შპს ,,თბილაეროს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს ,,თბილაეროს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/6876-11
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 08/01/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/6876-11
08/01/2019
ვებგვერდი, 23/01/2019
შპს ,,თბილაეროს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/6876-11

330230911017444

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2019 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

 

განმცხადებელი – შპს „თბილაერო“

მეურვე  – აღსრულების ეროვნული ბიურო

დავის საგანი  – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

 სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „თბილაეროს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია საქმე №2/6876-11 - შპს „თბილაეროს“ გაკოტრების შესახებ.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა კრების მოწვევას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 30 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №63 შემდეგი დღის წესრიგით:

• კრედიტორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                                  თამარ ბურჯანაძე