„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/01/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.161.016435
2
15/01/2019
ვებგვერდი, 17/01/2019
010250040.35.161.016435
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2019 წლის 15 იანვარი

ქ. გარდაბანი

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის №13 დადგენილებით  დამტკიცებულ დანართში - „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 19/02/2018, სარეგისტრაციო კოდი:010250040.35.161.016392) და:

ა) რეგლამენტის მე-7 მუხლის „საკრებულოს მუშაობის საერთო წესის“ პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს მორიგი სხდომები, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც, ყოველი თვის მეორე ნახევარში საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“;

ბ) ამოღებულ იქნეს რეგლამენტის 47-ე  მუხლის „საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის“ პირველი ნაწილი:

„1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. როგორც წესი, ყოველი თვის პირველ ნახევარში. საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირაფი ორუჯოვი