დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 17/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320030010.17.010.016073 |
|
„ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებულ „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი ბიზნესერთეულები განცალკევების იმ მინიმალურ დონეს წარმოადგენს, რომლის წარმოდგენაც სპეციფიკური ვალდებულების მქონე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს ევალება. აღნიშნული ბიზნესერთეულების ფარგლებში შემდგომი ქვე-ბიზნეს ერთეულების გამოყოფა უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულების გათვალისწინებით. რეგულირებას დაქვემდებარებული საცალო მომსახურება სხვა საცალო მომსახურებისგან ცალკე უნდა გამოიყოს. ავტორიზებული პირის მიერ რამდენიმე მომსახურების ერთი პაკეტის ფარგლებში მომხმარებლისათვის ერთობლივად/კომბინირებულად მიწოდებისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს მოსთხოვოს პაკეტ(ებ)ის მომხმარებელთა ჯგუფების და მომსახურებების მიხედვით განცალკევება (მაგ., კორპორატიული მომხმარებლები, კონსოლიდირებული ტენდერის მომხმარებლები, საცალო პაკეტები და ა.შ.). ავტორიზებულ პირს ასეთი მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს ავტორიზებული პირის მიერ სააღრიცხვო პოლიტიკის კომისიისთვის გადასამოწმებლად წარდგენამდე ერთი თვით ადრე, ხოლო ასეთი მოთხოვნის პირველად გაგზავნის შემთხვევაში, ავტორიზებულ პირს მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენამდე ოთხი თვით ადრე.“. 2. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დამოუკიდებელ განაწილებას – შესაძლებლობა იმისა, რომ განისაზღვროს რაოდენობრივი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ხარჯის წარმოშობას. მაგ. ქსელის აღჭურვილობა უნდა განაწილდეს ბიზნეს-ერთეულებზე იმ ძირითადი ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც განსაზღვრავს მის სიმძლავრეს და/ან დატვირთვას (მაგ., ქსელის ელემენტ(ებ)ის დატვირთვა შესაბამის საზომ ერთეულში „მეგაბაიტი“).”. 3. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. აუდიტორული კომპანია რეგისტრირებული უნდა იყოს აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი დაინტერესების პირების აუდიტის უფლემოსილება ან გავლილი აქვს აუდიტის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი.“. 4. მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კომისია უფლებამოსილია დამოუკიდებელ აუდიტორს განუსაზღვროს ავტორიზებული პირის მომსახურების დანახარჯთა კალკულაციის აუდიტორული შემოწმებისთვის შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები