დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 39129 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 28/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016478 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №39129
2018 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2)„ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვასაჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“ „491 “ კოდის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 491 |
სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებლის ან მისი ოფიციალური წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ქარხნულად ადა პტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების დამოუკიდებლად მართვის ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილების მიზნით“ |
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ვახტანგ ლაშქარაძე
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
დოკუმენტის კომენტარები