„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/01/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016456
3
21/01/2019
ვებგვერდი, 24/01/2019
190020020.35.158.016456
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2018 წლის 21 იანვარი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 190020020.35.158.016399) დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

1. დანართი №1-ის  მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაფინანსდებიან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს (მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 65 000-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2018-2019 წწ. პერიოდში).“.

2. დანართი №1-ის მე-2 მუხლის  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მედიკამენტური მკურნალობისათვის დახმარება, არაუმეტეს 200 ლარისა, გაეწევათ შემდეგი დაავადებების მქონე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს (მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 65000-დან 150000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2018-2019 წწ. პერიოდში):

ა) შაქრიანი დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებს;

ბ) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ბენეფიციარებს;

გ) პოსტოპერაციული მკურნალობის საჭიროების მქონე ბენეფიციარებს;

დ) ქრონიკული და მწვავე ანთებითი პროცესებით მიმდინარე დაავადებების მქონე ბენეფიციარებს.“.

3. დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ფსორიაზით დაავადებული სოციალურად დაუცველი პირების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მათ შორის 65 000-დან 100 000-მდე ქულა, ვისაც მინიჭებული აქვს 2018-2019 წწ. პერიოდში) და იძულებით გადაადგილებული პირების მედიკამენტური მკურნალობით უზრუნველყოფა მოხდება ერთჯერადად, არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.“.

4. დანართი №1-ის მე-6 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით გაეწევათ (2019 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე) შშმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“.

5. დანართი №1-ის  მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური პაკეტის ოდენობის შესახებ (სოციალური მომსახურების სააგენტოდან);“.

6. დანართი №1-ის მე-7 მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  18 წელზე მეტი ასაკის პირებს (გარდა ასაკის საფუძვლით პენსიონერებისა) – 100 (ასი) ლარის ოდენობით;“.

7. დანართი №1-ის 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. სტიქიით  და სხვა შემთხვევებში  დაზარალებული ოჯახების დახმარება

1. 2018-2019 წლებში სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარელებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. დაზარალებულ ოჯახებს 500 (ხუთასი) ლარამდე  ზარალი აუნაზღაურდებათ სრულად, ხოლო 500 (ხუთასი) ლარის ზემოთ – მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სხვა შემთხვევაში დაზიანებული (ან დაუსრულებელი) საცხოვრებელი სახლების აღდგენა (დასრულება) მოხდება (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა) შემდეგი კატეგორიის ოჯახებისათვის:

ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს);

ბ) სტიქიის შედეგად მაღალმთიანი რაიონებიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), რომელთა  სახლებიც  არ  არის საცხოვრებლად  ვარგისი;

გ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და რომლებსაც 65 000-დან 100 000-მდე ქულა მინიჭებული აქვთ 2018-2019 წლებში), რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი შვილი და საცხოვრებელი სახლები  არ არის საცხოვრისად ვარგისი;

დ) სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერებისათვის (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი;

ე) ოჯახებისათვის, რომლებიც იმყოფებიან უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირში და დახმარების გაცემის მომენტში ვერ ხვდებიან ამ მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიებში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების ოჯახების საცხოვრებელი სახლების შეკეთება მოხდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი შესაბამისი საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. სარემონტო სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ჩატარებული სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს.

4. სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელზე, საქონლის სადგომზე, საქონლის საკვებსა (თივა) და საკვების შესანახ თავლაზე მიყენებული ზიანის აღსადგენად დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

5. მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელზე, აგრეთვე საქონლის სადგომზე მიყენებული ზარალის შემთხვევაში, დაზარალებულ ოჯახებს ზარალი აუნაზღაურდებათ  მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარისა, ხოლო საქონლის საკვებზე (თივა), აგრეთვე საკვების (თივა) შესანახ თავლაზე მიყენებული ზარალის შემთხვევაში – არაუმეტეს 500(ხუთასი) ლარისა.“.

6. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა  ერთიანი ბაზიდან;

ე) ცნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან;

ვ) აუდიტის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ;

ზ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

7. ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა აღემატება 500 ლარს.

8. იმ შემთხვევაში, თუ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ზარალის ანაზღაურება, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია მოხდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის  სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე.

9. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3  პუნქტების საფუძველზე ფულადი დახმარების გაცემის შემთხვევაში ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას მიზნობრივად გახარჯოს მუნიციპალიტეტისგან მიღებული ფულადი დახმარება, რის შესახებაც ბენეფიციარს, მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს შორის ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიიმრან მ. გასიმოვი