სსიპ - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლისათვის პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 04/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017628
04/ნ
29/01/2019
ვებგვერდი, 30/01/2019
040030000.22.022.017628
სსიპ - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლისათვის პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
სსიპ - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლისათვის პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №04/ნ

2019 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლისათვის პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, №112, 26/09/2005) დანართი №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ – სსიპ  – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს დაცვისათვის თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული საერო  პირის  – პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელი.
მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, №112, 26/09/2005) გათვალისწინებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის 22-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22

პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლა

სოფელი ზემო ხანდაგი

დაწ.საბ.საშ.

“.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი