„შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 აპრილის №22 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/01/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.135.016235
3
24/01/2019
ვებგვერდი, 29/01/2019
210020010.35.135.016235
„შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 აპრილის №22 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
 
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2019 წლის 24 იანვარი

დაბა შუახევი

„შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 აპრილის №22 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 აპრილის №22 დადგენილებით (გამოქვეყნებული ვებგვერდი: matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.135.016222) დატკიცებულ №2 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა:

მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის – 25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. ფიზიკური პირებისათვის მოსაკრებლის ოდენობა დიფერენცირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკის ზღვრის მაჩვენებლების შესაბამისად.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი დავითაძე