„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 270
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 11/01/2019
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2019
ძალაში შესვლის თარიღი 11/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016477
270
11/01/2019
ვებგვერდი, 18/01/2019
000000000.00.00.016477
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება 270

2019 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი № 12):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ1“ და „ჩ2“ ქვეპუნქტები:

„ჩ1) საბაჟო კონტროლის მიზნით აღებული სინჯისა და ნიმუშისლაბორატორიულ კვლევ;

2) ავტოტექნიკური ექსპერტიზის განხორციელებას;“;

ბ) მე-7 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:

„ჟ1) საბაჟო ლაბორატორია;“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) საბაჟო ლაბორატორია:

კ.ა) ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის სამმართველო;        

კ.ბ) ტექნიკური და ტექნოლოგიური ექსპერტიზის სამმართველო;    

კ.გ) საორგანიზაციო სამმართველო.“;

გ) მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქონლის რაოდენობის დადგენა ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა, საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრა ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა;“;

დ) მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

„მუხლი 131. საბაჟო ლაბორატორია

1. საბაჟო ლაბორატორიის ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სეს ესნ-ის კოდის ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ან/და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების ან/და დაბეგვრის მიზნით, საქონლის ქიმიური შემადგენლობის კვლევა ან/და ფიზიკური თვისებების დადგენა;

ბ) საქონლის შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის მიზნით, სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება;

გ) სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ან/და სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ან/და არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით, საქონლის კვლევა/გამოცდა;

დ) საქართველოს ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ ნორმებთან ან საერთაშორისო სტანდარტებთან საქონლის შესაბამისობის დადგენა;

ე) განსაკუთრებით საშიში დაავადების გამოვლენისას შესაბამისი უწყების ინფორმირება;

ვ) გენმოდიფიცირებული პროდუქციის იდენტიფიცირება;

ზ) საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელში სახიფათო ნივთიერებების კვლევა;

თ) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღება;

ი) გადასახადის გადამხდელისაგან და სხვა დაინტერესებული პირისაგან ჩასატარებელი კვლევებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოთხოვნა;

კ) საჭიროების შემთხვევაში, საქონლის პირველადი კვლევის შედეგების გადამოწმება;

ლ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

მ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

2. საბაჟო ლაბორატორიის ტექნიკური და ტექნოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ელექტრომოწყობილობების, დანადგარებისა და ანალოგიური პროდუქციის საქართველოს ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ ნორმებთან ან საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) სეს ესნ-ის კოდის ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ან/და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების ან/და დაბეგვრის მიზნით, საქონლის ტექნიკური ან/და ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება;

გ) ავტოტექნიკური ექსპერტიზის განხორციელება;

დ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ე) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.

3. საბაჟო ლაბორატორიის საორგანიზაციო სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო ლაბორატორიის ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური საქმიანობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი, ასევე შეხვედრების, თათბირებისა და სხდომების ორგანიზება;

ბ) საბაჟო ლაბორატორიის ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

გ) საბაჟო ლაბორატორიისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი, დაგეგმვა და უზრუნველყოფა;

დ) საბაჟო ლაბორატორიაში შემოსული ნიმუშების შეფასება, რეგისტრაცია და შემდგომი კვლევისთვის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის გადაცემა;

ე) ლაბორატორიული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება და სათანადო ანგარიშების მომზადება;

ვ) საბაჟო ლაბორატორიის მიერ მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი საფასურის დარიცხვა;

ზ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

თ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.“;

 

ე) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-141 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ და „ვ2“ ქვეპუნქტები:

„ვ1) საბაჟო კონტროლის ზონებში და სხვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში განთავსებული რენტგენო-სკანერების ექსპლუატაცია, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირების განხორციელება;

2) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობა;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ვახტანგ ლაშქარაძე

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი