დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/2019 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 18/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.15.008.016433 |
|
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის
მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:
1. მე -2 მუხლის: ა) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის მორიგი, ხელახალი და რიგგარეშე არჩევნების გამართვას;”; ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91-93 პუნქტები: „91. განკარგულებით განსაზღვრავს საარჩევნო კოლეგიაში პოლიტიკური პარტიების მიერ დასასახელებელ წევრთა კვოტებს და საქართველოს პრეზიდენტის არჩევის ღონისძიებათა განხორციელების გრაფიკს (ვადებს); 92. განკარგულებით ამტკიცებს საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას; 93. განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატსა და მის წარმდგენ საარჩევნო კოლეგიის წევრთა წარმომადგენელს;”; გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), ქალაქ თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით გამართული არჩევნების, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;”; დ) 101 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 პუნქტი: „102. ადგენს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც დგება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;”; ე) 333 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 334 პუნქტი: „334. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა განკარგულებით განსაზღვრავს ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებათა ჩამონათვალს;”. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის), მათ წარმომადგენლებს ცესკოში; 5. რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიებს და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს;”; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს;”; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის მერსა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრს, საქართველოს პარლამენტის წევრისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ უფლებამონაცვლეებს;”; დ) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 პუნქტი: „191. ბრძანებით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერის/საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებისას თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობის მიმღებ პირთა შემადგენლობას.”. 3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;”. 4. მე-12 მუხლის მე-18 და მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. ამოწმებს პოლიტიკური პარტიების/ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატთა/სარეფერენდუმო საკითხის მხარდამჭერთა სიებს; 19. უზრუნველყოფს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებისათვის, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებისათვის სათანადო მოწმობების დამზადებას;”. 5. მე-20 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ცესკოს სხდომას, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-8 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული პირების გარდა, ესწრებიან აპარატის სტრუქტურული ერთეულების/სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელები, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი და პრესსპიკერი, საჭიროებისამებრ, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებით, შესაბამისი განყოფილებების უფროსები და სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით სხვა თანამშრომლები, სპეციალური და სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები, ასევე კონკრეტული საკითხების განსახილველად, სხდომაზე საკითხის გამომტანი სტრუქტურული ერთეულის მიერ მოწვეული დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის შესახებ ცესკოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს;”.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები