,,ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/01/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.118.016264
1
24/01/2019
ვებგვერდი, 29/01/2019
190020020.35.118.016264
,,ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ონის მუნიციპალიტეტი
 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №1

2019 წლის 24 იანვარი

ქ. ონი

 

 

,,ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 დეკემბრის №43 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2018, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.118.016262) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე




თავი I
ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი

 


მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:

 

დასახელება

2017 წლის ფაქტი

2018 წლის  ფაქტი

2019 წლის გეგმა

სულ

მათ შორის

სულ

მათ შორის

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

შემოსავლები

8,587.9

6,571.6

3,038.6

3,533.0

5,648.5

1,425.0

4,223.5

გადასახადები

255.5

327.9

0.0

327.9

3,965.5

0.0

3,965.5

გრანტები

7,960.5

6,094.0

3,038.6

3,055.4

1,528.0

1,425.0

103.0

სხვა შემოსავლები

371.9

149.7

0.0

149.7

155.0

0.0

155.0

ხარჯები

2,715.9

2,992.7

27.6

2,965.1

3,518.8

80.0

3,438.8

შრომის ანაზღაურება

876.0

1,047.8

0.0

1,047.8

1,174.5

0.0

1,174.5

საქონელი და მომსახურება

966.2

955.8

0.0

955.8

1,163.9

0.0

1,163.9

პროცენტი

0.9

52.5

0.0

52.5

30.2

0.0

30.2

სუბსიდიები

659.7

710.3

0.0

710.3

795.3

0.0

795.3

გრანტები

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

სოციალური უზრუნველყოფა

114.6

112.8

27.6

85.2

169.8

80.0

89.8

სხვა ხარჯები

98.5

113.6

0.0

113.6

185.2

0.0

185.2

საოპერაციო სალდო

5,872.0

3,578.9

3,011.0

567.8

2,129.7

1,345.0

784.7

არაფინანსური აქტივების ცვლილება

6,016.0

4,053.8

3,363.4

690.4

3,851.0

2,603.8

1,247.2

ზრდა

6,050.2

4,113.8

3,363.4

750.5

3,866.0

2,603.8

1,262.2

კლება

34.2

60.1

0.0

60.1

15.0

0.0

15.0

მთლიანი სალდო

-144.0

-474.9

-352.4

-122.5

-1,721.3

-1,258.8

-462.5

ფინანსური აქტივების ცვლილება

-181.2

-474.9

-352.4

-122.5

-1,721.3

-1258.8

-462.5

ზრდა

34.1

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

ვალუტა და დეპოზიტები

34.1

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

კლება

215.3

474.9

352.4

122.5

1,721.3

1,258.8

462.5

ვალუტა და დეპოზიტები

215.3

474.9

352.4

122.5

1,721.3

1,258.8

462.5

ვალდებულებების ცვლილება

-37.2

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

ზრდა

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

კლება

37.2

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

    საშინაო

37.2

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

ბალანსი

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

 


მუხლი 2. ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:

დასახელება

2017 წლის ფაქტი

2018 წლის  ფაქტი

2019 წლის გეგმა

სულ

მათ შორის

სულ

მათ შორის

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

შემოსულობები

8,622.1

6,631.7

3,038.6

3,593.1

5,663.5

1,425.0

4,238.5

შემოსავლები

8,587.9

6,571.6

3,038.6

3,533.0

5,648.5

1,425.0

4,223.5

არაფინანსური აქტივების კლება

34.2

60.1

0.0

60.1

15.0

0.0

15.0

გადასახდელები

8,803.4

7,106.6

3,391.0

3,715.6

7,384.8

2,683.8

4,701.0

ხარჯები

2,715.9

2,992.7

27.6

2,965.1

3,518.8

80.0

3,438.8

არაფინანსური აქტივების ზრდა

6,050.2

4,113.8

3,363.4

750.5

3,866.0

2,603.8

1,262.2

ვალდებულების კლება

37.2

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

ნაშთის ცვლილება

-181.2

-474.9

-352.4

-122.5

-1,721.3

-1,258.8

-462.5

 


მუხლი 3. ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის შემოსავლები  5,648.5  ათ. ლარის ოდენობით.

დასახელება

2017 წლის ფაქტი

2018 წლის ფაქტი

2019 წლის გეგმა

სულ

მათ შორის

სულ

მათ შორის

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

შემოსავლები

8,587.9

6,571.6

3,038.6

3,533.0

5,648.5

1,425.0

4,223.5

   გადასახადები

255.0

327.9

0.0

327.9

3,965.5

0.0

3,965.5

   გრანტები

7,960.5

6,094.0

3,038.6

3,055.4

1,528.0

1,425.0

103.0

   სხვა შემოსავლები

371.9

149.7

0.0

149.7

155.0

0.0

155.0

 


მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის  გადასახადები 3,965.5 ათ. ლარის ოდენობით.

დასახელება

2017 წლის ფაქტი

2018 წლის ფაქტი

2019 წლის გეგმა

სულ

მათ შორის

სულ

მათ შორის

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

გადასახადები

255.5

327.9

0.0

327.9

3,965.5

0.0

3,965.5

საშემოსავლო გადასახადი

22.3

34.2

0.0

34.2

0.0

0.0

0.0

ქონების გადასახადი

233.2

293.7

0.0

293.7

250.0

0.0

250.0

საქართველოს საწარმოთა ქონებაზე (გარდა მიწისა)       

210.2

264.9

0.0

264.9

240.0

0.0

240.0

უცხოურ საწარმოთა ქონებაზე (გარდა მიწისა)

0.0

0.2

0.0

0.2

0.0

0.0

0.0

ფიზიკურ პირთა ქონებაზე (გარდა მიწისა)

2.1

2.6

0.0

2.6

0.0

0.0

0.0

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე                              

10.2

9.7

0.0

9.7

2.0

0.0

2.0

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე                                          

10.8

16.3

0.0

16.3

8.0

0.0

8.0

დ. ღ. გ.

0.0

0.0

0.0

0.0

3,715.5

0.0

3,715.5

 


მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 1,528.0 ათ. ლარის ოდენობით. 

დასახელება

2017 წლის ფაქტი

2018 წლის ფაქტი

2019 წლის   გეგმა

გრანტები

7,960.5

6,094.0

1,528.0

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვა ქვეყნის მთავრობიდან მიღებული გრანტები

0.0

0.0

0.0

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი

7,960.5

6,094.0

1,528.0

ბიუჯეტით გათვალისწინებული ტრანსფერები

2,786.7

3,055.4

103.0

გათანაბრებითი ტრანსფერი

2,692.1

2,952.4

0.0

მიზნობრივი ტრანსფერი

94.6

103.0

103.0

ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის და სხვა მიმდინარე ღონისძიებების დასაფინანსებლად

0.0

0.0

0.0

ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

5,173.8

3,038.6

1,425.0

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 

4,782.6

2,630.2

1,425.0

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

0.0

0.0

0.0

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი

335.2

328.4

0.0

სხვა პროექტები

56.0

80.0

0.0

 


მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 155.0 ათასი ლარის ოდენობით.

დასახელება

2017 წლის  ფაქტი

2018  წლის ფაქტი

2019 წლის   გეგმა

სხვა შემოსავლები

371.9

149,7

155.0

შემოსავლები საკუთრებიდან

110.5

93.6

90.0

პროცენტები

51.4

45.1

40.0

რენტა

59.1

48.4

50.0

მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის                    

56.6

44.0

50.0

შემოსავალი მიწის იჯარიდან და მართვაში (უზურფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან

2.6

4.4

0.0

საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია

15.9

12.8

15.0

ადმინისტრაციული მოსაკრებლები და გადასახდელები

15.9

12.7

15.0

სანებართვო მოსაკრებელი

7.9

5.3

5.0

ადგილობრივი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის

8.0

7.4

10.0

სხვა არაკლასიფიცირებული მოსაკრებელი

0.0

0.0

0.0

არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება

0.0

0.1

0.0

შემოსავლები მომსახურების გაწევიდან

0.0

0.1

0.0

ჯარიმები, სანქციები და საურავები

21.5

24.6

30.0

შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები

224.0

18.7

20.0

 


მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯები  3,518.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:

დასახელება

2017 წლის ფაქტი

2018 წლის  ფაქტი

2019 წლის გეგმა

სულ

მათ შორის

სულ

მათ შორის

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

ხარჯები

2,715.9

2,992.7

27.6

2,965.1

3,518.8

80.0

3,438.8

შრომის ანაზღაურება

876.0

1,047.8

0.0

1,047.8

1,174.5

0.0

1,174.5

საქონელი და მომსახურება

966.2

955.8

0.0

955.8

1,163.9

0.0

1,163.9

პროცენტი

0.9

52.5

0.0

52.5

30.2

0.0

30.2

სუბსიდიები

659.7

710.3

0.0

710.3

795.3

0.0

795.3

გრანტები

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

სოციალური უზრუნველყოფა

114.6

112.8

27.6

85.2

169.8

80.0

89.8

სხვა ხარჯები

98.5

113.6

0.0

113.6

185.2

0.0

185.2

 


მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3,851.0 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის:

ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა  3,866.0 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:

დასახელება

2017 წლის ფაქტი

2018 წლის  ფაქტი

2019 წლის  გეგმა

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

30.7

50.2

56.5

თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

0.0

1.2

0.0

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

6,019.5

4,062.5

3,809.4

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა  და სპორტი

0.0

0.0

0.0

სულ ჯამი

6,050.2

4,113.8

3,866.0

 

ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება განსაზღვრულია 15.0 ათ.ლარი:

დასახელება

2017 წლის ფაქტი     

2018 წლის ფაქტი

2019 წლის გეგმა

არაფინანსური აქტივების კლება

34.2

60.1

15.0

      ძირითადი აქტივები

0.0

47.8

10.0

     მატერიალური მარაგები

2.3

3.0

0.0

არაწარმოებული აქტივები

31.9

9.3

5.0

მიწა

31.9

9.3

5.0

 


მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური  აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:

ფუნქციონალური კოდი

დასახელება

2017 წლის ფაქტი

2018 წლის ფაქტი

2019 წლის გეგმა

701

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება

1,340.2

1,565.6

1,772.1

7011

აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური და ფისკალური საქმიანობა, საგარეო ურთიერთობები

1,335.9

1,560.1

1,716.8

70111

აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა

1,335.9

1,560.1

1,656.8

70112

ფინანსური და ფისკალური საქმიანობა

0.0

0.0

60.0

7016

ვალთან დაკავშირებული ოპერაციები

0.0

0.0

49.8

7018

სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაში

4.3

5.5

5.5

702

თავდაცვა

52.3

62.3

62.8

704

ეკონომიკური საქმიანობა

2,568.7

2,461.7

1,584.3

7045

ტრანსპორტი

2,515.6

2,461.7

1,528.3

70451

საავტომობილო ტრანსპორტი და გზები

2,515.6

2,461.7

1,528.3

7049

სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობაში

53.1

0.0

56.0

705

გარემოს დაცვა

1,942.5

1,162.3

373.7

7051

ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება

191.1

254.7

310.0

7052

ჩამდინარე წყლების მართვა

1,751.4

907.6

63.7

706

საბინაო-კომუნალური მეურნეობა

2,045.4

998.7

2,539.0

7061

ბინათმშენებლობა

0.0

0.0

10.0

7062

კომუნალური მეურნეობის განვითარება

1,611.4

747.8

2,205.2

7063

წყალმომარაგება

271.2

64.8

142.1

7064

გარე განათება

162.9

186.1

181.7

707

ჯანმრთელობის დაცვა

30.1

37.8

50.6

7074

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება

30.1

37.8

50.6

708

დასვენება, კულტურა და რელიგია

514.5

532.1

597.2

7081

მომსახურება დასვენებისა და სპორტის სფეროში

118.9

137.5

144.9

7082

მომსახურება კულტურის სფეროში

303.4

295.0

342.5

7083

ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა

0.0

0.0

0.0

7084

რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა

92.2

99.6

109.8

709

განათლება

160.0

176.9

225.4

7091

სკოლამდელი აღზრდა

160.0

176.9

225.4

7096

განათლების სფეროს დამხმარე მომსახურება

0.0

0.0

0.0

710

სოციალური დაცვა

112.4

109.1

179.8

7101

ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა

42.8

44.3

46.0

71011

ავადმყოფთა სოციალური დაცვა

38.0

35.9

39.0

71012

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა

4.8

8.4

7.0

7102

ხანდაზმულთა სოციალური დაცვა

1.3

2.5

2.5

7103

მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა

4.9

5.6

6.3

7104

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

28.6

29.1

35.0

7107

სოციალური გაუცხოების საკითხები, რომლებიც არ ექვემდებარება კლასიფიკაციას

0.0

0.0

0.0

7109

სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში

34.9

27.6

90.0

 

სულ

8,766.1

7,106.6

7,384.8

 


მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1,721.3 ათასი ლარის ოდენობით.

 


მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება     1,721.3  ათასი ლარის ოდენობით.

 


მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.

 


თავი II
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2019-2022 წლებისთვის,

 პროგრამები/ ქვეპროგრამები

 


მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტებია:
  • ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია;
  • განათლება;
  • კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები;
  • მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
  • მმართველობა და თავდაცვა.

1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)

მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა რეაბილიტაცია, ქალაქის დასუფთავება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე საამშენებლო ნარჩენებისაგან, ქ. ონში სანიაღვრე არხების წმენდა, წყლის სისტემების რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია, ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები. პრიორიტეტად განისაზღვრა წილობრივი დაფინანსებით სოფ. ბარი-მრავალძლის გზის და სოფ. ღარის შიდა გზების ასფალტირება, ქ.ონის ტერიტორიის კეთილმოწყობა, ყოფილი ბაზრის ტერიტორიის და ქ.ონში ყოფილი სავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია.

1.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01)

მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების  და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია საკურორტო ცენტრებთან, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია და მოდერნიზება. ზამთარში დიდთოვლობის დროს მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა. განხორციელდება ადგილობრივი გზების მიმდინარე და პერიოდული შეკეთება. განხორციელდება შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია სოფელ ცხმორში, სორგითი-ღუნდაში, ჟაშქვა, ონჭევი, ჭიორა, ღებში, შეუბანში, სორში ბერიშვილების უბანში გადასასვლელის მოწყობის სამუშაო, სოფ. ბარში ჩალაძეების უბანში საყრდენი კედლის რეაბილიტაცია და ქ.ონში ზ.ქაფიანიძის II ჩიხის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია. განხორციელდება წილობრივი დაფინანსებით სოფ. ბარი-მრავალძლის გზის და სოფ. ღარის შიდა გზების ასფალტირება. 2018 წელს აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება სამუშაოები.

1.2. საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 01)

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა, რითაც ბიუჯეტიდან მოხდება წილობრივი დაფინანსება.

1.3. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02)

დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის როგორც ქალაქად ისე სოფლად, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ტექნიკური მომსახურება და ახალი წერტილების დამატება სოფ. ჟაშქვაში, ცხმორში, ღუნდაში, ონჭევში და პიპილეთში. 

1.4. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03)

მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. განხორციელდება მაწანწალა ძაღლების პრევენციული ღონისძიებები.

1.5. საკანალიზაციო სანიაღვრე სისტემის, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა  რეაბილიტაცია  (პროგრამული კოდი 03 02 04)

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე არხების წმენდა და 2018 წელს აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება სამუშაოები.

1.6. წყლის სისტემის რეაბილიტაცია  (პროგრამული კოდი 03 02 05)

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია  სოფელ გლოლაში, ქვედში, კომანდელში, სევაში, ახალ ჩორდში, ნაკიეთში და ონჭევში წყლის სისტემების რეაბილიტაციის სამუშაო,  მოხდება წყლის სისტემის ქსელის ექსპლოატაციის მომსახურება, მილებისა და გადამყვანების შეძენა. 2018 წელს აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება სამუშაოები.

 1.7მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03)

მუნიციპალიტეტში არსებულ საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებია, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. დაფინანსდება სოფ.პიპილეთში ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობა; საინჟინრო, საამშენებლო, საზედამხედველო, ტექნიკურ მომსახურება; გამოცხადდება შესყიდვა საპროექტო დოკუმენტაციის და საექსპერტო მომსახურებაზე. მოხდება ქალაქ ონში გვანცა დედოფლის აღმართზე ყოფილი ბავშვთა თავშესაფრის შენობის და სოფელ ქვედში სკოლის ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები. გიგა ჯაფარიძის სახელობის სკვერში მდებარე საჭიდაო დარბაზის დემონტაჟი. ქ.ონში საბავშვო ბაღში დაზიანებული წყალარინების ქსელისა და სამუსიკო სკოლის გარე სველი წერტილის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესრულდება წილობრივი დაფინანსებით ქ.ონის ტერიტორიის კეთილმოწყობა, ყოფილი ბაზრის ტერიტორიის და ქ.ონში ყოფილი სავადმყოფოს შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები. განხორციელდება ქალაქში სკვერების, გაზონების და ყვავილნარების მოვლა-პატრონობა, ზეხმელი და ავარიული  ხეების გეგმიური ფორმირება.

1.8. ა(ა)იპ გამწვანების სამსახური (პროგრამული კოდი 03 05)

 განხორციელდება მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გამწვანების ობიექტების მოწყობა-მოვლა-პატრონობა, ზეხმელი და ავარიული ხეების გეგმიური ფორმირებები, არსებული სკვერების, გაზონების, ფერდობებისა და ყვავილნარების მოვლა-პატრონობა.

2.  განათლება (პროგრამული კოდი 04 00)

 მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.

2.1. სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01)

მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ერთი საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 110 ბავშვი და დაქვემდებარებაშია  ალტერნატიული ჯგუფები სოფ. ღარში და გლოლაში. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა  ხარჯებს.

3. კულტურა, რელიგია,  ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)

მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.

3.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა.

3.1.1. ბავშვთა და მოზარდთა  სასპორტო სკოლის კომპლექსი  (პროგრამული კოდი 05 01 03)

 2019 წელს პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები. ტარდება საერთაშორისო, სამხარეო და რესპუბლიკური ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, სადაც დაკავებულია მუნიციპალიტეტის 115-მდე სპორტსმენი ფეხბურთის, კალათბურთის და ჭიდაობის სხვადასხვა სახეობის წრეებზე,  რომლის დაფინანსება მთლიანად ხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

3.2. კულტურული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)

მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.

3.2.1. ონის სახელოვნებო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01)

მუნიციპალიტეტში 2019 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლების ხელშეწყობა. ქ.ონში ფუნქციონირებს ააიპ სახელოვნებო სკოლა, სადაც გაერთიანებულია მუსიკალური და სამხატვრო სკოლა. მუსიკალური სკოლაში  სწავლობს 24  მოსწავლე. სკოლის დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი, ისე მშობელთა შემონატანით ერთი ბავშვის გადასახადი წლიურად განისაზღვრება 80 ლარით. სამხატვრო სკოლაში დაკავებულია 52 მოსწავლე, ფუნქციონირებს ხატვის, ფერწერის, ძერწვის, თექის, ბატიკის, კერამიკის და ხის მხატვრული დამუშავების წრეები. დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე შემონატანებით, თითოეულ ბავშვზე გადასახადი შეადგენს 8 ლარს,  გადასახადისაგან განთავისუფლებული არიან წარჩინებული მოსწავლეები. წლის განმავლობაში მიმდინარეობს სააღდგომო, გასვლითი სხვა რეგიონებში, საშემოდგომო, საახაწლო და  საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვები. აღსაზრდელებს მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა  საერთაშორისო გამოფენებზე.

3.2.2. კულტურის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02)

2019 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის ცენტრი, სადაც დაკავებულია ამ დროისათვის 140 ბავშვი. კულტურის ცენტრში მოქმედებს ქორეოგრაფიის წრე,  ხალხური ინსტრუმენტების შემსწავლელი წრე, საესტრადო სიმღერის წრე, დრამატურგის წრე, ფოლკლორული ანსაბლი „რაჭა“ და „ბუბა“. დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე მშობელთა შემონატანით. შემოსავალი სხვადასხვა წრეებზე სხვადასხვა თანხით  საშუალოდ ერთ ბავშვზე 10 ლარით განისაზღვრება.

3.2.3. მუზეუმის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 03)

მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში  გაგრძელდება ონის სამხარეო მუზეუმის დაფინანსება, სადაც წლების განმავლობაში ინახება უნიკალური ექსპონატები და დაცულია ეთნოგრაფიული მასალები.

3.2.4. ბიბლიოთეკების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04)

ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში 2019 წელს გაგრძელდება ადგილობრივი ბიბლიოთეკების დაფინანსება. ბიბლიოთეკის გაერთიანებაში გადის 1 მთავარი და 17 სასოფლო ფილიალი.

3.2.5. ტურისტული ცენტრი  (პროგრამული კოდი 05 02 06)

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, წინადადებების შემუშავება ტურიზმის პოტენციალის გაზრდის მიზნით. ტურიზმის სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება-შეგროვება, სხვადასხვა ორგანიზაციიდან თანამშრომლობის გზით წინადადებების შემუშავება, ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით შესაბამისის პროექტების მომზადება.

3.3. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03)

მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის, მხარის ღირსეულად წარმოჩენის მიზნით ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების სანახაობებისა და წარმოდგენების მიზნით გაიმართება ონელობის და საახალწლო ღონისძიება, მოწვეული იქნებიან ფოლკლორული კოლექტივები, ონიდან დედაქალაქში წასული და იქ მოღვაწე ხელოვანები,  დასასრულს გაიმართება დასკვნითი კონცერტი. დაფინანსდება ინტელექტუალური კონკურსი, სადაც გამოვლენილი იქნება „ონის ეტალონი მოსწავლე“, რომელიც მიიღებს მონაწილეობას „ეტალონის“ ფინალურ ღონისძიებაზე.

3.4. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04)

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. ონში  სოფ. შქმერში წმინდა ელისე წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის ტერიტორიის სარეაბილტაციო  სამუშაოები და სოფელ სორგითში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ტერიტორიის კეთილმოწყობა.

 3.5. ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 05)

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში, სადაც სხვადასხვა წრეებზე დაკავებულია 160 ბავშვი, რომელთა შემონატანი საშუალოდ ერთ ბავშვზე შეადგენს 10  ლარს. მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლი ფინანსება როგორც ბიუჯეტიდან ასევე თავისი შემონატანებით. ფუნქციონირებს ფოლკლორის, ლიტერატურულ-დრამატურგიის, ანა-ბანის, ფანდურის, ინგლისურის, ფიზიკის, მათემატიკის, კომპიუტერის შემსწავლელი, ჭადრაკის და მხარეთმცოდნეობის წრეები.

4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.

4.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01)

პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:

  • გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები;
  • იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა;
  • იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა;
  • პარაზიტული დაავადებების ეპიდკვლევა, დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა;
  • საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა;
  • ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო პროგრამა;
  • მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ხელშეწყობა.

4.2.მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02)

პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, ხანდაზმულთა სოციალური დაცვის მიზნით ფულადი შემწეობის გაცემას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტ ბავშვზე) დახმარებას, ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

4.2.1. ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01)

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების  ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელსაც არ ფარავს ჯანდაცვის არცერთი პროგრამა ერთჯერადი დახმარება  არაუმეტეს 1500 ლარის;
  • ჰემოდიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა დახმარება ყოველთვიურად წლის განმავლობაში თვეში 100 ლარისა;
  • მედიკამენტით უზრუნველყოფა ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაინანსება ერთჯერადად 100 ლარისა.

4.2.2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02)

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • არასაპერსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის მიზნით გაეწევა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით 23 ბენეფიციარი;

4.2.3. მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით  ობოლ ბავშვებს და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბინის ქირით გაცემული ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 03)

 ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • მრავალშვილიან ოჯახებზე 18 წლამდე ასაკის, სამი და მეტ შვილზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება სამ შვილზე 150 ლარი დაახლოებით 50 ოჯახზე; ოთხ შვილზე 200 ლარი დაახლოებით  8 ოჯახზე; ხუთ შვილზე 250 ლარი 3 ოჯახზე; ექვსს და მეტ შვილზე 300 ლარი 2 ოჯახზე;
  • მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებზე დახმარება საახალწლო-საშობაოდ ოჯახზე 100 ლარი 55 ბენეფიციარზე;
  • ერთჯერადი ფულადი დახმარება ოჯახებზე შვილის შეძენასთან დაკავშირებით 0–1 წლამდე ბავშვებზე  350 ლარის ოდენობით.
  • ახალშობილ ბავშვზე და მეორე შვილზე ერთჯერადი დახმარება 400 ლარის ოდენობით;
  • სოციალური სუბსიდიის სააგენტოს ონის სამსახურში რეგისტრირებულ ობოლ ბავშვთა დახმარების მიზნით ახალი სასწავლო წლის დაწყებისათვის თითოეულზე სულ 33 ბავშვზე გაიცემა შემწეობა 100 ლარი და საახალწლო-საშობაოდ  ოჯახზე 100 ლარი;
  • მძიმე სოციალური პირობების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახს ბინის ქირით უზრუნველყოფა არაუმეტეს თვეში 100 ლარისა.

4.2.4. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 04)

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში).

4.2.5.  სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 05)        

 ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • სტიქიური მოვლენების დროს ხანძარი, მეწყერი, წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი, წყალდიდობა, რომელთაც გაუნადგურდათ ან მნიშვნელოვნად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი თითოეულ ოჯახზე არაუმეტეს  3000-ლარამდე დახმარების გაცემა.

4.2.6. 8 მარტს, 9  და 26 მაისის, 17 ოქტომბერს და საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით ვეტერანთა ერთჯერადი დახმარება    (პროგრამული კოდი 06 02 06)

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით ვეტერან ქალბატონზე ფულადი საჩუქარი 100 ლარის ოდენობით;
  • სამამულო ომის ვეტერანებზე 9 მაისთან დაკავშირებით გაიცემა ფულადი შემწეობა 200 ლარის ოდენობით, სულ 2 ბენეფიციარი;
  • ომის ვეტერანები საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირებზე, აგრეთვე ბრძოლის დროს დაღუპულთა მეომრების თითოეულ ოჯახზე გაიცემა ფულადი შემწეობა 100 ლარის ოდენობით სულ 11 ბენეფიციარი 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით;
  • 17 ოქტომბერს ვეტერანის დღის აღსანიშნავად სოციალურად დაუცველი ომის ვეტერანებისათვის ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით 9 ბენეფიციარი.
  • სამამულო ომის ვეტერანებზე და საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა და ინვალიდთა ოჯახებისათვის საახაწლო საჩუქარი 100 ლარის ოდენობით 11 ბენეფიციარი.

4.2.7. სამამულო ომის ვეტერანებზე და საქართველოს მთლიანობის ბრძოლაში  დაღუპულთა, დაინვალიდებულთა ოჯახების ერთჯერადი სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 07)

 ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სამამულო ომის ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა და მარჩენალდაკარგულთა ოჯახები, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტში მონაწილეთა, ასევე აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახებს გაეწიოთ შეღავათები გათავისუფლდნენ წყლისა და დასუფთავების მოსაკრებლების გადასახადიდან, სულ  193 ბენეფიციარი;
  • მეორე მსოფლიო ომის თითოეულ ვეტერანზე ზამთრის სეზონისთვის საშეშე მერქნის შესაძენად გაიცემა ერთჯერადი ფულადი შემწეობა 400 ლარის ოდენობით 2 ბენეფიციარზე.

4.2.8. ას წელს გადაცილებულთა სოციალური დაცვა და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯი  (პროგრამული კოდი 06 02 08)

 ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების სოციალური დახმარება, თითოეულზე 500 ლარის ოდენობით.
  • უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯი, რომელსაც არ ჰყავს პირველი და მეორე რიგის მემკვიდრე გაიცემა 250 ლარამდე.

4.2.9. ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება  (პროგრამული კოდი 06 02 09)

 ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით გაიცემა თითოეულ ოჯახზე 200 ლარი. 

5. მმართველობა და თავდაცვა (პროგრამული კოდი 01 00, 02 00)

პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება.

 5.1. მმართველობა (პროგრამული კოდი 01 00)

პროგრამის მიზანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და კვალიფიციური მუშაობა. მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, ჯილდო, დანამატი და სხვა. ასევე მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, ვალების დაფარვის ხარჯებს, ასოცირებული საწერვო გადასახადს.

5.2. თავდაცვა (პროგრამული კოდი 02 00)

პროგრამის მიზანია კანონით განსაზღვრული დელეგირებული ფუნქციების უზრუნველყოფა. შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება.


თავი III
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები

 


მუხლი 14. ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
განისაზღვროს ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:

ორგ.კოდი

დასახელება

2017 წლის ფაქტი

2018 წლის ფაქტი

2019 წლის გეგმა

სულ

მათ შორის

სულ

მათ შორის

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

 

ონის მუნიციპალიტეტი

8,803.4

7,106.6

3,391.0

3,715.6

7,384.8

2,683.8

4,701.0

 

მომუშავეთა რიცხოვნობა

106

114

0

114

113

0

113

 

ხარჯები

2,715.9

2,992.7

27.6

2,965.1

3,518.8

80.0

3,438.8

 

შრომის ანაზღაურება

876.0

1,047.8

0.0

1,047.8

1,174.5

0.0

1,174.5

 

არაფინანსური აქტივების ზრდა

6,050.2

4,113.8

3,363.4

750.5

3,866.0

2,603.8

1,262.2

 

ვალდებულებების კლება

37.2

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

01 00

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

1,354.6

1,565.6

0.0

1,565.6

1,772.1

0.0

1,772.1

 

მომუშავეთა რიცხოვნობა

100

108

0

108

107

0

107

 

ხარჯები

1,309.5

1,515.4

0.0

1,515.4

1,715.5

0.0

1,715.5

 

შრომის ანაზღაურება

831.4

994.4

0.0

994.4

1,121.1

0.0

1,121.1

 

არაფინანსური აქტივების ზრდა

30.7

50.2

0.0

50.2

56.5

0.0

56.5

 

ვალდებულებების კლება

14.3

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

01 01

მუნიციპალიტეტის საკრებულო

365.8

422.8

0.0

422.8

445.2

0.0

445.2

 

მომუშავეთა რიცხოვნობა

19

23

0

23

23

0

23

 

ხარჯები

365.8

417.2

0.0

417.2

443.8

0.0

443.8

 

შრომის ანაზღაურება

276.4

327.2

0.0

327.2

335.9

0.0

335.9

 

არაფინანსური აქტივების ზრდა

0.0

5.7

0.0

5.7

1.4

0.0

1.4

01 02

მუნიციპალიტეტის მერია

984.4

1,137.3

0.0

1,137.3

1,211.6

0.0

1,211.6

 

მომუშავეთა რიცხოვნობა

81

85

0

85

84

0

84

 

ხარჯები

939.4

1,092.8

0.0

1,092.8

1,176.1

0.0

1,176.1

 

შრომის ანაზღაურება

555.0

667.2

0.0

667.2

785.2

0.0

785.2

 

არაფინანსური აქტივების ზრდა

30.7

44.5

0.0

44.5

35.5

0.0

35.5

 

ვალდებულებების კლება

14.3

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

01 03

სარეზერვო ფონდი

0.0

0.0

0.0

0.0

60.0

0.0

60.0

 

ხარჯები

0.0

0.0

0.0

0.0

60.0

0.0

60.0

01 05

წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნ.

0.0

0.0

0.0

0.0

49.8

0.0

49.8

 

ხარჯები

0.0

0.0

0.0

0.0

30.2

0.0

30.2

 

არაფინანსური აქტივების ზრდა

0.0

0.0

0.0

0.0

19.6

0.0

19.6

01 07

ასოცირებული საწევრო გადასახადი

4.3

5.5

0.0

5.5

5.5

0.0

5.5

 

ხარჯები

4.3

5.5

0.0

5.5

5.5

0.0

5.5

02 00

თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

52.3

62.3

0.0

62.3

62.8

0.0

62.8

 

მომუშავეთა რიცხოვნობა

6

6

0

6

6

0

6

 

ხარჯები

52.3

61.1

0.0

61.1

62.8

0.0

62.8

 

შრომის ანაზღაურება

44.6

53.4

0.0

53.4

53.4

0.0

53.4

 

არაფინანსური აქტივების ზრდა

0.0

1.2

0.0

1.2

0.0

0.0

0.0

02 02

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა

52.3

62.3

0.0

62.3

62.8

0.0

62.8

 

მომუშავეთა რიცხოვნობა

6

6

6

6

0

6

 

ხარჯები

52.3

61.1

0.0

61.1

62.8

0.0

62.8

 

შრომის ანაზღაურება

44.6

53.4

0.0

53.4

53.4

0.0

53.4

 

არაფინანსური აქტივების ზრდა

0.0

1.2

0.0

1.2

0.0

0.0

0.0

03 00

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

6,579.0

4,622.7

3,363.4

1,259.3

4,497.0

2,603.8

1,893.2

 

ხარჯები

537.1

560.2

0.0

560.2

687.5

0.0

687.5

 

არაფინანსური აქტივების ზრდა

6,019.5

4,062.5

3,363.4

699.1

3,809.4

2,603.8

1,205.6

 

ვალდებულებების კლება

22.4

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

03 01

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა

2,538.1

2,461.7

2,199.2

262.6

1,528.3

994.8

533.5

 

ხარჯები

87.5

95.7

0.0

95.7

80.0

0.0

80.0

 

არაფინანსური აქტივების ზრდა

2,428.1

2,366.1

2,199.2

166.9

1,448.3

994.8

453.5

 

ვალდებულებების კლება

22.4

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

03 02

კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

3,972.6

2,131.2

1,164.2

967.1

2,909.6

1,609.0

1,300.6

 

ხარჯები

434.3

434.9

0.0

434.9

604.4

0.0

604.4

 

არაფინანსური აქტივების ზრდა

3,538.3

1,696.4

1,164.2

532.2

2,305.1

1,609.0

696.1

03 02 01

საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის პროგრამები

0.0

0.0

0.0

0.0

10.0

0.0

10.0

 

არაფინანსური აქტივების ზრდა

0.0

0.0

0.0

0.0

10.0

0.0

10.0

03 02     02

გარე განათების მოწყობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

162.9

186.1

0.0

186.1

181.7

0.0

181.7

 

ხარჯები

125.5

156.5

0.0

156.5

170.0

0.0

170.0

 

არაფინანსური აქტივების ზრდა

37.4

29.6

0.0

29.6

11.7

0.0

11.7

03 02 03

დასუფთავების ღონისძიებები

191.1

254.7

0.0

254.7

310.0

0.0

310.0

 

ხარჯები

191.1

254.7

0.0

254.7

310.0

0.0

310.0

03 02 04

საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია

1,751.4

907.6

816.0

91.6

63.7

33.4

30.2

 

ხარჯები

109.7

20.0

0.0

20.0

30.0

0.0

30.0

 

არაფინანსური აქტივების ზრდა

1,641.7

887.6

816.0

71.6

33.7

33.4

0.2

03 02 05

წყლის სისტემის რეაბილიტაცია

271.2

64.8

0.0

64.8

142.1

31.7

110.4

 

ხარჯები

2.2

2.5

0.0

2.5

4.5

0.0

4.5

 

არაფინანსური აქტივების ზრდა

269.0

62.3

0.0

62.3

137.6

31.7

105.9

03 03

მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები

1,596.1

718.1

348.2

369.9

2,202.1

1,543.8

658.2

 

ხარჯები

5.9

1.2

0.0

1.2

89.9

0.0

89.9

 

არაფინანსური აქტივების ზრდა

1,590.2

716.9

348.2

368.7

2,112.1

1,543.8

568.3

03 04

ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა)

53.1

0.0

0.0

0.0

56.0

0.0

56.0

 

არაფინანსური აქტივების ზრდა

53.1

0.0

0.0

0.0

56.0

0.0

56.0

03 05

ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური

15.3

29.7

0.0

29.7

3.1

0.0

3.1

 

ხარჯები

15.3

29.7

0.0

29.7

3.1

0.0

3.1

04 00

განათლება

160.0

176.9

0.0

176.9

225.4

0.0

225.4

 

ხარჯები

160.0

176.9

0.0

176.9

225.4

0.0

225.4

04 01

სკოლამდელი განათლება

160.0

176.9

0.0

176.9

225.4

0.0

225.4

 

ხარჯები

160.0

176.9

0.0

176.9

225.4

0.0

225.4

05 00

კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები

514.5

532.1

0.0

532.1

597.2

0.0

597.2

 

ხარჯები

514.5

532.1

0.0

532.1

597.2

0.0

597.2

05 01

სპორტის განვითარების ხელშეწყობა

118.9

137.5

0.0

137.5

144.9

0.0

144.9

 

ხარჯები

118.9

137.5

0.0

137.5

144.9

0.0

144.9

05 01 01

ბავშვთა და მოზარდთა კომპლექსური სასპორტო სკოლა

78.8

35.5

0.0

35.5

0.0

0.0

0.0

 

ხარჯები

78.8

35.5

0.0

35.5

0.0

0.0

0.0

05 01 02

ბავშვთა და მოზარდთა კომპლექსური საჭიდაო სკოლა

40.1

32.5

0.0

32.5

0.0

0.0

0.0

 

ხარჯები

40.1

32.5

0.0

32.5

0.0

0.0

0.0

05 01 03

ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო  სკოლის კომპლექსი

0.0

69.5

0.0

69.5

144.9

0.0

144.9

 

ხარჯები

0.0

69.5

0.0

69.5

144.9

0.0

144.9

05 02

კულტურული ორგანიზაციების ხელშეწყობა

298.7

288.9

0.0

288.9

322.5

0.0

322.5

 

ხარჯები

298.7

288.9

0.0

288.9

322.5

0.0

322.5

05 02 01

ონის სახელოვნებო სკოლის ხელშეწყობა

67.8

67.7

0.0

67.7

71.5

0.0

71.5

 

ხარჯები

67.8

67.7

0.0

67.7

71.5

0.0

71.5

05 02 02

 კულტურის ცენტრისა დაფინანსება

97.2

97.7

0.0

97.7

107.4

0.0

107.4

 

ხარჯები

97.2

97.7

0.0

97.7

107.4

0.0

107.4

05 02 03

მუზეუმის დაფინანსება

49.5

49.6

0.0

49.6

52.5

0.0

52.5

 

ხარჯები

49.5

49.6

0.0

49.6

52.5

0.0

52.5

05 02 04

 ბიბლიოთეკების დაფინანსება

50.8

49.7

0.0

49.7

61.1

0.0

61.1

 

ხარჯები

50.8

49.7

0.0

49.7

61.1

0.0

61.1

05 02 05

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი

8.4

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

 

ხარჯები

8.4

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

05 02  06

ტურისტული ცენტრი

25.0

24.9

0.0

24.9

30.0

0.0

30.0

 

ხარჯები

25.0

24.9

0.0

24.9

30.0

0.0

30.0

05 03

კულტურული ღონისძიებების დაფინანსება

29.7

31.0

0.0

31.0

50.0

0.0

50.0

 

ხარჯები

29.7

31.0

0.0

31.0

50.0

0.0

50.0

05 04

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

30.5

38.4

0.0

38.4

41.0

0.0

41.0

 

ხარჯები

30.5

38.4

0.0

38.4

41.0

0.0

41.0

05 05

ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება

36.8

36.3

0.0

36.3

38.8

0.0

38.8

 

ხარჯები

36.8

36.3

0.0

36.3

38.8

0.0

38.8

06 00

მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და  სოციალური უზრუნველყოფა

143.0

146.9

27.6

119.3

230.4

80.0

150.4

 

ხარჯები

142.5

146.9

27.6

119.3

230.4

80.0

150.4

 

ვალდებულებების კლება

0.5

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

06 01

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება

30.1

37.8

0.0

37.8

50.6

0.0

50.6

 

ხარჯები

30.1

37.8

0.0

37.8

50.6

0.0

50.6

06 02

მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა

112.9

109.1

27.6

81.5

179.8

80.0

99.8

 

ხარჯები

112.4

109.1

27.6

81.5

179.8

80.0

99.8

 

ვალდებულებების კლება

0.5

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

06 02 01

ავადმყოფთა სოციალური დაცვა

38.5

35.9

0.0

35.9

39.0

0.0

39.0

 

ხარჯები

38.0

35.9

0.0

35.9

39.0

0.0

39.0

 

ვალდებულებების კლება

0.5

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

0.0

06 02 02

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა

4.8

8.4

0.0

8.4

7.0

0.0

7.0

 

ხარჯები

4.8

8.4

0.0

8.4

7.0

0.0

7.0

06 02 03

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ბინის ქირით უზრუნველყოფა, მრვალშვილიან ოჯახებისა, ობოლ ბავშვებზე  და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით გაცემული ხარჯი

28.6

29.1

0.0

29.1

35.0

0.0

35.0

 

ხარჯები

28.6

29.1

0.0

29.1

35.0

0.0

35.0

06 02 04

ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები

0.3

0.3

0.0

0.3

1.0

0.0

1.0

 

ხარჯები

0.3

0.3

0.0

0.3

1.0

0.0

1.0

06 02 05

სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარება

6.5

0.0

0.0

0.0

10.0

0.0

10.0

 

ხარჯები

6.5

0.0

0.0

0.0

10.0

0.0

10.0

06 02 06

 9 და 26 მაისის, 8 მარტის, 7 ოქტომბერს და საახალწლო  დღესასწაულთან დაკავშირებით ვეტერანთა ერთჯერადი დახმარება

3.1

3.4

0.0

3.4

3.3

0.0

3.3

 

ხარჯები

3.1

3.4

0.0

3.4

3.3

0.0

3.3

06 02 07

სამამულო ომის ვეტერანებზე და საქართველოს მთლიანობის ბრძოლაში დაღუპულთა, დაინვალიდებული ოჯახების ერთჯერადი სოციალური დაცვა

1.5

1.9

0.0

1.9

2.0

0.0

2.0

 

ხარჯები

1.5

1.9

0.0

1.9

2.0

0.0

2.0

06 02 08

ას წელს გადაცილებულთა ხანდაზმულთა სოციალური დაცვა და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის დაფინანსება

1.3

2.5

0.0

2.5

2.5

0.0

2.5

 

ხარჯები

1.3

2.5

0.0

2.5

2.5

0.0

2.5

06 02 09

ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება

28.4

27.6

27.6

0.0

80.0

80.0

0.0

 

ხარჯები

28.4

27.6

27.6

0.0

80.0

80.0

0.0

 


თავი IV
მარეგულირებელი ნორმები

 


მუხლი 15
ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
მუხლი 16
ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.
მუხლი 17
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შექმნილი სარეზერვო ფონდი, გაიხარჯება მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების შესაბამისად.
მუხლი 18
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
მუხლი 19
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი  მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.
მუხლი 20
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.