„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016693
2
16/01/2019
ვებგვერდი, 17/01/2019
280120000.22.026.016693
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №2

2019 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30

1. სამინისტროს თავდაცვის ძალების, ასევე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გავლილი აქვთ რეინჯერთა მომზადების კურსი და რომელთა კატეგორიებს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 125 ლარის ოდენობით.

2. „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში“ ჩართული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს დაუწესდეთ ყოველთვიური დანამატები №14 დანართის შესაბამისად. „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში“ ჩართული ქვედანაყოფების ნუსხას და დანამატის გაცემის წესს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. №14 დანართით გათვალისწინებული ყოველთვიური დანამატები დაუწესდეს:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის საბრძოლო  საინჟინრო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს;

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს;

დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს.

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის, დასავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფების/თანამდებობების ნუსხას და დანამატის გაცემის წესს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტуиით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც წარმოექმნებათ ერთდროულად ამ ბრძანების №7 და №14 დანართებით გათვალისწინებული დანამატის მიღების უფლება, მიეცემათ №14 დანართით გათვალისწინებული დანამატი, თუ იგი აღემატება №7 დანართით გათვალისწინებული დანამატის ოდენობას, ხოლო თუ №14 დანართით გათვალისწინებული დანამატი №7 დანართით გათვალისწინებულ ოდენობაზე ნაკლებია, სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება №7 დანართით გათვალისწინებული დანამატი.

6. სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის  უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის  სერჟანტს და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსების სამხედრო მოსამსახურეებს დაუწესდეთ ყოველთვიური დანამატები №15 დანართის შესაბამისად. იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც წარმოექმნებათ ერთდროულად ამ ბრძანების №7 და №15 დანართებით გათვალისწინებული დანამატის მიღების უფლება, მიეცემათ №15 დანართით გათვალისწინებული დანამატი, თუ იგი აღემატება №7 დანართით გათვალისწინებული დანამატის ოდენობას, ხოლო თუ №15 დანართით გათვალისწინებული დანამატი №7 დანართით გათვალისწინებულ ოდენობაზე ნაკლებია, სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება №7 დანართით გათვალისწინებული დანამატი.

7. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში გასაწვევად შერჩეულ პირებს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში ძირითად შტატზე დანიშვნამდე, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემთხვევაში მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 250 ლარის ოდენობით.“.

2. №8 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს თავდაცვის ძალების

სპეციალური ოპერაციების ძალების მოსამსახურეთა დანამატები

       (ლარებში)

N

დასახელება

დანამატი

თვეში

1

სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური

1 500

2

სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოადგილე

1 500

3

სპეციალური ოპერაციების ძალების იურისტი

450

4

სპეციალური ოპერაციების ძალების უფროსი ექიმი

450

5

სპეციალური ოპერაციების ძალების სერჟანტი

450

6

სპეციალური ოპერაციების ძალების უფროსი სამხედრო მოძღვარი (კაპელანი)

450

7

სპეციალური ოპერაციების ძალების ბუღალტრული აღრიცხვის სამსახური

450

8

სპეციალური ოპერაციების ძალების შტაბის უფროსი

1 500

9

სპეციალური ოპერაციების ძალების შტაბი (სპეციალური ოპერაციების ძალების შტაბის უფროსის გარდა)

450

10

სპეციალური ოპერაციების ძალების საშტაბო ასეულის მეთაური

450

11

სპეციალური ოპერაციების ძალების საშტაბო ასეულის მეთაურის მოადგილე

450

12

სპეციალური ოპერაციების ძალების საშტაბო ასეული (სპეციალური ოპერაციების ძალების საშტაბო ასეულის მეთაურის, სპეციალური ოპერაციების ძალების საშტაბო ასეულის მეთაურის მოადგილის და ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების გარდა)

250

13

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) მეთაური

1 500

14

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) უფროსი  იურისტი

450

15

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) ექიმი

450

16

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) სერჟანტი

450

17

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) შტაბი

450

18

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) სპეციალური დანიშნულების ასეული

450

19

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) სნაიპერთა ჯგუფი

450

20

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის  (აღმოსავლეთი) რეინჯერთა ასეულის მეთაური

450

21

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის  (აღმოსავლეთი) რეინჯერთა ასეულის მეთაურის მოადგილე

450

22

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის  (აღმოსავლეთი) რეინჯერთა ასეული (სპეციალური ოპერაციების ბატალიონის  (აღმოსავლეთი) რეინჯერთა ასეულის მეთაურის და სპეციალური ოპერაციების ბატალიონის  (აღმოსავლეთი) რეინჯერთა ასეულის მეთაურის მოადგილის გარდა)

250

23

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) უზრუნველყოფის ასეულის მეთაური

450

24

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) უზრუნველყოფის ასეულის მეთაურის მოადგილე

450

25

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) უზრუნველყოფის ასეული (სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) უზრუნველყოფის ასეულის მეთაურის და სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი) უზრუნველყოფის ასეულის მეთაურის მოადგილის გარდა)

250

26

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაური

1500

27

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრი (მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაურის   გარდა)

450

28

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) მეთაური

1 500

29

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი)  უფროსი  იურისტი

450

30

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი)  ექიმი

450

31

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი)  სერჟანტი

450

32

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი)  სამხედრო მოძღვარი (კაპელანი)

450

33

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) შტაბი

450

34

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) სპეციალური დანიშნულების ასეული

450

35

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) სნაიპერთა ჯგუფი

450

36

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) საზღვაო სპეციალური დანიშნულების ასეული

450

37

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის  (დასავლეთი) რეინჯერთა ასეულის მეთაური

450

38

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის  (დასავლეთი) რეინჯერთა ასეულის მეთაურის მოადგილე

450

39

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის  (დასავლეთი) რეინჯერთა ასეული (სპეციალური ოპერაციების ბატალიონის  (დასავლეთი) რეინჯერთა ასეულის მეთაურის და სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) რეინჯერთა ასეულის მეთაურის მოადგილის გარდა)

250

40

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) უზრუნველყოფის ასეულის მეთაური

450

41

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) უზრუნველყოფის ასეულის მეთაურის მოადგილე

450

42

სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) უზრუნველყოფის ასეული (სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) უზრუნველყოფის ასეულის მეთაურის და სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი) უზრუნველყოფის ასეულის მეთაურის მოადგილის გარდა)

250

 

“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 10 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია