ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვარი N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვარი N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/01/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.164.016346
6
24/01/2019
ვებგვერდი, 29/01/2019
010250020.35.164.016346
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვარი N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2019 წლის 24 იანვარი

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ყვარლის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2018, 010250020.35.164.016289), კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახური (ტექსტში  შემდგომ  –  სამსახური)  არის  ყვარლის  მუნიციპალიტეტის  მერიის პირველადი   სტრუქტურული   ერთეული,   რომელიც   უზრუნველყოფს   მუნიციპალიტეტის   მუნიციპალური ინფრასტრუქტურული  ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების  კოორდინაციას; სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და       ქალაქთმშენებლობის       დოკუმენტების       შემუშავებას,       მშენებლობის       ნებართვების       თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას; ზედამხედველობას ახორციელებს   მშენებარე    შენობა-ნაგებობების,   წარმოებული   სამშენებლო   ნაგებობების   კონსტრუქციების   საპროექტო  და  სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან     შესაბამისობის     უზრუნველყოფაზე,     მშენებლობის     დაწყებიდან     დასრულებამდე დადგენილი   ორგანიზაციულ-სამართლებრივი   წესრიგის   შესაბამისობაზე; მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. მშენებარე  შენობა-ნაგებობების,  წარმოებული  სამშენებლო  ნაგებობების   კონსტრუქციების  საპროექტო  და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე ზედამხედველობას, მიწათსარგებლობის წესების დაცვას.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე, 26-ე 27-ე და 28 -ე პუნქტები:

„25. სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე კონტროლს (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვას).

26. თავისი კომპეტენციის  ფარგლებში  მიწის ნაკვეთების  უნებართვოდ  დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების  გარეშე სარგებლობის,  მიწის  მდგომარეობაზე  უარყოფითი  გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენასა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარებას.

27. ახლად აშენებული,  რეკონსტრუირებული  ობიექტების,  დამთავრებული   სამუშაოების  მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღებას.

28. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  შევიდეს  და განახორციელოს  კონტროლი  მის საზედამხედველო ობიექტში ტექნიკურ და სამშენებლო წესების დაცვასა და შესრულებაზე, აწარმოოს კონტროლი მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე.“. 

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“, „მ“,  „ნ“,  „ო“, „პ“ ქვეპუნქტები:

„ლ) გამოავლინოს და მოამზადოს დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისათვის,  კანონმდებლობის დარღვევით აშენებული,  აღდგენილი, რეკონსტრუირებული  ან/და დამონტაჟებული  შენობა - ნაგებობების  მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ;

მ) დარღვევის  გამოვლენის  შემთხვევაში  მოქმედი  კანონმდებლობის    შესაბამისად  დამრღვევი  ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;

ნ) განახორციელოს  ზედამხედველობა  და კონტროლი მუნიციპალიტეტის    ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის ტექნიკურ და სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ სამუშაოებზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;

ო) შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარება /ექსპლუატაციაში მიღება;

პ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივანო მამულაშვილი