დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/5430-06 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 08/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე |
განმცხადებელი/მოვალე – შპს „ღვინის ქარხანა ახაშენი“
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის“ გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის დანიშვნა/ მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია საქმე №2/5430-16 - შპს „ღვინის ქარხანა ახაშენის“ გაკოტრების შესახებ. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა კრების მოწვევას. სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 28 იანვარს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №63 შემდეგი დღის წესრიგით: • კრედიტორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა. 2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე – www.tcc.gov.ge. 3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები