, სადაც 300 ბავშვთან მუშაობს 5 მწვრთნელი. განსაკუთრებული წამატებით გამოირჩევა ჭადრაკის სექცია, სადაც გაერთიანებულია 100 -მდე ბავშვი და 2 მწვრთნელი. ფუნქციონირებს ასევე კრივის, კიკბოქსინგის და ხელბურთის სექცია, სადაც გაერთიანებულია 150-მდე ბავშვი და 2 მწვრთნელი. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სხვადასხვა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებას. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია შემდეგი სახის კულტურული ღონისძიების მოწყობა: Ø დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება Ø პოეზიის დღე (ადგილობრივი პოეტების წარმოჩენა და დაჯილდოება). Ø 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. Ø კლასიკური მუსიკის ფესტივალი. Ø 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება-შეხვედრა ომის ვეტერანებთან. Ø 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება. Ø ილიას შემოქმედებითი საღამო. Ø ეკოტური და ექსკურსია ძამას ხეობაში ეკოტურის მონაწილეთათვის. Ø სოხუმი ჩვენი ტკივილია. Ø ექსკურსია კონკურსებში გამარჯვებული ბავშვებისათვის. Ø ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვთა და უფროსთა შორის ინტელექტუალური თამაში რა ? სად? როდის? Ø ვიქტორინა (ინტელექტუალური შეჯიბრი ქარელის მუნიციპალიტეტის ისტორიის შესახებ). Ø ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა( ალბომის შექმნა შიდა ტურისტულ პოტენციალზე). Ø ომის ვეტერანების დღე. Ø საახალწლო ღონისძიებები. Ø ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა მონაწილეობა რეგიონალურ და რესპუბლიკურ კულტურულ ღონიძიებებში. Ø სხვა ინიციატივები. ბ.ბ) სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს ქარელის და აგარის სახელოვნებო სკოლა და რუისის მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 500-მდე ბავშვი. სასწავლო წლის განმავლობაში ერთ მოსწავლეზე გადასახადი შეადგენს 100 ლარს, რაც არ არის საკმარისი მოსწავლეთა სწავლებისათვის და სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა კონკურსებისა და ფესტივალების ჩატარების. აღნიშნულ სკოლებში ფუნქციონირებს ფორტეპიანოს და ვიოლინოს განყოფილებები, ასევე სიმღერის გუნდები ,,ქოზიფა’’, ,,აგარა’’, ,,მროვი’’. იგეგმება სოფ. ბრეთში ხელოვნების სკოლის განყოფილების მიმდინარე რემინტი. ბ.გ) ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქარელი მუნიციპალიტეტში არსებული ბიბლიოთეკის ფუნქციონირების დაფინანსება. ქვეპროგამის მიზანია მუნიციპალიტეტსა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები მკითხველების სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები), შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ამ დოკუმენტებით მომსახურება, როგორც ადგილზე გაცემით, ასე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით, ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების, გამდიდრების, რეგისტრაციისა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება და ამ მიმართულებით წარმოდგენილი სპეციალური პროგრამების მხარდაჭერა, არსებული წიგნადი ფონდის გადარჩევა და მომზადება ელექტრონული საინფორმაციო ბაზისათვის, წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით. აღნიშნული პროგრამა ფინანსდება. ბ.დ) კულტურის სახლისა და სოფლის კლუბების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში არსებული 3 სოფლის კლუბი (კეხიჯვარი, ბრეთი, ხვედურეთი) და ერთი ქალაქის კულტურის სახლი, სადაც ფუნქციონირებს სახალხო თეატრი, თოჯონების თეატრი, ბავშვთა დრამატური თეატრი და ქორეოგრაფიული წრეები (ააიპ კულტურის და ხელოვნების დაწესებულებათა გაერთიანება). ბ.ე) მუზეუმების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია დედოფლის მინდორზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მრავალი სამუზეუმო ექსპონანტი. ბ.ვ) მუსიკალური კოლექტივების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 06) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ფოლკლორული ანსამბლი „ქარელი“, რომელსაც სრულად აფინანსებს ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი, აღნიშნული ანსამბლი ორიენტირებულია ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციისკენ და სტაბილურად მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივლებსა და კონკურსებში. ბ.ზ) კულტურის და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „კულტურის და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანება“, რომელიც უზრუნველყოფს კულტურული ღონისძიებების ორგანიზებასა და ადმინისტრირებას. აღნიშნული ა(ა)იპ მოიცავს შემდეგ ფილიალებს: ქარელის კულტურის ცენტრი, მუზეუმი და ქარელის ბიბლიოთეკა. გაერთიანების მიზანია კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა, კულტურულ-შემოქმედებითი მოღვაწეობის სუბიექტთა ძირითადი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებლივი ურთიერთობების დარეგულირება, კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ განყოფილებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია ბ.თ) საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 08) - პროგრამა ითვალისწინებს საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა - განვითარებას მუნიციპალიტეტში და მიმდინარე სიახლეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას; გ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ჩართვას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები: Ø ჯანო ბაგრატიონის სახელობის ფესტივალი (ცეკვაში). Ø დედაენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება. Ø ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. Ø მხიარულთა და საზრიანთა კლუბი. Ø არქეოლოგიურ კვლევაში მოსწავლე ახალგაზრდობის მონაწილეობა. Ø ქარელის დღეები. Ø მოსწავლე ახალგაზრდობის მონაწილეობა სხვადასხვა ფესტივალებზე. Ø სხვა ინიციატივები. Ø ახალგაზრდული დღეები. Ø ინტელექტუალური თამაში რა? სად ? როდის? შიდა ქართლის ჩემპიონატი. Ø ფოლკლორის საღამო. Ø კონკურსი ქართული ხალხური ზღაპრები. Ø მუნიციპალიტეტში მცხოვრები უნარშეზღუდული ბავშვების მონახულება. დ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რელიგიური ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: Ø არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; Ø დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; Ø მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; Ø სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; Ø ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; Ø მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. Ø ტუბერკულოზის მართვა Ø აივ-ინფექცია C ჰეპატიტის მართვა ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 90 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა. ბოლო წლებში გაზრდილი პენსიების და სოციალური დახმარებების მიუხედავად მთლიანად ქვეყანაში და მათ შორის ქარელის მუნიციპალიტეტში კვლავ არის უფასო სასადილოების ფუნქციონერების აუცილებლობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ განსაკუთრებით გაჭირვებულთა ყოველდღიური კვების პრობლემების მოგვარებაში. ბ.ბ) დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანებების დაფარვა (პროგრამული კოდი 06 02 03) ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალური ყოფის გაუმჯობესების მიზნით, ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქარელის, ახალსოფლის და მოხისის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა. ბ.გ) ოჯახებისა და ბავშვთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 04) მოსახლეობის მკურნალობით დახმარების პროგრამა - საქართველოში დღეის მდგომარეობით არსებობს სხვადასხვა სახის და მოცულობის მოსახლეობის ჯანმრთელობის და დაზღვევის სახელმწიფო პროგრამები .საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილება,რომელიც ძალაშია 2013 წლის 1 ივლისიდან მოიცავს მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი სერვისი. აღნიშნული დადგენილების გარეთ დარჩენილია მთელი რიგი არაანაზღაურებადი სამედიცინო სერვისები, რომელთა ხელმისაწვდომობა დღეის მდგომარეობით მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის საკმაოდ დიდი ტვირთია აქედან გამომდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში დამუშავდა სოციალური პროგრამა,რომელიც ითვალისწინებს მკურნალობის, ოპერაციის და გამოკვლევების თანადაფინანსებას 40%-ით, წლის განმავლობაში მხოლოდ ერჯერადად. მრავალშვილიან ოჯახებში, ახალშობილთა დახმარების პროგრამა - მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტა სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული ოჯახები საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან ყოველმხრივ თანადგომას საყოფაცხოვრებო და სხვა სოციალური პრობლემების მოსაწესრიგებლად. პროგრამა ითვალისწინებს იმ მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსურ დახმარებას, რომელთაც შეეძინებათ მესამე და ყოველი მომდევნო შვილი; პროგრამის მიხედვით მესამე შვილის დაბადების შემთხვევაში ოჯახს გაეწევა დახმარება - 600 ლარის ოდენობით; მეოთხე შვილზე - 800 ლარი; მეხუთე შვილზე - 1000 ლარი; ყოველ მომდევნოზე შვილზე - 200 ლარის დამატების გათვალისიწინებით; ცელიაკიის დიაგნოზით დაავადებულ პირთა და თირკმლის ჩანაცვლებით მკურნალობაზე (დიალიზი) მყოფ პირთა დახმარების პროგრამა“ - ქარელის მუნიციპალიტეტში შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შემოსული მომართვების საფუძველზე შესწავლილი იქნა ცელიაკიით დაავადებულ და თირკმლის ჩანაცვლებით მკურნალობაზე (დიალიზი) მყოფ პირთა საჭიროებები და პრობლემები; ცელიაკიით დაავადებულებს ესაჭიროებათ განსაკუთრებული კვება, ცილა გლუტენის გარეშე; ხოლო თირკმლის ჩანაცვლებით მკურნალობაზე მყოფ პირებს უწევთ ჯანმრთელობისათვის აუცილებელი პროცედურის ჩატარება მუნიციპალიტეტის გარეთ; რაც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული დაავადებები წარმოადგენს ისეთი დაავადებების ნოზოლოგიას, რომელთაც ესაჭიროებათ განსაკუთრებული მკურნალობა. აღნიშნულიდან გამომდინარე დამუშავდა შესაბამისი პროგრამა რომელიც ითვალისიწინებს: ა) ქარელის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად მაცხოვრებელი, ცელიაკიით დაავადებულ ბენეფიციართა კვებისათვის, დახმარებას წლის განმავლობაში, თითოეულ ბენეფიციარზე არაუმეტეს 2000 ლარისა; რომელიც საჭიროა შესაბამისი სახეობის კვებითი ნაწარმის შესაძენად. ბ) ქარელის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად მაცხოვრებელი თირკმლის ჩანაცვლებით მკურნალობაზე (დიალიზი) მყოფ პირთა დახმარება, წელიწადში ერთჯერადად - 500 ლარის ოდენობით. სტუდენტების დაფინანსების პროგრამა - ქარელის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ მარჩენალდაკარგული, პირველი ჯგუფის ინვალიდები და სოციალურად დაუცველი ოჯახები რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს (0-დან 50 000 ქულის ჩათვლით), რომელთაც ესაჭიროებათ სწავლის დაფინანსება აკრედიტირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.ასეთ კატეგორიას არ გააჩნია ის შემოსავლები, რითიცუზრუნველყოფილნი იქნებიან წლის განმავლობაში სწავლის გადასახადისაგან. აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტში დამუშავდა პროგრამა ზემოთ აღნიშნულ კატეგორიებზე,რომელიც ითვალისწინებს წლიურად სწავლის გადასახადის გადახდას 500 ლარის ფარგლებში. პროგრამით ისარგებლებენ: 1) პირველი ჯგუფის ინვალიდი ოჯახის სტუდენტი (იგულისხმება 1 ჯგუფის ინვალიდის ოჯახის წევრი) 2) მარჩენალ დაკარგული ოჯახის სტუდენტი 3) სოციალურად დაუცველი სტუდენტი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-30000 ჩათვლით საზეიმო ღონისძიებების პროგრამა - ამჟამად საქართველოში მიმდინარე სასიკეთო ძვრებმა არსებითი კვალი დაატყო პროგრამაში მონაწილე კატეგორიათაცხოვრებას. მიუხედავად ამისა ასეთი კატეგორია კვლავ განიცდიან საზოგადოების მხრიდან ყურადღების დეფიციტს, რის გამოც არა მარტო მატერიალურ, არამედ მორალურ მხარდაჭერასაც იმსახურებენ. პროგრამა ითვალისწინებს დღესასწაულების და სხვა საზეიმო ღონისძიებების მოწყობას და მატერიალურ თანადგომას სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებზე. პროგრამის ბენეფიციარებია: ა) სამამულო ომის ვეტერანები, რომლებიც ცხოვრობენ ქარელის მუნიციპალიტეტში; ბ) ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებული უხუცესები; გ) დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება, რომლებიც ცხოვრობენ ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდაცვლილი ჰყავს ორივე მშობელი ან ერთ-ერთი მშობელი ცოცხალია, მაგრამ ჩამორთმეული აქვს დადგენილი წესით მშობლის უფლება) - პირველი და მეორე ჯგუფის ვეტერანები; შშმ პირთა დახმარების პროგრამა - რომლის ფარგლებში დაფინანსდება შშმ პირების რეაბილიტაციის კურსი, შესაბამის ტიპის დაწესებულებაში მყოფი 0 – 25 წლამდე ბენეფიციარები; ბ.დ) სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: Ø სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); Ø მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით ბ.ე) საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფ. ურბნისის და სოფ.ხვედურეთის მოსახლეობისათვის სატუმბი სადგურის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა . ბ.ვ) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება, კერძოდ: სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება 40%-ის ოდენობით (განსაკუთრებულ შემთხვევებში საკრებულოს გადაწყვეტილებით მოხდება სრული ანაზღაურება). თავი III მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი18. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები