დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „იბერ მით ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/36016-2016 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 17/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი |
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „იბერ მით ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „იბერ მით ჯორჯიას“ მიმართ. 2017 წლის 29 მარტის კრედიტორთა კრება გადაიდო სხვა დროისთვის, რადგან დასახელებული არ იყვნენ მომრიგებელი საბჭოს წევრები. 2019 წლის 15 იანვარს უზრუნველყოფილი კრედიტორის, სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა, ვასილ ტიტვინიძემ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნის მიზნით. სასამართლომ განიხილა საქმეში წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს „იბერ მით ჯორჯიას“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: 1) დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნის შემოწმება; 2) მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. მოწვეული იქნას შპს „იბერ მით ჯორჯიას“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: 1.1. დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნის შემოწმება; 1.2. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა. 2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 07 თებერვალს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №63 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6). 3. დაევალოს შპს „იბერ მით ჯორჯიას“ მეურვეს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე. 4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები