დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-85 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.22.023.016570 |
|
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 360050000.22.023.016137, 13/05/2013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების: |
1.
მე-2 მუხლის: |
ა)
„ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: დაბა სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის მე-2 შესახვევი);“ |
ბ)
„რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: ქ. ქობულეთი, დ. აღმაშენებლის №271); ს) ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: ქ. ქობულეთი, დ. აღმაშენებლის №271);“ |
2.
მე-3 მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კინტრიშის ეროვნულ პარკს.“ |
3.
მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
4.
მე-7 მუხლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის: |
ა)
„ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
ბ)
„ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) კომპეტენციის ფარგლებში სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა პროექტების შემუშავება;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები