„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 28 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 28 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/01/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016401
2
17/01/2019
ვებგვერდი, 22/01/2019
010260020.35.104.016401
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 28 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2019 წლის 17 იანვარი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის 44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 08/01/2019, სარეგ. კოდი: 010260020.35.104.016396):
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. „ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებულ პაციენტთა სტაციონარული მომსახურებისა და ონკოლოგიურ პაციენტთა ქიმიო და ჰორმონოთერაპიის  ნაწილობრივი თანადაფინანსება.“;

 

ბ) დანართის მე-4 მუხლის:
ბ.ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. „პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც დაავადებული არიან იშვიათი დაავადებებით (გაფანტული სკლეროზი, სირინგომელია, მოტონეირონთა დაავადება, ლეიკემია (ლეიკოზი), სისტემური სკლოროდერმია, პარკისონის დაავადება, კუნთთა პროგრესული დისტროფია) და მუდმივად ან/და სისტემატიურად საჭიროებენ ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას.“.

 

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამა ითვალისწინებს პარკინსონით დაავადებულ პირებზე ყოველთვიურად 50 ორმოცდაათი) ლარის ჩარიცხვას, ხოლო სხვა დანარჩენ ბენეფიციარზე  100 (ასი) ლარს.“;

გ) დანართის მე-9 მუხლის:
გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვან შვილთა ყოველთვიური ფულადი დახმარება."

გ.ბ) მე-2  და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მრავალშვილიანი ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ერთიან ბაზაში 100 000 ქულაზე დაბალია და 2019 წლის 1 იანვრიდან ჩართულია მრავალშვილიანთა სახელმწიფო პროგრამაში, თითოეულ არასრულწლოვანზე ყოველთვიურად გაიცემა 30 (ოცდაათი) ლარი, ხოლო ოჯახებზე 100000-ზე მეტი სარეიტინგო ქულით – 50 (ორმოცდაათი) ლარი.“;

 

დ) დანართის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პროგრამის ბენეფიციარები არიან 18 წლამდე დედ-მამით ობოლი ბავშვები, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოადგენენ:“;

ე) დანართის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პროგრამის ბენეფიციარები არიან 18 წლამდე დედ-მამით ობოლი ბავშვები, რომლებიც სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან წარმოადგენენ:“.

ე) დადგენილების დანართს დაემატოს:
ე.ა) 1-ლი მუხლის 1-ელი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე1) სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა საჭირო მაღალტექნოლოგიური კვლევების თანადაფინანსება;“;

 

ე.ბ) 1-ლი მუხლის 1-ელი პუნქტის  „ე2“  პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე2) სტაციონარული მკურნალობის შემდგომ  კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა;“;

 

ე.გ) 61 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

61 მუხლი. სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა საჭირო მაღალტექნოლოგიური კვლევების თანადაფინანსება

1.პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ერთიან ბაზაში 100000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ პირებს, რომლებიც „სოციალურ კომისიაზე“ წარადგენენ ჩასატარებელი კვლევების კალკულაციას და სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტებს. ბენეფიციარზე გაიცემა შესაბამისი საგარანტიო წერილი, რომლის დაფინანსება მოხდება მომწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდგომ. გამონაკლის  შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით,  დაფინანსება მოხდება ბენეფიციარის მიერ აღნიშნულ მომსახურების ანაზღაურების შემდგომ.

2. პროგრამა ითვალისწინებს მაღალტექნოლოგიური კვლევების თანადაფინასებას შემდეგი ოდენობით:

ა) ხერხემლისა და ზურგის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია(კტ) – 100 (ასი) ლარი

ბ) თავის ტვინის კტ – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;

გ) კორონაროგრაფია – 300 (სამასი) ლარი.

 

ე.დ)  62 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„62 მუხლი. სტაციონარული მკურნალობის შემდგომ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა

1.პროგრამა შეეხებათ არასაპენსიო ასაკის სტაციონარული მკურნალობის შემდგომ  კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს,  რომლებიც იმყოფებიან ბინაში  ხელოვნურ სუნთქვაზე  და საჭიროებენ ხანგრძლივ მეთვალყურეობასა და სპეციფიკურ მოვლას.

2.პროგრამა ითვალისწინებს ოჯახის წევრის პირად ანგარიშზე, პაციენტის მდგომარეობის დამადასტურებელი, სამედიცინო ფორმა №100-ის საფუძველზე, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით თანხის ჩარიცხვას.

მუხლი 2
 დადგენილება ძალაშია 2019 წლის 17 იანვრიდან.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია