„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 08/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 01/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017632
08/ნ
01/02/2019
ვებგვერდი, 04/02/2019
430010000.22.022.017632
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №08/ნ

2019 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (დანართი №1) მე-40 მუხლის 31-ე პუნქტის შემდგომ დაემატოს 32-ე პუნქტი შემდეგი შინაარსით:

 „32. ამ დებულების მე-13 მუხლით განსაზღვრული წესით აბიტურიენტთა მიღების გამოცხადების გარდა, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2018 წლის 15  დეკემბრამდე წარდგენილ ანკეტაში ასახოს ის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომლებზეც 2018 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამოწმება გულისხმობს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის დადასტურებას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია საგანმანათლებლო   პროგრამების  აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ცენტრში წარადგინოს ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში;

გ)  ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ ინფორმაციას ელექტრონულ ბაზაში ასახავს და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსებს მხოლოდ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების თაობაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;

დ) აბიტურიენტს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის უფლება აქვს ამ პროგრამის ელექტრონულ ბაზაში ასახვის შემდეგ;

ე) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ, ან შეწყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობა გამოიყენოს ანკეტაში მითითებულ სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე აბიტურიენტთა მიღების მიზნით, რის შესახებაც საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ან ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს დამატებით ინფორმაციას უკვე წარდგენილ ანკეტაში ადგილების რაოდენობის დასამატებლად;

ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია გადაამოწმოს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორე და ანკეტის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში დამოწმებული ანკეტა გადააგზავნოს ცენტრში;

ზ) ცენტრი ვალდებულია ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპიუტერულად დამუშავებული ელექტრონული ინფორმაცია ასახოს ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი