დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.122.016523 |
|
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №44 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016213, 22/08/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მითითებული დადგენილებით დამტკიცებული დებულების პრეამბულა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 31-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს საკრებულოს აპარატის სტრუქტურასა და მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებს“. 2. მითითებული დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი): გ) ამზადებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს“. 3. მითითებული დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი 2. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იქმნება საკონკურსო კომისია, რომლის თავმჯდომარეს აპარატის პირველი ან მეორე რანგის პროფესიული საჯარო მოხელეებიდან ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე, კომისიის შემადგენლობას კი განსაზღვრავს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების შესაბამისად“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები