საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 26/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017664
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
40/ნ
26/02/2019
ვებგვერდი, 27/02/2019
430210000.22.022.017664
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/02/2019 - 10/06/2021)

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №40/ნ / №18

2019 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ12“ და „ჰ13“ ქვეპუნქტების და 481 მუხლის 11 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებთ:

მუხლი 1
 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის თანდართული წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირსსაგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის წესის (შემდგომში − წესი) მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს (შემდგომში − მანდატურის სამსახური) შორის ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა პრევენციული ღონისძიების დაგეგმვისათვის და კოორდინირებული მოქმედებისთვის.

2. წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამინისტროსა და მანდატურის სამსახურს შორის ინფორმაციის გაცვლის, დამუშავების, ასევე მისი წაშლის ვადებსა და წესს.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამინისტრო და მანდატურის სამსახური ამ წესის შესაბამისად ინფორმაციის გაცვლას განახორციელებენ მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს მოსწავლის უფლებების, მოსწავლის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვას, ასევე განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესების დაცვას.


მუხლი 2. ინფორმაციის დამუშავების მიზნები და კოორდინირებული მოქმედება
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინფორმაციის დამუშავების მიზნებია:

ა) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა (მათ შორის მოსწავლეთა მიერ/მიმართ ჩადენილი), ასევე ბავშვთა უმეთვალყურეობის თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, მათ შორის:

ა.ა) პრევენციული ღონისძიებების (სხვადასხვა სახის აქტივობები მოსწავლეებთან, ძალადობის მსხვერპლებთან, საგანმანათლებლო ღონისძიებები სკოლებში და ა.შ.) განხორციელება მიზნობრივ ჯგუფებთან;

ა.ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა ჩადენის (მათ შორის მოსწავლეთა მიერ/მიმართ ჩადენილი) ხელშემწყობი ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ საკითხებთან, აგრეთვე სხვადასხვა საპოლიციო და სამოქალაქო სერვისთან დაკავშირებით მიზნობრივი ჯგუფებისათვის (მათ შორის სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლებისათვის) ინფორმაციის მიწოდება;

ა.დ) ერთობლივი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სოციალურ სამსახურებთან, სკოლებთან, მანდატურის სამსახურთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;

ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, პრევენციისათვის სხვადასხვა სახის პროგრამების, ინიციატივებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

გ) შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების/საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე პროაქტიული რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში.

2. სამინისტროსა და მანდატურის სამსახურის მიერ ინფორმაციის დამუშავების მიზნებია:

ა) სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

გ) ერთობლივი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სოციალურ სამსახურებთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;

დ) მანდატურის სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

 


მუხლი 3. ინფორმაციის გაცვლის ფორმები, დამუშავების წესი და ვადები
1. ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება:

ა) მანდატურის სამსახურის მიერ ადმინისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში დაცული ინფორმაციის რეალურ დროში კოპირებითა  და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში ასახვით;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამინისტროსა და მანდატურის სამსახურს შორის ინფორმაციის ზეპირი ან/და წერილობითი ფორმით გაცვლით.

2. ინფორმაციის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით გაცვლისას დაცული უნდა იქნეს ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მისი დამუშავება უნდა მოხდეს მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფების ან/და ტერიტორიული ორგანოების მიერ, ასევე სამინისტროსა და მანდატურის სამსახურის უფლებამოსილი პირების მიერ ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მიზნებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი მოსამსახურეების წვდომა ხორციელდება ერთჯერადი რიცხვითი პაროლის გენერირების მოწყობილობის (DIGIPASS) საშუალებით.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების (ლოგირებას) აღრიცხვას.

5. საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში დაცული ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში ინახება მოსწავლის სტატუსის ვადით, რის შემდეგაც ინფორმაცია იშლება ავტომატურად.

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამინისტროსა და მანდატურის სამსახურს შორის წერილობითი ფორმით გაცვლილი ინფორმაცია ინახება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით.


მუხლი 4. ვალდებულებები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია:

ა) მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან ან ნებისმიერი სხვა უკანონო დამუშავებისაგან;

ბ) არ დაუშვას საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაზე მესამე პირთა დაშვება (წვდომა), ამ წესის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა, გადაცემის მიზნით დამუშავება/სისტემატიზაცია ან/და სხვაგვარი ხელმისაწვდომობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) უზრუნველყოს ამ წესის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დაცვა;

დ) ამ წესის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული მიზნებისათვის;

ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზიდან მიღებულ ინფორმაციაზე წვდომა მიანიჭოს მხოლოდ უფლებამოსილ თანამშრომლებს, სამსახურებრივი საჭიროების პრინციპის გათვალისწინებით.

2. სამინისტრო და მანდატურის სამსახური ვალდებული არიან:

ა) მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან ან ნებისმიერი სხვა უკანონო დამუშავებისაგან;

ბ) არ დაუშვან ამ წესის შესაბამისად მიღებულ ინფორმაციაზე მესამე პირთა წვდომა, ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა, გადაცემის მიზნით დამუშავება/სისტემატიზაცია ან/და სხვაგვარი ხელმისაწვდომობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) უზრუნველყონ ამ წესის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დაცვა;

დ) ამ წესის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია გამოიყენონ მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული მიზნებისათვის;

ე) უზრუნველყონ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონულ საინფორმაციო ბაზის მდგრადი და გამართული ფუნქციონირება, ასევე მისი უსაფრთხოება;

ვ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონულ საინფორმაციო ბაზასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ტექნიკური ცვლილების ან/და არსებული ხარვეზის გასწორების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს აცნობონ ცვლილებამდე არაუგვიანეს ორი სამუშაო დღით ადრე;

ზ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაზე რეალურ დროში დაშვებასთან დაკავშირებით წინასწარ ცნობილი შეფერხების თაობაზე აცნობონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფერხებამდე არაუგვიანეს ორი სამუშაო დღით ადრე, ხოლო ასეთის შეუძლებლობისას − გონივრულ ვადაში.

თ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წვდომის შეჩერების/შეფერხების შემთხვევაში, თუ აღნიშნული შემთხვევა გამოწვეულია სამინისტროს სისტემის ან/და მანდატურის სამსახურის ტექნიკური ინფრასტრუქტურის ცვლილებით ან/და არსებული ხარვეზით, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აცნობოს შეჩერების/შეფერხების მიზეზები და ხარვეზის აღმოფხვრის სავარაუდო პერიოდი.


მუხლი 5. პასუხისმგებლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამინისტროს სისტემისა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის შემთხვევითი ან უკანონო განადგურება, შეცვლა, გამჟღავნება ან ნებისმიერი სხვა უკანონო დამუშავება გამოიწვევს პასუხისმგებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.