დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 აპრილის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016834 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 აპრილის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 აპრილის №54 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 26/04/2018, 140130000.22.034.016746) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანალიტიკური სამმართველოს შემადგენლობაშია: ა) დანაშაულის ანალიზის განყოფილება; ბ) მიმდინარე ანალიზის განყოფილება; გ) შიდა და საერთაშორისო მედიის მონიტორინგის განყოფილება; დ) ციფრული მედიის მონიტორინგის განყოფილება; ე) სოციალური მედიის მონიტორინგის განყოფილება.“. 2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, სამინისტროსათვის აქტუალური ხასიათის ინფორმაციის მოძიების, სისტემატიზაციის, ანალიზის და სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირების მიზნით, ახორციელებს ღია წყაროების (შიდა და საერთაშორისო, ბეჭდური, ციფრული, სატელევიზიო, სოციალური მედია) სისტემატურ მონიტორინგს და შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებას;“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 24 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები