,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016333
2
18/01/2019
ვებგვერდი, 21/01/2019
010250020.35.130.016333
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2019 წლის 18 იანვარი

ქ. საჩხერე

 

„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №56 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 15/01/2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016265) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) დებულების ამ პუნქტით ვერ ისარგებლებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავალი წელიწადში აღემატება 40000 (ორმოციათასი) ლარს.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელიც თირკმლის უკმარისობის გამო, გადის დიალიზით მკურნალობის კურსს სხვადასხვა ქალაქში, მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 60 (სამოცი) ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეს 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით. ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განმცხადებელი ბენეფიციარის ოჯახის წევრია, ასევე განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 დედანი ან ასლი, დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ);

დ) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) თანხის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის საბანკო ანგარიში.“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის მონაწილეზე, რომელიც რეგისტრირებულია საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოში გაიცეს დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოში. დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიში.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანვე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი