დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №34-115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 36-1 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/01/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.101.016570 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №34-115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №34-115 დადგენილებაში (ვებგვერდი, 26/12/2018, www.matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.101.016562) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
|
მუხლი 3.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 910 031,5 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 4.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 658 415,2 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 5.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 51 341,5 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 200 274,8 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 671 197,9 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარებში
|
მუხლი 8.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 286 673,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 313 673,1 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 27 000,0 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
|
მუხლი 9.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
|
მუხლი 10.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო
|
მუხლი 11.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (63 250,3) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 63 250,3 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 12.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (15 410,8) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 15 410,8 ათასი ლარის ოდენობით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალის საპროგნოზო მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის 72 640,3 ათასი ლარის ოდენობით:
შენიშვნა: მოცულობის გამოთვლისას გამოყენებულია საპროგნოზო გაცვლითი კურსი: 1 ევრო – 3.0368 ლარი |
თავი II
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები, პრიორიტეტები, პროგრამები/ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები/ქვეპროგრამები |
განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და შემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით:
1. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა კვლავაც რჩება ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მასშტაბური სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად (ახალი საგზაო მონაკვეთების მშენებლობა, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-მოდერნიზება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მეტროპოლიტენის, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მომსახურების ხარისხი. მოწესრიგდება პარკირების სისტემა. მოეწყობა ახალი საფეხმავლო ქუჩები და ველოტრასები. უზრუნველყოფილი იქნება ავტობაზების მოდერნიზება და თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვა. გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის სისტემა. მუნიციპალური ავტოპარკი ეტაპობრივად სრულად ჩანაცვლდება ელექტროტრანსპორტითა და ჰიბრიდული ტრანსპორტით. უზრუნველყოფილი იქნება სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან/პირობებთან. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთება (კოდი 01 01) პროგრამის მიზანია საავტომობილო გზებზე მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. გაგრძელდება მუშაობა ძირითადი მაგისტრალური და შიდა კვარტალური გზების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, მოხდება გზების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან/პირობებთან. ჩატარებული სამუშაოების შედეგად აშენებული, მოდერნიზირებული და რეაბილიტებული იქნება ცენტრალური და შიდაკვარტალური მნიშვნელობის საავტომობილო გზები, რითაც მნიშვნელოვნად მოწესრიგდება შემოერთებული ტერიტორიებიდან ქალაქთან მისასვლელი გზები, შემცირდება საცობების რაოდენობა, რაც დადებითად იმოქმედებს სატრანსპორტო ნაკადების მაჩვენებლებზე. გზების მშენებლობა და აღდგენა (კოდი: 01 01 01) ქვეპროგრამის მიზანია ქ. თბილისის გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ახალი გზების მშენებლობა და არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება; შემოერთებული ტერიტორიების ინტეგრაცია ქალაქთან; სატრანსპორტო კვანძების რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ქუჩებისა და მაგისტრალების განტვირთვას ჭარბი სატრანსპორტო ნაკადისაგან, ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას, თბილისის სატრანსპორტო და სატრანზიტო გამტარიანობის გაზრდას. ასევე, გვერდითი შედეგის სახით იძლევა მომხმარებლებისათვის დამატებით ბენეფიტებს, როგორიცაა საწვავის ეკონომია, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება, ასევე უმჯობესდება ეკოლოგიური და ეკონომიკური გარემო. გზების მოვლა-შეკეთება რაიონებში (კოდი: 01 01 08; 01 01 09; 01 0110; 01 01 11; 01 01 12; 01 01 13; 01 01 14; 01 01 15; 01 01 16; 01 01 17) ქვეპროგრამების ფარგლებში განხორციელდება რაიონის ტერიტორიაზე დაზიანებული ქუჩების, შიდა კვარტალური გზებისა და შიდა ეზოების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება (სანიაღვრეს ან ბორდიურის ჩათვლით), ახალი ქვაფენილის მოწყობა, დაზიანებული ქვაფენილის აღდგენა/შეკეთება, შემოერთებულ ტერიტორიებზე ამორტიზებული გზების მოხრეშვა მოსწორება, რომელიც განაპირობებს რაიონში არსებული გზის საფარის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში შენარჩუნება-გაუმჯობესებას, რის შედეგადაც უსაფრთხო გახდება ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება, კომფორტული და თანაბარი ხელმისაწვდომი გარემოს შექმნის მიზნით ქვეპროგრამა ასევე, ითვალისწინებს გზების ადაპტირებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა მოთხოვნებთან. ტრანსპორტის განვითარება (კოდი: 01 02) სატრანსპორტო სისტემის მოსაწესრიგებლად, უზრუნველყოფილი იქნება ავტობაზების მოდერნიზება და თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვა. სრულად განახლდება ავტობუსის გაჩერებები და მოხდება მათი ადაპტირება შშმ პირების საჭიროებებთან. გაგრძელდება თბილისის ავტობუსის პარკის განახლება. არსებული მოძველებული ავტობუსები ჩანაცვლდება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ადაპტირებული ავტობუსებით. ასევე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით განხორციელდება ქალაქის შუქნიშნების, საგზაო ნიშნების, მონიშვნების, გზაჯვარედინების მოწესრიგების ღონისძიებები; შუქნიშნების მართვის ცენტრის ექსპლუატაცია, დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადების გამტარუნარიანობის მაქსიმალური უზრუნველყოფა, ავტობუსის გაჩერებებზე სამარშრუტო ხაზზე ავტობუსის მოძრაობის ინტერვალის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება, მეტროს ვაგონებისა და მეტროს სადგურების რეაბილიტაცია, ტრანსპორტითა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. მოწესრიგდება პარკირების სისტემა. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები (კოდი: 01 02 01) ქვეპროგრამის მიზანია ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადების გამტარუნარიანობის უზრუნველყოფისათვის შუქნიშნების მუშაობის რეჟიმის რეგულირება, გზაჯვარედინების რეკონსტრუქცია და გადასასვლელების მოწყობა; საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტობუსის გაჩერებებზე მოსაცდელების მოწყობა; დედაქალაქის ქუჩებსა და მაგისტრალებზე საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ბოძკინტების, ზღუდარების, ბარიერების მოვლა-შენახვა და ექსპლუატაცია; სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის სიჩქარის იძულებითი შემცირებისათვის ხელოვნური უსწორმასწორებების (ბორცვები) დამონტაჟება; დედაქალაქის ქუჩებსა და მაგისტრალებზე ახალი საგზაო ნიშნების დამონტაჟება; შუქნიშნის ახალი ობიექტების დაყენება, გზაჯვარედინებზე განთავსებული საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებების რეკონსტრუქცია და მიერთება მართვის ავტომატიზებულ სისტემაზე, შუქნიშნის მართვის ცენტრის ექსპლუატაცია; ერთკომპონენტიანი საღებავით ჰორიზონტალური და ვერტიკალური, თერმოპლასტით და ცივი პლასტით საგზაო მონიშვნის სამუშაოების ჩატარება; ქ.თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული დასახლებების, სოფლებისა და დაბის გზებსა და გზაჯვრედინებზე ლითონის ძელებიანი ზღუდარების შეძენა-დამონტაჟება; გზაჯვარედინების რეორგანიზაციის სამუშაოების ჩატარება და გადასასვლელების მოწყობა; დედაქალაქის ქუჩებსა და მაგისტრალებზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულების წინასწარი მაჩვენებლის დამონტაჟება; ქ.თბილისის ქუჩებსა და მაგისტრალებზე არსებულ მრუდეებზე (მოსახვევებში) ანტი-ვანდალური სფერული სარკეების მოწყობა. ტრანსპორტის განვითარების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურება. 2. ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში მოხდება საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება, ქალაქის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მშენებლობა, ქალაქის დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა. გაგრძელდება საზოგადოებრივი დანიშნულებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების, პარკებისა და რეკრეაციული ობიექტების და საერთოდ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან/პირობებთან. გენერალური გეგმის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს თბილისის ყველა უბნის თანაბარ განვითარებას. აქტიურად გაგრძელდება თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის სამუშაოები. ერთიანი გეგმის შესაბამისად, განხორციელდება ავარიული და ძველი შენობების რეაბილიტაცია. აქტიურად გაგრძელდება ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია (კოდი: 02 01) პროგრამა ითვალისწინებს საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტების (კომუნიკაციები, საყრდენი კედლები, ხიდები და გვირაბები) მოწესრიგება. დედაქალაქში ამჟამად მრავლად არის მეწყერსაშიში ფერდობები და უბნები, დაზიანებული ნაგებობები, ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები. დაგეგმილია თბილისში საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, აღდგენა-რეკონსტრუქცია და გაუმჯობესება, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას, ამორტიზებული და დაზიანებული საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტების მინიმუმამდე დაყვანა, ახალი საინჟინრო ობიექტების მშენებლობას, დედაქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებების ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული ქონების გამოსყიდვას და სხვა. ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება (კოდი: 02 02) პროგრამა ითვალისწინებს საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. დედაქალაქში ამჟამად აღრიცხვაზეა მრავალი ავარიული საცხოვრებელი სახლი, სხვადასხვა ფაქტორები (მ.შ. სტიქიური მოვლენები) რეალურ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლეს. ამისათვის დაგეგმილია თბილისში გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ავარიული შენობების აღდგენა-რეაბილიტაცია, რაც მიზნად ისახავს ავარიული საცხოვრებელი სახლების შემცირებას, ავარიული შენობების ჩამოშლის საშიშროების თავიდან აცილების შედეგად მობინადრეთა უსაფრთხოების დაცვას. საპროექტო-საძიებო და კვლევითი სამუშაოები, ექსპერტიზა, ტექნიკური პირობები, კონსერვაცია და სხვა ღონისძიებები (კოდი: 02 03; 02 03 01; 02 03 02) პროგრამის მიზანია სამშენებლო სამუშაოების უზრუნველყოფა საპროექტო დოკუმენტაციით. სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, სამშენებლო-სამონტაჟო და აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა ტექნიკური პირობების მოთხოვნები. პროგრამა ითვალისწინებს სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-საძიებო სამუშაოების ჩატარებას, პროექტების ექსპერტიზას და მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას. გარდა ამისა, გათვალისწინებულია საავტომობილო გზების, წყალსადენ-კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების მშენებლობის და სარეაბილიტაციო სამუშაოების, საინჟინრო ნაგებობების (ხელოვნური და სამოქალაქო ნაგებობები) მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობა; ხაზოვანი ნაგებობების და ქსელების (წყალსადენ-კანალიზაცია და სანიაღვრე ქსელი) მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობა; ასფალტის, ბეტონის და ქვაფენილისსაფარიანი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობა; ასფალტ-ბეტონის და ბეტონის ლაბორატორიული კვლევა; ავარიული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა (ვიზუალური დაკვირვების მეთოდი), დასკვნების მომზადება, საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი და სხვა ღონისძიებები. გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია და რეაბილიტაცია (კოდი: 02 05) პროგრამის მიზანია ქალაქში განათებული ქუჩების და მხატვრულად მინათებული შენობა-ნაგებობების რაოდენობისა და განათების ინტენსივობის გაზრდა. აღნიშნული გულისხმობს ქ.თბილისის ქუჩების, მოედნების, მაგისტრალების, საცხოვრებელი მასივების, შიდა კვარტალების, ბაღ-სკვერების, ხიდების, გზატკეცილების გარე განათების არსებული ქსელის განათებასა და ქალაქის ღირსშესანიშნაობათა მხატვრულ მინათებას. პროგრამის ფარგლებში მოხდება: გარე განათების ქსელის ცენტრალიზებული მართვის სისტემების სრულყოფა; ელექტროუსაფრთხოების ღონისძიებების რეგულარული გატარება; გარე განათების ქსელის რეკონსტრუქცია და სწორი ექსპლოატაცია; გარე განათების ქსელის მოდერნიზაცია-განვითარება. სანიაღვრე ქსელის მოვლა-პატრონობა (კოდი: 02 06) ქალაქის კომუნალური მეურნეობისათვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სანიაღვრე ქსელების და კოლექტორების მოვლა-პატრონობას, გარკვეული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაციას და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების გარკვეული ნაწილი ამორტიზებულია და მოითხოვს განახლებას, ხოლო ქსელების ნაწილი სარეკონსტრუქციოა, კვეთის სიმცირის გამო. პროგრამა ითვალისწინებს თბილისის ქუჩების სანიაღვრე ქსელების მოვლა-პატრონობას (ექსპლოატაცია), მიმდინარე შეკეთებას, სანიაღვრე კოლექტორების, წვიმმიმღებების, საკონტროლო ჭების, გვერდმიმღებების მოწყობას, კიუვეტების გაწმენდას. პროგრამის მიზანია სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირება, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სათავე ნაგებობების წესრიგში მოყვანა. ღონისძიებების უზრუნველყოფა (კოდი: 02 07) პროგრამის მიზანია დედაქალაქის გაფორმება დღესასწაულებისა და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით, კონკრეტული ღონისძიების სპეციფიკისა და მისი ჩატარების ადგილმდებარეობის მიხედვით; სახელმწიფო, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მოთხოვნით, საერო, სასულიერო, სადღესასწაულო, კულტურული, სპორტული და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მზადებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელების უზრუნველყოფა; მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის პანთეონებში საფლავების მოწყობა, ძეგლებისა და მემორიალების მოვლა-პატრონობა, პიროვნებებისა და ხელოვნების უკვდამყოფი მემორიალების დამზადება-მონტაჟი; სხვადასხვა ფესტივალების, კონკურსებისა და საიუბილეო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების განსახორციელებლად ტექნიკური აღჭურვილობით (მონიტორები, სპეცეფექტები და მხატვრული ფოიერვერკი, სასცენო-საკონცერტო განათება-მინათების აპარატურა, გახმოვანების აპარატურა, სხვადასხა სცენები, სასცენო კონსტრუქციები, ტრიბუნები, პლატფორმები, საგრიმიოროები, კოშკები, დეკორაციები, "ბეგ-რაუნდის" კონსტრუქციები და სხვა) უზრუნველყოფა; სხვადასხვა სფეროს მიკუთვნებული საერთაშორისო და გაცვლითი ღონისძიებების განხორციელება, თბილისთან დაძმობილებულ ან/და მსოფლიოს სხვა ქალაქებთან სხვადასხვა სფეროს მიკუთვნებული ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა და სხვა ღონისძიებები. კეთილმოწყობის ღონისძიებები (კოდი 02 09) პროგრამის მიზანია დედაქალაქისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელება; დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია; სხვადასხვა ობიექტების კეთილმოწყობა, მოვლა-პატრონობა; სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში დროებითი ნაგებობებისა და კონსტრუქციების მოწყობა; ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან/პირობებთან, რაიონის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს რაიონის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიქმნას რაიონის მოსახლეობისათვის სათანადო სანიტარიული, ეკოლოგიური და საყოფაცხოვრებო პირობები. კეთილმოწყობის საქალაქო ღონისძებები (კოდი: 02 09 01) დედაქალაქის საჭიროებებისა და პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია კეთილმოწყობითი ღონისძიებების განხორციელება. მათ შორის: დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია; ვაზიანის ქიმიური სამარხის მოვლა-პატრონობა; შადრევნ-აუზების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა (ექსპლოატაცია); დახურული ნაგავსაყრელი პოლიგონების დაცვა; დედაქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტების კეთილმოწყობა; სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში დროებითი ნაგებობებისა და კონსტრუქციების მოწყობა; ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან/პირობებთან და სხვა. უკანონო ნაგებობების დემონტაჟი (კოდი: 02 09 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის იერსახის, გარე რეკლამის, გარე ვაჭრობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ხმაურის ნორმების დაცვისა და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში დადგენილი წესების დაცვა; სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი; საჯარიმო სანქციების გამოყენება, სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლი. გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი; გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი; უკანონო, უსახური და ამორტიზირებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმების მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვეთა-სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება. კეთილმოწყობის ღონისძიებები რაიონებში (კოდი: 02 09 10; 02 09 11; 02 09 12; 02 09 13; 02 09 14; 02 09 15; 02 09 16; 02 09 17; 02 09 18; 02 09 19) ქვეპროგრამების ფარგლებში დაგეგმილია რაიონის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს რაიონის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიქმნას რაიონის მოსახლეობისათვის სათანადო სანიტარიული, ეკოლოგიური და საყოფაცხოვრებო პირობები. განხორციელდება საინჟინრო კონსტრუქციების აღდგენა-გამაგრება, სპორტული მოედნების, სკვერების, საყრდენი კედლების, უსაფრთხოების მოაჯირების, საფეხმავლო ბილიკებისა და სადრენაჟე, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელების მოწყობა, აღდგენა-რეაბილიტაცია, სასმელი წყლის ნიჟარების ექსპლუატაცია, დასასვენებელი და საბავშვო კუთხეების მოწყობა, საბაღე სკამების დამზადება და მონტაჟი, გამწვანების ღონისძიებები (ნერგების შესყიდვა, ხეების სხვლა, ფორმირება, მოტეხილი და მოთხრილი ხეების მოჭრა და გატანა, ბალახის თიბვა, გამწვანებული ტერიტორიების მორწყვა და სხვა), მოსახლეობის დახმარების მიზნით გაზიფიცირებასთან დაკავშირებული ღონისძიებები (ინდივიდუალური და დევნილთა კომპაქტური ჩასახლების გაზიფიცირება, შემოერთებული ტერიტორიის მაგისტრალური ქსელის მოწყობა და სხვა), რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია-მონასტრების დახმარება, მწვავე ავარიული შენობების დემონტაჟი, რაიონის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი ტუალეტების მოვლა-პატრონობა, სხვადასხვა საზოგადოებრივ ობიექტებზე მოსახლეობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით შშმ პირებისათვის და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთათვის პანდუსების მოწყობა და სხვა ღონისძიებები. ქალაქის განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 02 10) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: ქ.თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნების და უძრავი ქონების ღირებულების ზრდის მიზნით, ისტორიულ-კულტურული ძეგლების, საცხოვრებელი სახლებისა და მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობების მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება. მსხვილი არეალების (ქუჩების, მოედნების, დასახლებული კვარტალების) ცალკეული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და მათი ნაწილების, ასევე, ისტორიული სადარბაზოების, მუზეუმების, რეკრეაციული ზონების, სხვადასხვა ისტორიული შინაარსის მატარებელი ინფრასტრუქტურის, ადაპტირებული ობიექტების და ყველა თანმდევი სამუშაოების პროექტირება/რეაბილიტაცია. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შემდეგ მოხდება დიდი ტურისტული მარშუტის შეკვრა-გამთლიანება, ტურისტებისთვის შეიქმნება დამატებითი მიზიდულობის კერები. მუზეუმების და რეკრეაციული ზონების აღდგენა-განვითარებით შეიქმნება ახალი საზოგადოებრივი სივრცეები - უსაფრთხო ეკოლოგიურად სუფთა გარემო დასვენების, გართობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. 3. ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება თბილისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი დედაქალაქის ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრაა. ამისათვის, შემუშავდება და განხორციელდება ქალაქის გამწვანებისა და რეკრეაციული სივრცეების შექმნა-განვითარების მასშტაბური გეგმა. თბილისის სკვერებისთვის დადგინდება გამწვანებისა და კეთილმოწყობის მინიმალური სტანდარტი. აღდგება და განახლდება თბილისის შემოგარენის დაავადებული ტყეები. დაავადებულ ტყის მასივებში განხორციელდება სანიტარული ღონისძიებები. დაიხვეწება ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სისტემა. გაუმჯობესდება დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა და გარე-იერსახე, მცენარეთა ფიტოსანიტარიული და ეკოლოგიური მდგომარეობა, ქალაქის მოსახლეობის დასვენების პირობები. უზრუნველყოფილი იქნება მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა, მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსება და მათი შენარჩუნება, პარკების განახლება და ახალი გამწვანებული სივრცეების შექმნა. მოეწყობა ახალი სკვერები და დედაქალაქს შეემატება თანამედროვე ტიპის საერთო სარგებლობის დასასვენებელი კერები. გარდა ამისა, განხორციელდება დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების ღონისძიებები, ზოოლოგიური პარკის და ბოტანიკური ბაღის როგორც შემეცნებისა და დასვენების ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილად ჩამოყალიბება და სხვა. გამწვანების ღონისძიებები (კოდი: 03 01) პროგრამის განხორციელებით უმჯობესდება დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა, იერსახე და ქალაქის მოსახლეობის დასვენების პირობები. მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსება და მათი შენარჩუნება საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს თბილისის მწვანე საფარი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზეგავლენის შერბილებას, ხოლო ფერდობების აღდგენის ღონისძიებები ხელს უწყობს უხვი ნალექით წარმოქმნილი ნატანის შეკავებას და ბუნებრივი საფრთხეების ნეგატიური ზეგავლენის შერბილებას. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სკვერების და პარკების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა, ბავშვების, ქალების და კაცების საჭიროებები. გარდა ამისა, ხორციელდება მცენარეთა შესყიდვა, (სხვადასხვა ჯიშის ყვავილები, ბუჩქები, მერქნიანი მცენარეები); ქ. თბილისის ტერიტორიაზე, მწვანე თარგების მოწესრიგების მიზნით, მწვანე გაზონების მოწყობა (რულონი); ქ. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მწვანე თარგებიდან სტრუქტურადარღვეული ნიადაგის ფენის მოშორება და მისი ნოყიერი და ყამირი ფენით შევსება; ხეების მოჭრა-გადაბელვა და კუნძების ამოღება-გატანა; ფოთლოვანი და წიწვოვანი მერქნიანი მცენარეების მავნებელ დაავადებათა კვლევა, მონიტორინგი და მათ წინააღმდეგ ბრძოლის აგრო-ტექნიკური ღონისძიებები (გასხვლა, შეწამვლა); სარწყავი ქსელების რეკონსტრუქცია და ახლის მოწყობა; საპარკე ფურნიტურის მონტაჟი სარეკრეაციო ზონებში და სხვა ღონისძიებები. დასუფთავების ღონისძიებები (კოდი: 03 02) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქუჩების დაგვა-დასუფთავება, საყოფაცხოვრებო, მყარი და დიდი ზომის ნარჩენების, ქუჩების მონახვეტის შეგროვება და ნაგავსაყრელ პოლიგონამდე ტრანსპორტირება; თოვლცვენის დროს გზებისა და მოედნების გაწმენდისა და ტექნიკური მარილის მოყრის სამუშაოების ორგანიზება; ხევების, ფერდობების და მიწისქვეშა გადასასვლელის დაგვა-დასუფთავება; საბილინგო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ღია ნაგავსაყრელი პოლიგონების სანიტარიული ნორმების შესაბამისად დეზინფექცია-დერატიზაცია, შეზიდული ნარჩენების აღრიცხვა-კონტროლი და შემდგომში კონსერვაცია; ღია ნაგავსაყრელი პოლიგონების მოვლა-პატრონობა, დაცვა; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და სხვა ღონისძიებები. თბილისის ზოოლოგიური პარკის და ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 03 03) პროგრამა მიზნად ისახავს: ბოტანიკური ბაღის ფუნქციონირების ხელშეწყობას და ზოოლოგიური პარკის ბინადართა მოვლა-პატრონობას და განვითარებას; საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის და ბოტანიკური ბაღის შექმნას; ვიზიტორების უსაფრთხოებას; განათლების სხვადასხვა ასაკობრივი პროგრამების შემუშავებას და საზოგადოებაში სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ველური ბუნებისა და გარესამყაროს მიმართ; საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი კონტაქტების დამყარებას და გაწევრიანებას, რაც საშუალებას მისცემს ზოოლოგიურ პარკს და ბოტანიკურ ბაღს მიიღოს დროული ინფორმაცია და რჩევები უცხოელი კოლეგებისგან, გაამდიდროს და გააფართოვოს ცხოველებისა და მცენარეების კოლექცია. აღნიშნულის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ზოოლოგიური პარკის და ბოტანიკური ბაღის, როგორც შემეცნებისა და დასვენების ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილად ჩამოყალიბებას. თბილისის ზოოლოგიური პარკის განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზოოლოგიური პარკის ფუნქციონირების ხელშეწყობა, რომელიც მიზნად ისახავს: ზოოლოგიური პარკის ბინადართა მოვლა-პატრონობას და განვითარებას; საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის შექმნას; ვიზიტორების უსაფრთხოებას; იშვიათი, ენდემური და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების შესაფერისი პირობებით უზრუნველყოფას მათი დაცვის, პოპულარიზაციის, კონსერვაციისა და რეპროდუქციის მიზნით (განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში გავრცელებულ ცხოველთა სახეობებს ექცევა); განათლების სხვადასხვა ასაკობრივი პროგრამების შემუშავებას და საზოგადოებაში სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ველური ბუნებისა და გარესამყაროს მიმართ; საქართველოს ენდემური და წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველების დაცვას, ტყვეობის პირობებში გამრავლებასა და რეინტროდუქციას (რეინტროდუქცია – ცხოველების ბუნებრივ საარსებო გარემოში დაბრუნება); საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებას – საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი კონტაქტების დამყარებას; სტიქიის შედეგად შემცირებული კოლექციის შევსებას ახალი ცხოველებით. ახალი ცხოველების მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას (ადგილების შერჩევა და ახალი ვოლიერების აშენება). ახალი ტერიტორიის (თბილისის ზღვაზე) ეტაპობრივ ათვისებას (მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები, ახალი ვოლიერების პროექტირება და მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება). ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 03 03 02) პროგრამის მიზანია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის განვითარების სტრატეგიული გეგმის (2018-2030) განხორცილებისა და ბაღის ზოგადი საქმიანობის ხელშეწყობა ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI) აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით. პროგრამა აგრეთვე, მიზნად ისახავს ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციის მოვლისა და დაცვის უზრუნველყოფას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერას, მერქნიან, დეკორატიულ-ბალახოვან მცენარეთა, ასევე იშვიათ, ენდემურ, სამკურნალო და მაღალი საკონსერვაციო სტუსის მქონე მცენარეთა კოლექციების შევსებას, საკონსერვაციო სამუშაოთა მხარდაჭერას და მცენარეთა დაცვის ღონისძიებათა ხელშეწყობას. ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის, მატერიალური-ტექნიკური რესურსების განახლებას და სხვა ღონისძიებებს. 4. ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსახორციელებლად, თბილისის მერია შეიმუშავებს მუნიციპალური განვითარების გეგმას. განხორციელდება თბილისის ეკონომიკური პოტენციალის სრულფასოვანი კვლევა. შემუშავდება და განხორციელდება ეფექტიანი საინვესტიციო პოლიტიკა, ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისების სტრატეგია, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით სხვადასხვა პროექტები. გააქტიურდება თანამშრომლობა პარტნიორ მუნიციპალიტეტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (საერთო პროექტები, კონფერენციები, ფორუმები, სემინარები, სხვადასხვა შეხვედრებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა და მათი თბილისში მასპინძლობა). მოხდება ქალაქისათვის პრიორიტეტული ეკონომიკური სექტორების შერჩევა და მხარდაჭერა სხვადასხვა ღონისძიებებით. ბიზნესის სტიმულირება (კოდი: 04 01) პროგრამა მიზანია მუნიციპალიტეტის მასშტაბით მდგრადი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა, ხელსაყრელი სამეწარმეო გარემოს ჩამოყალიბება, ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორების განვითარების ხელშეწყობა და თბილისში რეგისტრირებული ან მოქმედი სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერა. აღნიშნულის მისაღწევად, განხორციელდება ქალაქისათვის პრიორიტეტული ეკონომიკური სექტორების შერჩევა და მხარდაჭერა ღონისძიებებით: სამეწარმეო სფეროში დასაქმებულთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსების ორგანიზება; ევროკავშირის გრანტის ფარგლებში მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მდგრადი განვითარებისათვის შექმნილი ბიზნეს აქსელერატორის საშუალებით ბენეფიციარებისათვის ბიზნესგეგმების დაწერის უზრუნველყოფა პრიორიტეტული სფეროების მიხედვით, მათი ბიზნესის მხარდაჭერა ადგილობრივ გამოფენებში. თბილისის განვითარების კვლევები, სტრატეგიები და პროექტები (კოდი 04 03) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარების სტრატეგიების და გეგმების შექმნა და დახვეწა, მათზე დაყრდნობით სტრატეგიული მნიშვნელობის პროგრამების და პროექტების განხორციელება. ამ ეტაპზე მოხდება არსებული ინფორმაციის ინვესტორებისა და დაინტერესებულ პირთათვის მიწოდება ბროშურებისა და კატალოგების სახით. თბილისი საერთაშორისო ქსელებსა და პროექტებში (კოდი: 04 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: ქალაქის საერთაშორისო რეპუტაციისა და ცნობადობის ამაღლება; საზღვარგარეთ თბილისის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა; არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობების განმტკიცება და ახალ პარტნიორებთან ურთიერთობების დამყარება; ევროპულ ინიციატივებთან მიერთება. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება და უცხოურ ქალაქებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარება (საერთო პროექტები, კონფერენციები, ფორუმები, სემინარები, სხვადასხვა შეხვედრებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა და მათი თბილისში მასპინძლობა); მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა; მეწარმე ქალთა მხარდაჭერა. მერიის სისტემის საქმიანობის ხელშეწყობა (კოდი: 04 07) პროგრამის მიზანია თანამედროვე მართვის სტანდარტებსა და კანონმდებლობასთან თავსებადი მართვის მრავალფუნქციური სისტემის დანერგვა, მერიის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების საქმიანობის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, თბილისის მერიის სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა. პროგრამაში გათვალისწინებულია შიდა აუდიტორული სისტემის გამართვა, სახელმწიფო შესყიდვების სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მომსახურება, საფინანსო სისტემის მოწესრიგების ღონისძიებები. შიდა აუდიტორული სისტემის გამართვა (კოდი: 04 07 02) ქვეპროგრამის მიზანია სამსახურის წინაშე დასმული ამოცანების კომპეტენტურად და წარმატებით გადაწყვეტა, მერიის სისტემაში (თბილისის მერიის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა და თანამდებობის პირები, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და მათ მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმებისა და ინსპექტირების/მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. აღმოჩენილი დარღვევების შესაფასებლად, რომელიც მოითხოვს სპეციალიზებულ გამოცდილებას, სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დასკვნის მომზადება, უტყუარი შეფასების განხორციელების მიზნით, რაც შემდგომში უზრუნველყოფს თითოეული მათგანის კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებული სამუშაოების ეფექტურობის ამაღლებას. სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, მივლინების ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის მუნიციპალიტეტებთან გამოცდილების გაზიარება. ასევე, საჭიროებიდან და სამსახურის სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, შიდა აუდიტორული შემოწმებისა და მონიტორინგის/ინსპექტირების განხორციელებისას, დარღვევების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად სხვადასხვა სახის მატერიალური საშუალებების/ინვენტარისა (ხელსაწყოების, ინსტრუმენტების, ტექნიკისა და ქსელური მოწყობილობების და ა.შ) და საჭიროების შემთხვევაში თანმდევი მომსახურების შეძენა. სახელმწიფო შესყიდვების სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის მომსახურება (კოდი: 04 07 03) ქვეპროგრამის მიზანია საქონლის, მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების ექსპერტული ანალიზის შედეგად დადგენის მომსახურების შესყიდვა. საფინანსო სისტემის მოწესრიგების ღონისძიებები (კოდი: 04 07 05) ქალაქ თბილისის მუნიციაპლიტეტის მერიის საფინანსო სისტემის განახლებისა და გაუმჯობესებისათვის, ქვეპროგრამის ფარგლებში სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ბალანსის შემოწმების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდება აუდიტორული მომსახურების შესყიდვა. ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საფინანსო სისტემის გაუმჯობესებისათვის სხვა ღონისძიებები. თბილისში შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერა (კოდი: 04 08) პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის მასშტაბით შემომყვანი და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა, შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, სხვადასხვა ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციების, გამოფენების გამართვის/მონაწილეობის გზით თბილისის პოპულარიზაცია, მიმზიდველობის ზრდა, მიზნობრივი ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვა, ტურისტულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. აღნიშნულის მისაღწევად განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნა; სარეკლამო და საინფორმაციო ბეჭდური მასალების შექმნა და გავრცელება; ქალაქის რეკლამირება მიზნობრივ ბაზრებსა და ღონისძიებებზე; ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში შესაბამისი მასალების განთავსება; ტურისტების საჭიროებების კვლევაზე დაყრდნობით სხვადასხვა პროექტების განხორციელება და სხვა. ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაცია (კოდი: 04 09) პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინვესტიციების მოცულობის ზრდა, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა, პოპულარიზაცია/რეკლამირება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რეინვესტირების მოცულობის ზრდა. აღნიშნულის მისაღწევად, განხოციელდება შემდეგი ღონისძიებები: საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და ღონისძიებების გატარება; მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით საინვესტიციო შეთავაზებების შექმნა; ქალაქის საინვესტიციო გარემოსა და შეთავაზებების რეკლამირება საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბაზრებსა და ღონისძიებებზე; ინვესტორთა საინფორმაციო უზრუნველყოფა, მომსახურება და მხარდაჭერა და ა.შ. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება (კოდი: 04 10) პროგრამის მიზანია თბილისში ინოვაციური ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს თბილისის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავება (კოდი: 04 12) პროგრამის მიზანია დედაქალაქის ტერიტორიების მდგრადი და დაბალანსებული განვითარების უზრუნველყოფა. აღნიშნული გულისხმობს შერჩეული არეალებისათვის, საყრდენი მონაცემების შეგროვებას და თემატური კვლევების განხორციელებას, რომელთა საფუძველზე დამუშავდება ჩარჩო გეგმების/განაშენიანების გეგმების და სხვა ქალაქთმშენებლოიბითი დოკუმენტების პროექტები. ქალაქთმშენებლობითი, გარემოსდაცვითი, ეკონომიკური, სოციალური კვლევების საფუძველზე მოხდება ტერიტორიების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ისეთი ასპექტების დაზუსტება, როგორებიც არის სამშენებლო და არასამშენებლო არეალების იდენტიფიცირება, კონკრეტული ფუნქციური ზონირების დაზუსტება, საცხოვრებელი ფუნქციით განსავითარებელი ტერიტორიებისათვის მოსახლეობის ზღვრული სიმჭირდოვის დადგენა, კომუნალური, სოციალური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმარება და ა.შ. 5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება პრიორიტეტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტული სამუშაოების დაფინანსება. მათ შორის: მოხდება ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან/პირობებთან. განხორციელებული პროექტებით და ღონისძიებებით გამგეობა აქტიურად დაეხმარება მოსახლეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საცხოვრებელი გარემო და შექმნას ხელსაყრელი პირობები სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და შემდგომში ფინანსურად დამოუკიდებელ სუბიექტად ჩამოყალიბებისათვის. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 05 01; 05 01 08; 05 01 0 9; 05 01 10; 05 01 11; 05 01 12; 05 01 13; 05 01 14; 05 01 15; 05 01 16; 05 01 17) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და პროექტირების ჩატარების მიზნით, გამგეობის მიერ სრულად (100%-ით) დაფინანსდება შემდეგი ძირითადი მიმართულებები: ა) სახურავის შესაკეთებელი სამუშაოები (წყალსაწრეტი მილები, ქანობიანი და ბრტყელი სახურავი); ბ) ლიფტის შესაკეთებელი სამუშაოები (ლიფტები და სადარბაზოს სენსორული სანათები); გ) წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შესაკეთებელი სამუშაოები; დ) 4 სართულამდე შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები; ე) საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეები, აივნები, ჭიშკარი, სადარბაზო, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს კარები, თაღები და სართულშუა ნაპრალების სამუშაოები); ვ) პროექტირების სამუშაოები (არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომსახურება) და სხვა ღონისძიებები. 6. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ქალაქ თბილისის მოსახლეობის მხარდაჭერა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში კვლავ რჩება ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად. აღნიშნული პრიორიტეტი ითვალისწინებს პროგრამებს, რომლებმაც მოსახლეობისათვის უნდა გაზარდოს ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობა, გააუმჯობესოს ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხარისხი და უზრუნველყოს მათთვის აუცილებელი სოციალური გარანტიების შექმნა. შესთავაზოს მოსახლეობას ის სოციალური ბენეფიტები, რომლებიც დაფუძნებულია მათ საჭიროებებზე. პრიორიტეტის ფარგლებში ბენეფიციარები მათი საჭიროებების შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნებიან გარანტირებული სოციალური დახმარებებით. ამ მიზნით განხორციელდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სხვადასხვა პროგრამები, მათ შორის: სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტით უფასოდ ან შეღავათით მოსარგებლე პირთა მომსახურების ანაზღაურება, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებები, დახმარება კომუნალური გადასახადების დაფარვაზე, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა და ა.შ. ამასთან, თბილისის რაიონის გამგეობების მიერ გაგრძელდება რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა ღონისძიებების მხარდაჭერა. მათ შორის: მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის თანადაფინანსება. ჯანმრთელობის დაცვა (კოდი: 06 01) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოსახლეობისათვის სხვადასხვა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობებების მიზნით, გაგრძელდება თბილისის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური მომსახურების მიწოდების პროგრამები. მათ შორის: აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება, „C” ჰეპატიტით დაავადებულ პირების კვლევების დაფინანსება, დაავადებათა სკრინინგისა (ძუძუს კიბოს სკრინინგი, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, პროსტატის კიბოს სკრინინგი, კოლორექტალური კიბოს სკრინინგი, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოკვლევები) და ტრანსპლანტაციის (ძვლის ტვინის და ღვიძლის ტრანსპლანტაცია) დაფინანსება, უზრუნველყოფილი იქნება თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ეფექტიანი ფუნქციონირება. სასწრაფო სამედიცინო დახმარება (კოდი: 06 01 01) მოსახლეობისათვის კრიტიკულ მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო და გადაუდებელი დახმარების ხელმისაწვდომი, დროული და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა და კონკრეტულ შემთხვევებში სტაციონარში გადაყვანა. დაავადებათა სკრინინგი (კოდი: 06 01 02) ქვეპროგრამის მიზანია სამიზნე პოპულაციაში კიბოს ადრეული გამოვლენის მაჩვენებლის გაზრდის გზით, კიბოთი გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის სკრინინგული გამოკვლევების დაფინანსება. კიბოს სკრინინგის კუთხით პროგრამა მოიცავს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის, კოლორექტული კიბოს სკრინინგსა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოკვლევებს: •ძუძუს კიბოს სკრინინგი - 2 წელიწადში ერთხელ. აღნიშნული კომპონენტი მოიცავს: მამოლოგის გასინჯვას, მამოგრაფიულ გამოკვლევას (2 რადიოლოგის მიერ წაკითხვით), პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას, ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას და ძუძუს ციტოლოგიურ გამოკვლევას. • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 3 წელიწადში ერთხელ. აღნიშნული კომპონენტი მოიცავს: გინეკოლოგის კონსულტაციას, პაპ-ტესტის (PAP–ტესტი) ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით. ნაცხში პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში კოლპოსკოპიურ სკრინინგს და/ან კოლპოსკოპიურ სკრინინგს მორფოლოგიით. • პროსტატის კიბოს სკრინინგი – სისხლში პროსტატის კიბოს PSA სპეციფიკური ანტიგენის გამოკვლევას. • კოლორექტული კიბოს სკრინინგი – 2 წელიწადში ერთხელ. ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარებას, საჭიროების შემთხვევაში, კოლონოსკოპიურ სკრინინგს და/ან კოლონოსკოპიურ სკრინინგს მორფოლოგიით. • ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი – 5 წელიწადში ერთხელ. აღნიშნული კომპონენტი მოიცავს ულტრაბგერით გამოკვლევას, საჭიროების შემთხვევაში სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევას, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობას. გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლი (კოდი: 06 01 03) ქვეპროგრამის მიზანია ქ.თბილისში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გაუმჯობესება. აღნიშნული გულისხმობს გადამდებ დაავადებათა პრევენციას, გადამდებ დაავადებებათა აქტიური და პასიური ეპიდზედამხედველობის განხორციელებას, მოსახლეობის იმუნოპროფილაქტიკის ორგანიზების ხელშეწყობისა და მონიტორინგისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, ცხოველთა მიერ დაზარალებული მოსახლეობის ეპიდზედამხედველობას და ანტირაბიული სამედიცინო დახმარების მიწოდების ხელშეწყობას, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისათვის ნოზოკომიური ინფექციების პრევენციის და კონტროლისათვის რეკომენდაციების მიწოდებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ეპიდკერაში დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზებას. გადამდებ დაავადებათა დროული გამოვლენა, ეპიდკერებში დროული და ადეკვატური პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზება-გატარება ქვეყანაში უზრუნველყოფს დაავადებებზე ეპიდსიტუაციის კონტროლს, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას, ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით მონიტორინგის ღონისძიებების განხორციელებას. პროგრამა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის მიზნით, ასევე, მოიცავს ცხოვრების ჯანსაღი წესის და უნარ-ჩვევების დამკვიდრების, მავნე ჩვევათა კორექციის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო საშუალებებით და სპეციფიკური ღონისძიებებით საინფორმაციო კამპანიების წარმოებას. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია (კოდი: 06 01 06) ქვეპროგრამის მიზანია აუტისტური სპექტრის აშლილობების (ასა) მქონე ბავშვთა განვითარების სტიმულირება, ადაპტაციური ფუნქციონირების გაუმჯობესება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა სპეციფიკური აბილიტაციისა და ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის გზით. აღნიშნული გულისხმობს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, რისთვისაც ხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ მოსარგებლისათვის, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად (მ.შ.გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია და სხვა), კომპლექსური თერაპიის დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ მოსარგებლისათვის კომპლექსური თერაპიის თვეში არაუმეტეს 20 (მინიმუმ ერთსაათიანი) სეანსი. ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება (კოდი: 06 01 07) ქვეპროგრამის მიზანია ძუძუს კიბოს მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ზემოაღნიშნული მედიკამენტებით სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების უზრუნველყოფის გზით, ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პირთა სიცოცხლის გახანგრძლივება/განკურნება. აღნიშნული გულისხმობს სპეციალისტთა ჯგუფის მიერ აღიარებული დანიშნულების (თარგეტული/დამიზნებითი თერაპიის) შესაბამისად ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას. ამასთან, მედიკამენტები (ტრასტუზუმაბი, პერტუზუმაბი, ლაპატინიბი) Her2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) ან Her2 დადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პირებს უფინანსდებათ. ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა ქალებში. იგი ქალთა 10%-ს უვითარდება სიცოცხლის განმავლობაში. ყოველწლიურად საქართველოში 1200 შემთხვევა რეგისტრირდება (მ.შ. 450-500 შემთხვევა). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დაავადების ინციდენტობა მსოფლიოში იზრდება, რაც ზოგადად ონკოლოგიური დაავადებებისათვის დამახასიათებელი ტენდენციაა, თუმცა სკრინინგისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენების შედეგად ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა კლებულობს. რისკის კატეგორიების შეფასების თვალსაზრისით აღსანიშნავია HER2-დადებითი ძუძუს კიბო, ვინაიდან ამ რეცეპტორის ჭარბი ექსპრესია, რომელიც ძუძუს კიბოს ქალთა დაახლოებით 20-25%-ს აღენიშნება ასოცირებულია დაავადების სწრაფ პროგრესირებასთან. ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება (კოდი: 06 01 08) სიხშირის მიხედვით, ფსიქიკური აშლილობები საკმაოდ გავრცელებულია და უკანასკნელი მონაცემებით მოსახლეობის 9.1%-სა და 16.1% შორის მერყეობს. სიკვდილიანობის მხრივ, ამ მდგომარეობების წვლილი დაავადების ტვირთის წლებში 8.1%-ია. თემში არსებული ფსიქიატრიული დახმარების გუნდი თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში უპირველესია. საერთაშორისო კვლევებითაა დამტკიცებული თემზე დაფუძნებული ფსიქიატრიული სერვისების ეფექტურობა. ქვეპროგრამის მიზანია ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა. აღნიშნული გულისხმობს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთათვის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სათემო მომსახურების მიწოდების დაფინანსებას. ქვეპროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ ფსიქიკური ან/და ქცევითი აშლილობის მქონე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მქონე საქართველოს მოქალაქეები. „C“ ჰეპატიტის დიაგნოსტიკა (კოდი: 06 01 12) ქვეპროგრამის მიზანია ბენეფიციართა მაქსიმალური რაოდენობისათვის „C“ ჰეპატიტის დიაგნოსტიკაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, „C“ ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება. აღნიშნული გულისხმობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის – „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა", ფარგლებში დაფინანსებადი კვლევების თანადაფინანსების უზრუნველყოფას. აღნიშნული კვლევები მოიცავს, როგორც მკურნალობაში ჩართვამდე ჩასატარებელ სადიაგნოსიტიკო კვლევებს, ასევე, მკურნალობის მონიტორინგის პროცესში აუცილებლად განსახორციელებელ კვლევებს. ტრანსპლანტაცია (კოდი: 06 01 13) ქვეპროგრამის მიზანია ონკოჰემატოლოგიური და ღვიძლის დაავადებების მქონე პირებისათვის, რომლებიც საჭიროებენ ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციას, ოპერაციული მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათი სიცოცხლის დაცვა. აღნიშნული გულისხმობს ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე პირებისათვის მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის, ტრანსპლანტაციის წინა კვლევების, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისა და ტრანსპლანტაციის შემდგომ სტაციონარული მეთვალყურეობის დაფინანსებას და ასევე, ღვიძლის დაავადებების მქონე პირებისათვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას. ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია შესაბამისი დაავადებების მქონე პაციენტებისათვის ხშირად გადარჩენის უალტერნატივო მეთოდს წარმოადგენს. სოციალური დაცვა (კოდი: 06 02) მოსახლეობისათვის სხვადასხვა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამები. მათ შორის: სოციალური პროგრამების ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის (თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ და სხვა საჭიროების მქონე პირები) სოციალური საჭიროების შესაბამისი სერვისების მიწოდება. გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო მომსახურების უზრუნველყოფა; შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობის მიზნით არასამეწარმეო იურიდიული პირების პროექტების დაფინანსება; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებები; საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტით უფასოდ ან შეღავათით მოსარგებლე პირთა მომსახურების ანაზღაურება; თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის ბენეფიციარების მოვლა-პატრონობა და ა.შ. ამასთან, თბილისის რაიონის გამგეობები თავის მხრივ განახორციელებენ და დააფინანსებენ მოსახლეობის სოციალური დაცვის სხვადასხვა ღონისძიებებს. კომუნალური სუბსიდირება (კოდი: 06 02 01) ქალაქ თბილისში „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ კომუნალურ სუბსიდიას. სუბსიდიის ოდენობა და დარიცხვის წესი განსაზღვრული იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება (კოდი: 06 02 02) ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების ფონზე სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება სახელმწიფოსათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების შესაბამისად ბოლო წლებში მცირედ გაზრდილია სიღარიბე ბავშვიან ოჯახებში, აღნიშნული ოჯახების საკმაოდ დიდი ნაწილი ქ.თბილისში მცხოვრები ოჯახებია. აქედან გამომდინარე, მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი ამოცანაა მათი სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების გზაზე. ამ მიზნით „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (3 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე განხორციელდება ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა 50 ლარის ოდენობით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაცია (კოდი: 06 02 04; 06 02 04 01) ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ შშმ პირები უმეტესად იმყოფებიან ჩაკეტილ გარემოში, შესაბამისად, აღნიშნული ბენეფიციარები სახელმწიფოს მიერ მათთვის გამოყოფილ ბენეფიტებს იღებენ ინდივიდუალურად, აღნიშნული ბენეფიტები ნაკლებად ითვალისწინებენ შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს, რაც ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე და ქმნის ასევე მათი საზოგადოებისგან იზოლაციის წინაპირობას. ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარების მიზნით განხორციელებული იქნება პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდება შშმ პირების სხვადასხვა კურორტებზე დასვენება. პროგრამა ხორციელდება ვაუჩერული პრინციპით, რომლის ფარგლებშიც მოსარგებლეები თავად აირჩევენ მომსახურების მიმწოდებელს. აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის მიზნით განცხადებები მიიღება 2019 წლის 1 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით. ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2019 წლის 15 აპრილის ჩათვლით ვერ მოხდება პროგრამით გათვალისწინებული რაოდენობის ფაუჩერის გაცემა. ვაუჩერის გაცემისას პრიორიტეტი მიენიჭება ადრე შემოტანილ განცხადებას. ვაუჩერის ოდენობა და გაცემის წესი განსაზღვრული იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით. განცხადების და ვაუჩერის ფორმას ამტკიცებს ქ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური. 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარება (კოდი: 06 02 05) ქვეპროგრამის მიზანია ხანდაზმული მოქალაქეებისათვის სოციალური გარანტიების შექმნა, მათი თანადგომა და მხარდაჭერა. თანხა გაიცემა ყველა იმ ბენეფიციარზე, რომელსაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეუსრულდა ან მისი ასაკი აღემატება 100 წელს. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსება (კოდი: 06 02 06; 06 02 06 01; 06 02 06 02; 06 02 06 03; 06 02 06 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული ოჯახებისათვის: ა) 18 წლამდე ასაკის მოსწავლეების სწავლების ღირებულების ანაზღაურება მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლებში და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, მათ მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად; ბ) 18 წლამდე ასაკის მოსწავლეების სწავლების ღირებულების ანაზღაურება ხელოვნების სკოლებში, სკოლების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად; გ) 18 წლამდე ასაკის ბავშვების სწავლების ღირებულების ანაზღაურება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში, მათ მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება აგრეთვე მეტროთი და ავტოტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობით, ასევე, უფასო სასადილოების მომსახურებით სარგებლობის პლასტიკური ბარათების შესყიდვა, ინიციალიზაცია, ბენეფიციარებისათვის პლასტიკური ბარათების გაცემის სერვისცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო მასალების შესყიდვა, სერვისცენტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღურება და სხვა ღონისძიებები. სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები (კოდი: 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სტაციონარული, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებისა და სხვა სოციალური სერვისების საჭიროების შემთხვევაში ფინანსური მხარდაჭერა. ომის ვეტერანების დახმარება (კოდი: 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის და ამ ომში მარჩენალდაკარგულებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა, მათი ღვაწლის დაფასების, თანადგომისა და მხარდაჭერის მიზნით. საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურება (კოდი: 06 02 11) ქვეპროგრამის მიზანია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ქ.თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის უზრუნველყოფით მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური აქტივობის ამაღლება. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებით ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) მგზავრობისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის უფლება მიეცათ ცალკეული კატეგორიის მოქალაქეებს. აქედან გამომდინარე განსახორციელებელია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6-25 დადგენილების თანახმად, უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის შესავსებად თანხების ანაზღაურება. ასევე უნდა განისაზღვროს M2 კატეგორიის ავტობუსებით ზოგიერთი კატეგორიის მოქალაქეებისათვის შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის უფლების მინიჭება და მგზავრობის ფასის შესავსებად შესაბამისი თანხების ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) მგზავრთა გადაყვანისას: - უფასო ან შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსით – 0,5 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება. (მათ შორის შპს „თბილსერვის ჯგუფში“ დადგენილ კატეგორიას – ერთი დღის განმავლობაში ჯამში არაუმეტეს ორი მგზავრობის ანაზღაურება). - მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო პლასტიკური ბარათით მოსარგებლე იმ მომხმარებელთათვის, რომლებიც სარგებლობენ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადგენილი ფასდაკლების სისტემით, ფაქტობრივად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (0,5 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება. M2 კატეგორიის იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთჯერადი მგზავრობის ფასის გათვალისწინებით, ქვემოთ აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებზე შეღავათიანი (ერთი დღის განმავლობაში ჯამში არაუმეტეს 4 მგზავრობის უფლებით), 50%-იანი ფასდაკლებით მგზავრობის უფლების მინიჭება და ამ შემთხვევაში ფაქტობრივად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის შესავსებად თანხების ანაზღაურება (ნებართვების მფლობელთა მიერ ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას განსაზღვრული 0,65-ლარიანი მგზავრობის ფასის შემთხვევაში შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე 0,33 ლარის ანაზღაურება) თბილისში რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიების მოქალაქეებისათვის: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავები, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედების ზონაში; გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) სამხედრო ძალების ვეტერანები; ე) მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახების წევრები; ვ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.“ მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრის ხელშეწყობა (კოდი: 06 02 13) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თბილისში მცხოვრებ მარტოხელა ხანდაზმულთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. დღის ცენტრის ტერიტორიაზე, დღის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება 145-მდე მარტოხელა ხანდაზმულის სხვადასხვა საგანმანათლებლო, გამოყენებით და გასართობ პროგრამებში მონაწილეობა. უფასო სასადილოებით მომსახურება (კოდი: 06 02 14; 06 02 14 06; 06 02 14 07; 06 02 14 08; 06 02 14 09; 06 02 14 10; 06 02 14 11; 06 02 14 12; 06 02 14 13; 06 02 14 14; 06 02 14 15) ქვეპროგრამა ითვალისწინებს რაიონში რეგისტრირებულ უმწეო მდგომარეობაში მყოფ ბენეფიციართა რაოდენობის დაზუსტებას და უფასო კვებით უზრუნველყოფას. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმღები ბენეფიციარები არიან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მყოფი სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200000-ს. გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო ღონისძიებები (კოდი: 06 02 15; 06 02 15 07; 06 02 15 08; 06 02 15 09; 06 02 15 10; 06 02 15 11; 06 02 15 12; 06 02 15 13; 06 02 15 14; 06 02 15 15; 06 02 15 16) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის სარიტუალო მომსახურებისათვის მათი ოჯახების დახმარებას. განხორციელდება რაიონში მცხოვრებ მეომართა და გარდაცვლილ მეომართა ოჯახების საინფორმაციო ბაზის შექმნა, გარდაცვლილ მეომართა ოჯახებისათვის დაკრძალვის სარიტუალო მომსახურებისათვის დახმარების გაწევა. დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაცია (კოდი: 06 02 16; 06 02 16 07; 06 02 16 08; 06 02 16 09; 06 02 16 10; 06 02 16 11; 06 02 16 12; 06 02 16 13; 06 02 16 14; 06 02 16 15; 06 02 16 16) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ავარიული და საცხოვრებლად საშიში შენობებიდან გამოყვანილი, სხვადასხვა მიზეზით (საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევის ან სხვა გარემობების შედეგად) უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით (ბინის ქირის ასანაზღაურებლად კომპენსაცია). ქვეპროგრამის ფარგლებში კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირს, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნია ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებული დანგრეული ან სხვადასხვა გარემოების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი (ამორტიზებული ფართი), თუ პირი ამ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა უშუალოდ მის ამორტიზებამდე, ამასთან მას და მისი ოჯახის წევრს არ გააჩნია სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი საკუთრებაში და მოცემული მომენტისათვის არ აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისათვის ქირის გადახდის საშუალება. ასევე, უსახლკაროდ დარჩენილ პირებზე, რომლებმაც საცხოვრებელი სადგომი დაკარგეს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. კომპესაცია გაიცემა პირთათვის აუცილებელი საცხოვრებელი ფართით დროებით სარგებლობისათვის საჭირო ქირის ან ქირის ნაწილის დაფარვის მიზნით. ომის ვეტერანების დახმარება რაიონებში (კოდი: 06 02 17; 06 02 17 07; 06 02 17 08; 06 02 17 09; 06 02 17 10; 06 02 17 11; 06 02 17 12; 06 02 17 13; 06 02 17 14; 06 02 17 15; 06 02 17 16) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ომის ვეტერანების ღვაწლის დაფასებასა და მათ მორალურ მხარდაჭერას, ომის ვეტერანების ღვაწლის დაფასების მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებას და მათ დახმარებას. სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში (კოდი: 06 02 18 ; 06 02 18 07; 06 02 18 08; 06 02 18 09; 06 02 18 10; 06 02 18 11; 06 02 18 12; 06 02 18 13; 06 02 18 14; 06 02 18 15; 06 02 18 16) ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამის რაიონში რეგისტრირებულ უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად დახმარების გაწევის, უმწეო და მძიმე საარსებო პირობებში მყოფ მოქალაქეთა საარსებო პირობების გაუმჯობესების, უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების დახმარების, ასევე სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით მოქალაქეებისათვის დახმარების გაცემა. დახმარება შეიძლება განხორციელდეს ფულადი დახმარება/შემწეობის ან პირისათვის დახმარების გაწევის მიზნით შეძენილი პროდუქტის/ნივთის გადაცემის გზით, მოქალაქეთა შემოსული განცხადებების საფუძველზე, შესაძლებლობების ფარგლებში დაფინანსებით. ასევე, გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველ და/ან უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის დაფინანსება და სხვა ღონისძიებები. დახმარების გაცემის წესი განსაზღვრული იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით. წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება რაიონებში (კოდი: 06 02 20; 06 02 20 01; 06 02 20 02; 06 02 20 03) თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალსადენის ქსელის მოწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით ქ.თბილისის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და დახმარების გაცემის პირობებს დაადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა (კოდი: 06 02 21) ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, თბილისში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც თავშესაფრის არქონის გამო უწევთ ქუჩაში ღამის გათევა. ამ მოქალაქეებისათვის პრობლემას წარმოადგენს როგორც თავშესაფრის არქონა, ისე ყოველდღიური საკვებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის საჭირო მედიკამენტებისა თუ სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო თანხის მოპოვება. პროგრამის მიზანია აღნიშნული მოქალაქეების თავშესაფრით უზრუნველყოფა, მათი საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება, პირველადი სამედიცინო მომსახურებითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა და სხვა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია პალიატიური ზრუნვის პირთათვის შესაბამისი მომსახურების გაწევა. სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება (კოდი: 06 02 22) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ ოჯახებში 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მატერიალური დახმარება. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ბაზაში მითითებული ოჯახის უფლებამოსილი პირის ანგარიშზე. „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ სოციალურად დაუცველი ბავშვების დღის ცენტრის თანადაფინანსება (კოდი: 06 02 23) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით სოციალურად დაუცველი მშობლებისა და მათი ოჯახების გაძლიერებისაკენ მიმართული დამხმარე სერვისების განვითარებას. დღის ცენტრი ერთდროულად გათვლილია სოციალურად დაუცველ 6 თვიდან 30 თვემდე ასაკის ბავშვზე. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოციალურად დაუცველი მშობლებისათის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც მიზნად ისახავს მათი ცნობიერების ამაღლებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით. ცენტრში ბენეფიციარების ჩარიცხვა ხორციელდება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარება (კოდი: 06 02 24) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ თბილისში „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირებისათვის მატერიალური დახმარება. სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება (კოდი: 06 02 25) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ თბილისში „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 100000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული ოჯახებისათვის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ასევე, აღნიშნული კატეგორიის ოჯახებში შობადობის სტიმულირებისთვის, ერთჯერადი მატერიალური დახმარების დარიცხვა, ყოველ პირველ და მეორე ახალშობილზე – 500 ლარის ოდენობით, მე-3 ახალშობილზე – 800 ლარის ოდენობით, მე-4 ახალშობილზე – 1000 ლარის ოდენობით, მე-5 და ყოველ შემდეგ ახალშობილზე 1500 ლარის ოდენობით შინმოვლის თანადაფინანსება (კოდი: 06 02 26) უძლური ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ტერმინალურ მდგომარეობასა და ხანგრძლივად ან დროებით უძლურებაში მყოფი პირების ჯანმრთელობაზე ზრუნვა (პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, მონიტორინგი), მათი დამოუკიდებლობის და დაკარგული უნარ-ჩვევების შენარჩუნება/აღდგენა, რესურსებისა და უნარების გამოვლენა და ფსიქო-სოციალურ დახმარება, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის უმნიშვნელოვანეს ასპექტებს წარმოადგენენ. ქვეპროგრამა გულისხმობს საჭიროების მქონე პირთა გამოვლენას ბართელის ინდექსის შესაბამისად, ასევე ბენეფიციართა პერსონალურ მოვლას, საექიმო და საექთნო მომსახურებას, დახმარებას ყოველდღიურ საქმიანობაში (საყიდლები, ბინის დალაგება, ჭურჭლის და სარეცხის გარეცხვა, საკვების მომზადება), სოციალურ-ტექნიკურ დახმარებას, მოვლისათვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფას. პროგრამის მოსარგებლეს წარმოადგენს ქ.თბილისში, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული 200 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრი, რომელსაც მინიჭებული აქვს ბართელის უძლურების ინდექსი არაუმეტეს 95-სა. ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს მოსარგებლეთა და მათი ახლობლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება კვალიფიციური მომსახურების მიწოდების გზით. ბართელის შკალის შესაბამისად ინდექსის მინიჭების (ფორმის შევსების) ღირებულებაა 8 ლარი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა (კოდი: 06 02 28) ქვეპროგრამა გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერას სხვადასხვა საჭიროებებსა და აქტივობებში. კერძოდ: შშმ პირებში კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას; შშმ პირთა განათლებისა და შემეცნებითი აქტივობების ხელშეწყობას და სხვა ღონისძიებებს. 7. განათლება მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წლებში განხორციელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარება, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესება. საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს დედაქალაქის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათ ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურული დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას. პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება ასევე, ზოგადი, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა, ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ხელშეწყობა. სკოლამდელი განათლების სისტემის მართვა და განვითარება (კოდი: 07 01) თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, გულისხმობს: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელებას, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწას, სტანდარტების შესაბამის კვებით უზრუნველყოფას, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებას, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალურ გამტარუნარიანობას, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შშმ პირებზე ადაპტირებას და სხვა. პროგრამის ფარგლებში მოხდება ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია, კაპიტალური შეკეთება, სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა (კოდი: 07 01 02) ქვეპროგრამის მიზანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს შემდეგი ღონისძიებების გატარებას: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, პანდუსები, სამეთვალყურეო კამერები, ინვენტარი და სხვა) გაუმჯობესება, ბაგა-ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა (სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის: არსებულ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა, დასრულდება 11 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა). ზოგადი განათლების სისტემისა და საზოგადოების ინფორმირების ხელშეწყობა (კოდი: 07 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის მომსახურება და ოპტიმიზაცია, მერიის საიტებსა და სერვერებზე ზედამხედველობა, სისტემური ადმინისტრირება, ცხელი ხაზისა და სერვისცენტრების მართვა, მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და კონტროლი. საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით, თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ მოსახლეობის, მედიისა და სხვა დაინტერესებული ინსტიტუტების დროული და სრულყოფილი ინფორმირება. ტრენინგები თვითმმართველობის მოხელეებისთვის და ქვეუწყებების წარმომადგენელთათვის და სხვა ღონისძიებები. ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა (კოდი: 07 02 01) ქვეპროგრამის მიზანია საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობის გზით მოსწავლეთა ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება, რაც ითვალისწინებს სასკოლო სასწავლო გეგმითა და ეროვნული სასწავლო გეგმის დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას, მოსწავლეთა ჩართვას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობებში. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება საინიციატივო ჯგუფების, სასკოლო კლუბების, მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერა, რომელთა სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სკოლის მოსწავლეები და ზოგადი განათლების ხელშეწყობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთათვის უზრუნველყოფილი იქნება განათლების ხელმისაწვდომობა "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით და ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება ფესტივალები, ფორუმები, გამოფენები. საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსებში, ტურნირებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობის ხელშეწყობა. სასკოლო პროექტების განხორციელებისას განისაზღვრება პრიორიტეტები (სამეწარმეო უნარების განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიები, მოხალისეობრივი აქტივობები) და შემეცნებითი პროექტების განხორციელებისას აქცენტი გაკეთდება მასობრიობაზე, ქალაქისთვის პრიორიტეტულ თემატიკაზე, სასკოლო კლუბების აქტიური მონაწილეობაზე, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე. საზოგადოების განათლებისა და ინფორმირების ხელშეწყობა (კოდი: 07 02 03) ქვეპროგრამის მიზანია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების სერვისებით უზრუნველყოფა და მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სიახლების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მერიის საიტებსა და სერვერებზე ზედამხედველობა, Web-Design-ის შექმნა/განახლება დიზაინერთა ჯგუფის მიერ შექმნილი დიზაინის მიხედვით, ვებ რესურსების ჰაკერული თავდასხმებისგან დაცვის პოლიტიკის წარმოება და განახლება, ვებ გვერდების ოპტიმიზაცია პოპულარული ძებნის ძრავებისათვის (https://www.google.ge/?#q=თბილისი) სისტემური ადმინისტრირება, რუკები, GeoServer-ის კლასტერის მონიტორინგი. რუკის სერვერის ტუნინგი, ახალი სერვისების/ოფციების დამატება/მოდიფიცირება, ორთოფოტოგრაფიული და ლიდარული რუკების გენერირება. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზის მართვა, სერვისცენტრების მართვა, კანცელარიის მართვა, ასევე, მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და კონტროლი, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, გამგეობების და ქვეუწყების დაწესებულებების თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგების ჩატარება და სხვა. საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება (კოდი: 07 02 04) ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკომუნიკაციო სისტემის შექმნა; საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება; სხვადასხვა საკომუნიკაციო ინსტრუმენტების მეშვეობით დაგეგმილი პროექტების განხორციელება; თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ მოსახლეობის, მედიისა და სხვა დაინტერესებული ინსტიტუტების დროული და სრულყოფილი ინფორმირება. ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 07 03) თბილისის მთავარი ბიბილიოთეკის და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფუნქციონირების ხელშეწყობა კონკრეტული პროექტების განხორციელების გზით, სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია. მათ შორის: ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სერვისების გაუმჯობესება, თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვა; ბიბლიოთეკაში არსებული წიგნადი ფონდის გაუმჯობესება თანამედროვე მწერლების მიერ შექმნილი ნაწარმოებებით; კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება, ახალი თაობის დაინტერესება წიგნით და საზოგადოების განათლებისთვის საჭირო ინფორმაციით; ქალაქის ბიბლიოთეკებში დაინერგება თანამედროვე სერვისები და ტექნოლოგიები; ბიბლიოთეკების პოპულარიზაციისათვის განხორციელდება ფართომასშტაბიანი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 07 03 01) თბილისის მთავარი ბიბილიოთეკის ფუნქციონირების ხელშეწყობა კონკრეტული პროექტების განხორციელების გზით, მათ შორის: ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სერვისების გაუმჯობესება; ბიბლიოთეკის ცნობადობის ამაღლება კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარებით; ბიბლიოთეკაში არსებული წიგნადი ფონდის გაუმჯობესება და მსოფლიო მასშტაბით თანამედროვე მწერლების მიერ შექმნილი ნაწარმოებებით უზრუნველყოფა; ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის მაცხოვრებელთა ინტერესების დაკმაყოფილებას, მათ ჩართულობას კულტურულ ცხოვრებაში. მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელშეწყობა (კოდი: 07 03 03) მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფუნქციონირების ხელშეწყობა კონკრეტული პროექტების განხორციელების გზით, მათ შორის: ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სერვისების გაუმჯობესება, ბიბლიოთეკის ცნობადობის ამაღლება კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარებით, ბიბლიოთეკაში არსებული წიგნადი ფონდის გაუმჯობესება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებაში განხორციელდება შემდეგი პროექტები: მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენება, გამოფენები, ორგანიზებული ვიზიტები სხვადასხვა სკოლებიდან, შეხვედრები საყვარელ მწერლებთან, წიგნის პრეზენტაციები, კონფერენციები, ტრეინინგები, აქტივობები ღია ცის ქვეშ, ფილმის ჩვენებები და დისკუსიები აქტუალურ საკითხებზე. გაერთიანების მიზანია ახალი თაობის დაინტერესება წიგნით და საზოგადოების განათლებისთვის საჭირო ინფორმაციით, ფართომაშტაბიანი ღონისძიებების გამართვა ბიბლიოთეკების პოპულარიზაციისათვის და სხვა ღონისძიებები. პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა (კოდი: 07 04) პროგრამის მიზანია ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა და შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი საგანმანათლებლო კურსების დანერგვა, მოქალაქეთა პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა, დასაქმებაზე ორიენტირებული სერვისების განვითარება დედაქალაქში კერძო სექტორთან და პროფესიულ სასწავლებლებლებთან თანამშრომლობით. განხორციელდება პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ბაზაზე, მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსების მეშვეობით, თბილისში ყველაზე მოთხოვნად 20-მდე სპეციალობაში (ელექტრიკოსი, მშენებელი, შემდუღებელი, მზარეული, სასტუმრო საქმე, სარესტორნო საქმე, სამკერვალო საქმე და ა.შ) გადამზადდება სამსახურის მაძიებელი მოქალაქეები და სხვა ღონისძიებები. უწყვეტი განათლების სისტემის განვითარება (კოდი: 07 05) უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება სტუდენტური ინიციატივების წახალისება, თემატური საზაფხულო და ზამთრის სკოლები, მასტერკლასები, ტრენინგები და ვორქშოფები სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული კონტაქტების ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის. იურიდიული კლინიკის ფარგლებში განხორციელდება მოქალაქეთა კონსულტაცია და სამართალშემოქმედების პროცესში პროგრამის მონაწილეთა ჩართვა, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების სტაჟირების უზრუნველყოფა და პროფესიაში შესვლის ხელშეწყობა. სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა. უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა (კოდი: 07 05 01) ქვეპროგრამის მიზანია სტუდენტური ინიციატივების წახალისება, სტუდენტების მონაწილეობის ხელშეწყობა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო ოლიმპიადების, კონკურსების და ჩემპიონატების განხორციელება სტუდენტების თვითრეალიზების ხელშეწყობისა და მათი უნარების განვითარების მიზნით. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თემატური საზაფხულო და ზამთრის სკოლები, მასტერკლასები, ტრენინგები და ვორქშოფები სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული კონტაქტების ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის. ასევე, სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობის მიზნით, მოხდება უცხოელი სპეციალისტების და პროფესორების მოწვევა. იურიდიული კლინიკა (კოდი: 07 05 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თბილისის მერიაში იურიდიული კლინიკის ფუნქციონირება და ხელშეწყობა. განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და ახლადდამთავრებულ იურისტებში პროფესიისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, მათი იურიდიულ კლინიკაში ჩართულობის მეშვეობით; მოწინავე უმაღლესი სასწავლებლების იურიდიულ ფაკულტეტებთან თანამშრომლობა იურიდიულ კლინიკაში მაგისტრანტი სტუდენტების პრაქტიკის გავლის მიზნით; თბილისის მოსახლეობის ხელშეწყობა საკუთარი უფლებების სამართლებრივ დაცვასა და რეალიზაციაში; თბილისში არსებული სამართლებრივი ხასიათის აქტუალური პრობლემატიკის სწრაფი იდენტიფიცირება; პრევენციული ხასითის ღონისძიებების განხორციელება მოსახლეობისათვის აქტუალურ პრობლემურ საკითხებზე და სხვა ღონისძიებები. სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა (კოდი: 07 05 03) ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა, მათთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, თბილისის მერიისთვის პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებზე სწავლის ხარისხის ამაღლება და წარმატებული სტუდენტების წახალისება, მაღალი კვალიფიკაციის კადრების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; დასახული მიზნების მისაღწევად განხორციელდება: 1) სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება 100%, 70% და 50%-ის ფარგლებში (სახელმწიფოს მიერ აღიარებული გრანტის ფარგლებში) მოთხოვნისა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 2) თბილისში რეგისტრირებული წარმატებული მაგისტრანტებისთვის სტიპენდიების გაცემა, 3) ჩამოყალიბდება დედაქალაქისათვის პრიორიტეტული მიმართულებები არსებული საჭიროებების გათვალისწინებით., 4) შეიქმნება საკითხის გადაწყვეტისთვის გამჭვირვალე სამართლიანი მექანიზმები და პროცედურები. 5) მოხდება ეფექტური უკუკავშირის მექანიზმის შექმნა და ქვეპროგრამის განხორციელებით მიღებული შედეგების ანალიზი. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (კოდი: 07 06; 07 06 01) პროგრამის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა და ამ მიზნების განსახორციელებლად შესაბამისი პირობების შექმნა. მოზარდთა ინტერესების შესაბამისად პროფილური წრეების, ცენტრების, კლუბებისა და სტუდიების შექმნის ხელშეწყობა, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემეცნებით-შემოქმედებითი და დასვენება-გაჯანსაღების პროგრამების განხორციელება. პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება. აღნიშნული ღონისძიებების შეუფერხებლად გატარების მიზნით, სასახლის მიერ მართვის ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და სხვა ღონისძიებები. 8. კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად გაგრძელდება კულტურული და სპორტული დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერა, კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია; ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების, თეატრების, ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; სახელოვნებო განათლების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტული და კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა; განხორციელდება მუზეუმების რეაბილიტაცია, რაც უზრუნველყოფს ქალაქის კულტურულ და ტურისტულ ცხოვრებაში მათი როლის გაზრდას; საბალეტო ხელოვნებაში არსებული მოდერნული ტენდენციების დამკვიდრება და განვითარება; განვითარდება კულტურული ტურიზმი, რისთვისაც თბილისი უმასპინძლებს მუსიკალურ, თეატრალურ და კინოფესტივალებს; შეიქმნება ახალგაზრდული ცენტრები და ღია სივრცეები მთელი ქალაქის მასშტაბით; აშენდება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსები ქალაქის ათივე რაიონში; მოხდება სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის. თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 08 01; 08 01 01; 08 01 02; 08 01 03; 08 01 05; 08 01 08) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ადგილობრივი მნიშვნელობის თეატრების (ს. ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, თეატრი „გლობუსი“, „სამეფო უბნის თეატრი“) სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, რეპერტუარის განახლების, სადადგმო, ტექნიკური აღჭურვილობის და სხვა ხარჯების დაფარვა; თბილისის საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ხელშეწყობა, საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურული ინოვაციების ტენდენციების წარმოდგენა თეატრალური წარმოდგენების სახით და ამ გზით საქართველოში საერთაშორისო კულტურული ცენტრის შექმნა ყველა თაობისა და ასაკის ადამიანებისათვის; ასევე, განხორციელდება მუნიციპალური თეატრებისა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს თბილისისათვის საერთაშორისო კულტურული და ტურისტული სტატუსის მოპოვებას და მის მიმართ დაინტერესების ზრდას. სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა (კოდი: 08 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი პროექტების მხარდაჭერა, მათ შორის: სახელოვნებო განათლების არამოთხოვნადი სპეციალობების (ქართული ხალხური საგუნდო და მუსიკალური საკრავები - სასულე და სიმფონიური ორკესტრების - ვიოლინო, ვიოლენჩელო, ჩელო, კონტრაბასი, არფა, ფლეიტა, კლარნეტი, ვალტორნა, საქსაფონი, საყვირი, დასარტყამი ინსტრუმენტები, ტრომბონი და სხვა) შენარჩუნების მიზნით: ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის №19 ხელოვნების სკოლაში – საორკესტრო ინსტრუმენტების სპეციალობით მოსწავლეთა უფასო სწავლება; შოთა შანიძის სახელობის №20 ხელოვნების სკოლაში – საორკესტრო ინსტრუმენტების სპეციალობით მოსწავლეთა უფასო სწავლება; ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის №28 ხელოვნების სკოლაში – ქართული ხალხური საგუნდო ხელოვნების განყოფილებაზე მოსწავლეთა უფასო სწავლება; ჰამლეტ გონაშვილის სახელობის №29 ხელოვნების სკოლაში – თანამედროვე და ტრადიციული მიმდინარეობის განხრით მოსწავლეთა უფასო სწავლება; ალიოზ მიზანდარის სახელობის №1 ხელოვნების სკოლის საგუნდო ხელოვნების განყოფილებაზე (ბიჭუნათა კაპელა) მოსწავლეთა უფასო სწავლება; თბილისის ხელოვნების სკოლების დაფინანსება სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისად; ხელოვნების სკოლების მოსწავლეების და მასწავლებლების ყოველწლიური საიუბილეო და საანგარიშო შემოქმედებითი კონცერტებისა და გამოფენების მოსაწყობად (შემოქმედებითი აქტივობები/ პროექტები/პროგრამები) დარბაზის იჯარა; ხელოვნების სკოლების და სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯისთვის კომუნალური, დასუფთავების და ინტერნეტმომსახურების დაფარვა; ახალი სასწავლო პროგრამის შემუშავება, ტრენინგები, ვორქშოპები, სემინარები, კონფერენციები, სასწავლო ტურები, სახელოვნებო სკოლების დათვალიერება-ფესტივალი და სხვა ღონისძიებები. ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების განვითარება და პოპულარიზაცია (კოდი: 08 03) პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა, მათ შორის: ე.ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეას და მუზეუმების გაერთიანების მოვლა-პატრონობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; მუზეუმების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები; მუზეუმების საგამოფენო-საექსპოზიციო საქმიანობის გააქტიურება კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებითა და გაძლიერებით; მუზეუმების რეაბილიტაცია, რაც უზრუნველყოფს ქალაქის კულტურულ და ტურისტულ ცხოვრებაში მათი როლის გაზრდას; მოსახლეობის ფართო მასების ინტერესების გათვალისწინებით ახალი პროექტების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს მუზეუმებში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესების კულტურის დამკვიდრებას და დამთვალიერებელთა რაოდენობის ზრდას. ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა (კოდი 08 03 10) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ე.ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეას ფუნქციონირების ხელშეწყობა. ე.ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა არის კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მიზანი და ამოცანაა ბავშვთა და მოზარდთა მხატვრულ -ესთეტიკური აღზრდა სახვითი ხელოვნებით, ხელშეწყობა მათი ზოგადი განათლებისა და თვალსაწიერის გაფართოებისა და მხატვრული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის. ქალაქისა და ზოგადად ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში საზოგადოებისა და განსაკუთრებით ბავშვთა და მოზარდთა ჩართულობით მოხდება ბავშვთა სურათების გალერეის საქმიანობის პოპულარიზაცია, ნიჭიერი ხელოვანი ბავშვების აღმოჩენა, წარმოჩენა და მათი ნიჭის განვითარებისათვის ხელის შეწყობა. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა აქტიური ჩართვა გალერეის ღონისძიებებში საზოგადოებაში მათი ინტეგრირების მიზნით. მუზეუმების გაერთიანების ხელშეწყობა (კოდი: 08 03 12) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუზეუმების გაერთიანების ფუნქციონირების ხელშეწყობა, რაც ითვალისწინებს ილია ჭავჭავაძის, ზაქარია ფალიაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ვახტანგ ჭაბუკიანის, მერაბ კოსტავას, სოსო წერეთლის ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი მასალების შეგროვებას, აღრიცხვას, დაცვას, მეცნიერულ შესწავლას, ექსპონირებას და მათ საფუძველზე საგანმანათლებლო მუშაობის წარმოებას; ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია, მათ შორის თოჯინური ხელოვნების; განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის: ფონდებში დაცული მასალების მეცნიერული დამუშავება და ამის საფუძველზე სამეცნიერო სტატიების, ანგარიშების, კატალოგების, შრომების, გამოფენის მეგზურების და ბუკლეტების გამოსაცემად მომზადება; სხვადასხვა სახეობის ფონდების სისტემატური შევსება, კოლექციების და ცალკეული საგნების მიღება სახელმწიფო დაწესებულებებისგან, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან, აგრეთვე კერძო პირებისგან შესყიდვით და შემოწირულობით; ყველა აღრიცხული ერთეულიდან მემორიალური ნივთებისა და მნიშვნელოვანი ექსპონატების ბაზაზე ძირითადი ფონდის შექმნა, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის სამუზეუმო ფონდის შემადგენელ ნაწილს; მოეწყობა სტაციონარული ექსპოზიციები, მოძრავი გამოფენები ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. მუზეუმების გაერთიანების 2019 წლის მიზანია სამუზეუმო გაერთიანების ინსტიტუციური სრულყოფა, საგამოფენო სივრცეებისა და ექსპოზიციების განახლება, საინფორმაციო ბაზებისა და სამეცნიერო მიმართულებების მომზადება და სხვა. სამუზეუმო განათლების უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებების ინტეგრირებული სწავლებისთვის ხელშეწყობა მუზეუმი-გაკვეთილის ჩატარების გზით, რომლისთვისაც იგი მის ხელთ არსებულ მდიდარ ფონდებს იყენებს. ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების განვითარება (კოდი: 08 04) თანამედროვე მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით საკონცერტო ორკესტრის „ბიგ-ბენდი” ფუნქციონიერების ხელშეწყობა კონკრეტული პროექტების განხორციელების გზით; თბილისის პანთეონების (მთაწმინდა, დიდუბე, ხოჯევანქი) მოვლა-პატრონობა და პოპულარიზაცია – მისი როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის ძეგლის წარმოჩენა და კულტურულ ტურიზმში ჩართვა, მუნიციპალური კულტურის დაწესებულებების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ტექნიკური აღჭურვა, კულტურის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რაც გულისხმობს არსებული და მშენებარე კულტურის ობიექტების ადაპტაციას მათ საჭიროებებთან, კულტურის ობიექტებში დამონტაჟებული სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოვლა-პატრონობა და სხვა. საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი“ (კოდი: 08 04 01) ქვეპროგრამის მიზანია საკონცერტო ორკესტრის “ბიგ-ბენდი” ფუნქციონირების ხელშეწყობა კონკრეტული პროექტების განხორციელების გზით; თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი "ბიგ-ბენდი" ერთადერთი ორკესტრია საქართველოში, რომელსაც აკისრია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში საესტრადო ხელოვნების განვითარებისათვის, აგრეთვე ემსახურება ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა გამოვლენასა და მათ აქტიურ ჩაბმას საკონცერტო საქმიანობაში. ორკესტრი ამზადებს ქართველ კომპოზიტორთა საკონცერტო და საიუბილეო საღამოებს, მონაწილეობას იღებს ერთობლივ კონცერტებში უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, რაც მეტად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციისათვის. ხელოვნების ძეგლებისა და პანთეონების მოვლა პატრონობა (კოდი: 08 04 03) პანთეონები წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს და ასახავს ქვეყნის უახლეს ისტორიას, რამეთუ იქ დაკრძალულნი არიან საქართველოს ისტორიაში შესული პიროვნებები, განხორციელდება პანთეონების პოპულარიზაცია – მისი როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის ძეგლის წარმოჩენა და კულტურულ ტურიზმში ჩართვა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თბილისის პანთეონების (მთაწმინდა, დიდუბე, ხოჯევანქი) მოვლა - პატრონობა, საფლავების დასუფთავება, გამწვანების მოვლა-განახლება. კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ღონისძიებები (კოდი: 08 04 04) კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ხელს უწყობს პერსონალის შრომისუნარიანობისა და დაწესებულებების მოსწავლეთა შემოქმედებით ზრდას, დაგეგმილია კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის: მუნიციპალური კულტურის ობიექტების შენობა - ნაგებობების სარებილიტაციო და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, ინვენტარის, ტექნიკისა და ინსტრუმენტებისა შეძენა რესტავრაცია, კულტურის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რაც გულისხმობს არსებული და მშენებარე კულტურის ობიექტების ადაპტაციას მათ საჭიროებებთან, კულტურის ობიექტებში დამონტაჟებული სახანძრო უსაფრთხოების სათანადო მოწყობილობების მოვლა-პატრონობა და სხვა ღონისძიებები. კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 08 05) პროგრამის მიზანია დედაქალაქში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობა, კულტურის სფეროს დარგების განვითარება და მათი პოპულარიზაცია. თბილისი, როგორც მულტიკულტურული ქალაქი სავსეა ღონისძიებებისა და შემოქმედებითი პროცესების მრავალფეროვნებით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, კულტურული ტურიზმის განვითარება და ისეთი პროექტების ხელშეწყობა, რომლებიც ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას და, ამასთანავე, ქართული ტრადიციებისა და თბილისისათვის დამახასიათებელი კულტურულ თვითმყოფადობას. კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის ფესტივალებისა და კონკურსების ორგანიზება და ხელშეწყობა, თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისა და რელიგიური ღონისძიებების ხელშეწყობა. თბილისის დამეგობრებულ ქალაქებთან და დედაქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქებთან კულტურის სხვადასხვა სფეროს ღონისძიებების ორგანიზება. ამასთანავე, პროგრამა ითვალისწინებს დედაქალაქის მასშტაბით კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების პროექტების განხორციელებას ღია ცის ქვეშ, ახალგაზრდა ხელოვანების საქმიანობის პოპულარიზაციას და სხვა ღონისძიებებს. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 08 06 ) თბილისში სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია, თბილისის ნაკრების, ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მზადება და მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატები, პირველობები, თასების გათამაშებები, მასობრივი სპორტული ღონისძიებები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები); სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნული და თბილისის ფედერაციების, სამსახურს დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ების და წყალბურთის ხელშეწყობა; კლუბების და ფედერაციების საჭირო ინვენტარით და სპორტსმენთა ეკიპირებით უზრუნველყოფა; თბილისში მასობრივი სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა სახეობებში სპორტული კლუბების ხელშეწყობა; მასობრივი სპორტის პოპულარიზაციაზე და ქალთა სპორტის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების აღდგენა, მშენებლობა. სპორტული ღონისძიებები (კოდი: 08 06 01) ქვეპროგრამა მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია: სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარებაზე, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე, ეს ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ადგილობრივი ან საერთაშორისო მაღალი რანგის შეჯიბრებებზე თბილისის ნაკრები გუნდების წევრთა მიერ საპრიზო ადგილების დაკავებას; სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირველობების, ჩემპიონატების, თასების გათამაშებების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება და სპორტსმენთა მივლინება საერთაშორისო ტურნირებზე; ქართული საბრძოლო ხელოვნების ხელშეწყობა; მასობრივი სპორტის პოპულარიზაციაზე და ქალთა სპორტის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მიღწეული წარმატებებისათვის თბილისელი სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მატერიალური წახალისება. კლუბების და ფედერაციების საჭირო ინვენტარით და სპორტსმენთა ეკიპირებით უზრუნველყოფა, სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნული და თბილისის ფედერაციების, სამსახურს დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ების და წყალბურთის ხელშეწყობა. გარდა ამისა, თბილისში მასობრივი სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის გაზრდის მიზნით, იგეგმება სხვადასხვა სახეობებში სპორტული კლუბების ხელშეწყობა და განვითარება ქალაქის მასშტაბით, საგანმანათლებლო (უნივერსიტეტები, სკოლები) დაწესებულებების ბაზებზე, სპორტის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სპორტის პოპულარაზაცია. მწვრთნელთა მხარდაჭერა (კოდი: 08 06 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ბავშვთა ჯგუფებთან მომუშავე მწვრთნელ-მასწავლებელთა ფინანსური მხარდაჭერა. ბავშვთა ჯგუფებთან მომუშავე მწვრთნელ-მასწავლებელთა მატერიალური წახალისება ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გაზრდის მათ დაინტერესებას და მოტივაციას სასწავლო-საწვრთნო პროცესის ჩატარების მიმართ და აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საშეჯიბრო პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობს დედაქალაქის სპორტის სხვადასხვა სახეობებში მწვრთნელ-მასწავლებლების მიერ პერსპექტიული მოზარდებისა და ახალგაზრდების მოძიებას, მათ ჩაბმას სპორტულ ჯგუფებში და მაღალი შედეგების მიღწევას. პროგრამაში მწვრთნელ-მასაწვლებელთა ჩართვა ხდება სპორტის შესაბამისი ფედერაციების წარდგინების საფუძველზე, მწვრთნელ-მასწავლებელთა მიღწევებისა და დამსახურებების გათვალისწინებით. სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია (კოდი: 08 06 03) მასობრივი სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის გაზრდის მიზნით, ასევე მოსახლეობის მაღალი მომართვიანობის გათვალისწინებით, განხორციელდება ექსტრემალური პანდუსების მოწყობა. სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და მშენებლობა (კოდი: 08 06 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო სავარჯიშო პირობებით დამწყებ და პროფესიონალ სპორტსმენებს. ამასთან, საუკეთესო პირობების მქონე სპორტული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების ჩატარებისათვის, რამდენადაც სპორტული დაწესებულებების ბაზების თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა ხელს შეუწყობს სპორტის სხვადასხვა სახეობებში სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების უკეთეს პირობებში ჩატარებას, მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, სპორტული ობიექტების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რაც, შესაბამისად, დადებითად აისახება სპორტის პოპულარიზაციასა და განვითარებაზე. ქვეპროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოების ყველა წევრისთვის (ქალებისთვის, კაცებისთვის და შშმ პირებისთვის). წარმატებული სპორტსმენი ბავშვების წახალისება (კოდი: 08 06 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოასპარეზე 18 წლამდე ასაკის პერსპექტიული სპორტსმენების ფინანსური წახალისება, რაც გაზრდის მათ მოტივაციას სასწავლო-საწვრთნო პროცესის მიმართ. ამასთან, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პირველობებში, ჩემპიონატებში, თასის გათამაშებებში და საერთაშორისო ტურნირებში მაღალი შედეგების მიღებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. გაზრდის პროფესიონალური სპორტის პოპულარობას, სწორად წარმართავს ბავშვთა და მოზარდთა შორის თავისუფალი დროის გამოყენებას. პარასპორტის განვითარების ხელშეწყობა (კოდი: 08 06 06) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება პარასპორტის განვითარების ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობა. შშმ პირთა საზოგადოებაში და საერთაშორისო პარასპორტულ სამყაროში ინტეგრაცია, რესოციალიზაციაში დახმარება; სპორტის სახეობების პოპულარიზაცია შშმ პირებს შორის; თბილისელი პარასპორტსმენების მონაწილეობის უნზრუნველყოფა საერთაშორისო პარასპორტულ ტურნირებში; კვალიფიციური მწვრთნელ-მასწავლებლების და მენეჯერების მოზიდვა კონკურენტუნარიანი სპორტსმენების აღსაზრდელად. ასევე, ხორციელდება ინტენსიური საწვრთნელ-სარეაბილიტაციო პროცესი ფარიკაობაში, ამპუტანტთა ფეხბურთში, ჩოგბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მშვილდოსნობაში, მკლავჭიდში, უსინათლოთა ფეხბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, ბოჩაში, წოლჭიმში, ძიუდოში, ეტლით მოსარგებლეთა კალათბურთში, აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდთა ფეხბურთში და კალათბურთში, ტაეკვონდოში და ბადბინტონში. პარასპორტის ცენტრის მიზანია დამატებით სხვა პარასპორტული სახეობების განვითარება, შესაბამისად, მოხდება შშმ პირების მოზიდვა მათი რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვის მიზნით. ახალგაზრდული ღონისძიებები (კოდი: 08 08) პროგრამის ფარგლებში დაიგეგმება და განხორციელდება ახალგაზრდული ბანაკები; ახალგაზრდული ცენტრების ბაზაზე ჩატარდება, ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ახალგაზრდული ღონისძიებები; ახალგაზრდებისთვის განხორციელდება გასართობი, შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების ორგანიზება ან/და მხარდაჭერა. შეიქმნება განათლებისა და კულტურის ახალგაზრდული ცენტრები, ახალგაზრდულ ცენტრებში გაერთიანდება შემეცნების, დასვენების, გართობის სივრცეები, ღია სივრცეებში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა, დასვენება, კულტურულ-შემოქმედებითი საღამოების, ღია საჯარო ლექციებისა და სემინარების ორგანიზება. ასევე, გათვალისწინებულია თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებები და სხვა. ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა (კოდი: 08 08 01) ქვეპროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობას, ახალგაზრდების ჩართულობას მასობრივ ღონისძიებებში, ახალგაზრდების ნიჭისა და უნარების თვითრეალიზებას, სამეწარმეო უნარების განვითარებას. განხორციელდება მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებები, თემატური ფესტივალები (გრაფიტი, ქუჩის მუსიკა, მოხალისეობა, ტექნოლოგიები, მეწარმეობა), გასართობი, შემეცნებითი და არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობები, ახალგაზრდული ბანაკები, ლაშქრობები, საჯომარდო ტურები, მოეწყობა ჰაკათონები და ახალგაზრდების ინოვაციური იდეების თანადაფინანსება კონკურსების მეშვეობით. ასევე, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით, სახლის მიერ გასაწევი კომუნალური, დასუფთავების, კავშირგაბმულობის ხარჯები, სარემონტო სამუშაოები და სხვა. თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება (კოდი: 08 08 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდასთან დაკავშირებული მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებისა და მხარდაჭერის ხარჯებს. გაფართოვდება მოხალისეობრივი საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამა - დაემატება მოხალისეების გადამზადების პროგრამები, რომლებშიც ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად ჩაერთვებიან უცხოელი მოხალისეები. გაძლიერდება არაფორმალური განათლების პროგრამა, რომლის ფარგლებში ახალგაზრდების საჭიროებებზე დაყრდნობით მოხდება ტრენინგ-კურსების ორგანიზება და მონაწილეებთან იმუშავებენ ცნობილი და გამოცდილი ტრენერები. ჩატარდება საჯარო ლექციები ახალგაზრდებისთვის. დაინერგა ელექტრონული სერვისები (www.youth.municipal.gov.ge; www.trainers.ge), შესაბამისად გათვალისწინებულია ელექტრონული პლატფორმების ეფექტური მართვის, გამართული მუშაობისა და გაუმჯობესების ხარჯები. ასევე, გათვალისწინებულია ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებისთვის და გამართულად მუშაობისათვის საჭირო ხარჯები; ტრანსპორტით მომსახურების უზრუნველყოფა ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის, ბანაკებისა და სკოლების მონაწილეთა გადაადგილებისთვის. შემოქმედებითი თბილისი (კოდი: 08 09) პროგრამის მიზანია დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის დარგების განვითარების ხელშეწყობა, კრეატიული ინდუსტრიის სფეროში ჩართული ხელოვანების და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზება. შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროში დასაქმებული ხელოვანებისა და სახელოვნებო-შემოქმედებითი ჯგუფების პროფესიული ზრდისა და მათი შემოქმედების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ასევე, მათი საქმიანობის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემოქმედებითი მეწარმეობა შემდეგ დარგებში: საგამომცემლო საქმიანობა, საშემსრულებლო ხელოვნება, დიზაინი და რეწვა, კინო და აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობა, ვიზუალური ხელოვნება - ფოტოგრაფია, ინსტალაცია, მხატვრობა და სკულპტურა და სხვა. კულტურულ, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებები რაიონებში (კოდი: 08 11; 08 11 01; 08 11 02; 08 11 03; 08 11 04; 08 11 05; 08 11 06; 08 11 07; 08 11 08; 08 11 09; 08 11 10;) პროგრამის მიზანია რაიონის ტერიტორიის ფარგლებში ეროვნული თუ ადგილობრივი დღესასწაულების ორგანიზება და სხვადასხვა სპორტულ-კულტურული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა. სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების გამართვით მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში წვლილის შეტანა. ტურნირების და შეჯიბრებების და საუბნო ჩემპიონატების ორგანიზება. შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების, ფესტივალებში, კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა, ხელოვნების სკოლების მოსწავლეთა შემოქმედებითი საღამოების მოწყობა და სხვა. თბილისის თანამედროვე ბალეტის დასი (კოდი: 08 12) პროგრამა ითვალისწინებს თანამედროვე ქართული ცეკვის/ბალეტის მრავალფეროვანი მიმართულებების დანერგვას, ამ დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციისთვის, გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასის - თბილისის თანამედროვე ბალეტის ფუნქციონირების ხელშეწყობას. თბილისის თანამედროვე ბალეტის ძირითად იდეას წარმოადგენს ქორეოგრაფიაში თავისუფალი აზროვნების დამკვიდრება. თანამედროვე ბალეტის პროფესიულად დაუფლებისთვის დასის ბაზაზე საქართველოში დაფუძნდება პირველი სასწავლებელი, რომელიც მოდერნ-ბალეტისა და თანამედროვე ცეკვის სხვადასხვა მიმდინარეობასა თუ ტექნიკას დანერგავს და განავითარებს. თანამედროვე ცეკვის განვითარების, ცნობიერების ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით, დასმა დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, საერთაშორისო კავშირების დამყარება, მსოფლიოში მოღვაწე თანამედროვე ქორეოგრაფების მოწვევა და საბალეტო დადგმების განხორციელება. ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა (კოდი: 08 13) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, ინკლუზიური საგანმანათლებლო და სახელოვნებო სერვისების უზრუნველყოფა, საზოგადოებაში შშმ პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლება და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მეშვეობით მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. 9. საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება პრიორიტეტის ფარგლებში გათვალისწინებულია თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების ერთიანი ვიდეოსათვალთვალო სისტემებებით აღჭურვა. ასევე, მოსახლეობის დაცვა საშიში, აგრესიული ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისაგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა-გაშვება ან იზოლაცია; ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა; ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ფუნქციონირებისათვის სათანადო პირობების (ვეტერინალური, სანიტარიული, უსაფრთხოების, ტექნიკური და სხვა) უზრუნველყოფა. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების დაცვის უზრუნველყოფა (კოდი:09 01) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების ერთიანი ვიდეოსათვალთვალო სისტემებებით აღჭურვა, დაცვის თანამშრომელთა ეფექტური მუშაობისათვის შესაბამისი ღონისიებების გატარება და სხვა. ცხოველთა მონიტორინგი (კოდი: 09 02) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მოსახლეობის დაცვა საშიში, აგრესიული ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისაგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა-გაშვება ან იზოლაცია; ცხოველთა პოპულაციების მართვა-კონტროლი; ცხოველთა ტრანსპორტირება და მიღება-განთავსება შესაბამის მუნიციპალურ ან კერძო თავშესაფარში; საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება-გამოყენება; დისლოკაციის ადგილზე სწრაფი რეაგირების დანაყოფების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა ეპიზოოტიების, გარეულ ცხოველთა და ქვეწარმავლების შემოსევისა და სხვა მსგავს სიტუაციებზე (შემდგომში – საგანგებო სიტუაციები) რეაგირებისათვის; ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ფუნქციონირებისათვის სათანადო პირობების (ვეტერინარული, სანიტარული, უსაფრთხოების, ტექნიკური და სხვა) უზრუნველყოფა. 10. ქ.თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას ან/და დაკავშირებულია შესაბამის სფეროში სხვადასხვა საკითხების რეგულირებასთან, როგორიცაა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ადმინისტრაციული ხარჯები. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს. მათ შორის: მუნიციპალური ბანკის განვითარების სესხის მომსახურება (კოდი 10 41) პროგრამა ემსახურება კაპიტალური ინვესტიციების დასაფინანსებლად, კერძოდ საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აღებული სასესხო ვალდებულებების დაფარვას. ფინანსთა სამინისტროსგან აღებული სესხის მომსახურება (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)) (კოდი 10 42) პროგრამა ემსახურება დედაქალაქის სატრანსპორტო პარკის განახლების მიზნით თბილისის მერიის მიერ აღებული სესხის დაფარვას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა საქალაქო ტრანსპორტის პარკის განახლება/შევსება ახალი ევროპული ტიპის (euro 6) ადაპტირებული ავტობუსებით. |
მუხლი 14.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები თანდართული რედაქციით
|
თავი III
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 15 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 16 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 17 |
საჭიროების შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამების დამტკიცებული მოცულობის ფარგლებში ასიგნებები განაწილდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის შესაბამისი განკარგულებით. |
მუხლი 18 |
სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომელთა 2018 წლის დეკემბრის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს ამ დადგენილებით ქვეპროგრამისათვის „სასწრაფო სამედიცინო დახმარება“ (კოდი 06 01 01) დამტკიცებული ასიგნებებიდან. |
მუხლი 19 |
2019 წლის ბიუჯეტის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის (კოდი 05 01) ფარგლებში ფინანსური ვალდებულების აღება განხორციელდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
მუხლი 20 |
2019 წლის განმავლობაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე ფულადი ჯილდო და დანამატები გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების ფულადი ჯილდოს და დანამატის ფონდები საჭიროებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებას. |
მუხლი 21 |
1. საჯარო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობასთან დაკავშირებული შეზღუდვიდან გამონაკლისი დაიშვება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებით. 3. საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა საჭიროებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულებაში 30 დღეზე მეტი ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობა აღემატება შტატით გათვალისწინებულ ფაქტობრივად დასაქმებულთა რიცხოვნობის 1%-ს, ხოლო იმ ორგანიზაციებში სადაც საშტატო რიცხოვნობის 1% შეადგენს 5 ერთეულზე ნაკლებს, შეთანხმებას საჭიროებს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რიცხოვნობა, რომელიც 5 ერთეულზე მეტია. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფულადი ჯილდოს წლიური ფონდის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 5%-ს. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვიდან გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზღვრული მოცულობის ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან შეთანხმებით. |
მუხლი 22 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურების პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ საქალაქო სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 23 |
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულებმა, რაიონულმა გამგეობებმა და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.
2. საფინანსო საქალაქო სამსახური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 24 |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 25 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 10 26-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2019 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 26 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურმა მოამზადოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 27 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომელთა ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება აღემატება 5,000.0 ათას ლარს, ვალდებულია საბიუჯეტო ასიგნებებით და საკუთარი სახსრებით განსახორციელებელი მიმართულებები/ ღონისძიებები შეათანხმოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან. |
მუხლი 28 |
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 460,0 ათასი ლარი მიიმართოს გადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის განსახორციელებლად. |
მუხლი 29 |
2019 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 2,500.0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
მუხლი 30 |
დაუშვებელია, იმ პროგრამების დაფინანსება, რომლებზეც 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით ასიგნებები არ არის გათვალისწინებული. საჭიროების შემთხვევაში ამ პროგრამებში ასიგნებების გადატანას და მათ ამოქმედებას ამტკიცებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია მიზნობრივი ასიგნებები. |
დოკუმენტის კომენტარები