დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 14/01/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017170 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში – „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“) VI დანართში მითითებული საქონლის (სამშენებლო პროდუქტები (ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, პლასტმასის მილები)) იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას: ზ.ა) ცემენტსა და ელექტროკაბელებზე – საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული თვისებების დეკლარაცია, რომელშიც მითითებულია სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დასახელება იმ სტანდარტ(ებ)ისა, რომლის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს საქონელი. ამასთან, თვისებების დეკლარაციის წარდგენა სავალდებულო არ არის „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტით; ზ.ბ) არმატურაზე – შემოწმების სერთიფიკატი №3.1 („ლითონის პროდუქტები. შემოწმების დოკუმენტების ტიპების შესახებ“ სსტ ენ 10204:2004 სტანდარტის შესაბამისად) და შესაბამისობის შეფასების სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს რომ მწარმოებელმა მიიღო არმატურის ეროვნული სტანდარტის შესაბამისად წარმოების უფლება; ზ.გ) პლასტმასის მილებზე – ტექნიკური პასპორტი ან ინსტრუქციები, ხოლო მათი არარსებობის შემთვევაში – სხვა სახის დოკუმენტაცია, სადაც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: ზ.გ.ა) მწარმოებლის სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საკონტაქტო ინფორმაცია; ზ.გ.ბ) საქონლის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ზ.გ.გ) ტექნიკური პირობები, რომელსაც საქონელი აკმაყოფილებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ზ.გ.დ) საქონლის ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლები; ზ.გ.ე) საქონლის დანიშნულების მიხედვით გამოყენება.“; ბ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი: „52. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში: ა) თუ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, აღნიშნულის თაობაზე ეცნობება (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის – geoms@moesd.gov.ge საშუალებით) სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. ამასთან: ა.ა) საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი დეკლარანტს განუსაზღვრავს ნაკლოვანებების აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის) ან საქონლის უკან დაბრუნების ან მის მიმართ იმპორტის გარდა სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის 6 სამუშაო დღის ვადას, რომელიც აითვლება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან. მითითებული ვალდებულებების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიება დეკლარანტის ხარჯით; ა.ბ) თუ სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო წერილობით (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის – geoms@moesd.gov.ge საშუალებით) ადასტურებს (მათ შორის, „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების გათვალისწინებით), რომ დაცულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები ან/და ამ შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის, საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები ხორციელდება დადგენილი წესით; ბ) რისკების მართვის სისტემის გამოყენებით საქონლის მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრისას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების საჭიროების შემთხვევაში, მიიღება გადაწყვეტილება საქონლის შეჩერების თაობაზე, რის შესახებაც ეცნობება სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის – geoms@moesd.gov.ge საშუალებით). სააგენტო უფლებამოსილია, „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები. ამ საქონლის მიმართ შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელების საკითხი გადაწყდება სააგენტოს წერილობითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მათ შორის: ბ.ა) თუ სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წერილობითი გადაწყვეტილების მიხედვით აღნიშნული საქონელი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, დეკლარანტი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის უკან დაბრუნება ან საქონლის მიმართ იმპორტის გარდა სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დეკლარანტის ხარჯით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიება; ბ.ბ) თუ სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წერილობითი გადაწყვეტილების მიხედვით აღნიშნული საქონელი შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს ან/და არ შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და გაფორმების პროცედურები ხორციელდება დადგენილი წესით.“. 2. მე-20 მუხლის მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 და მე-15 პუნქტები: „14. „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ №VI დანართში მითითებული საქონლის (სამშენებლო პროდუქტები (ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, პალსტმასის მილები)) იმპორტის შემთხვევაში სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელებისას, ამ მუხლით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება საქონლის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და განახლდება სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების დასრულებისთანავე. 15. თუ იმპორტის სასაქონლო ოპერციაში წინასწარ დეკლარირებული, „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ №VI დანართში მითითებული საქონლის (სამშენებლო პროდუქტები (ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, პალსტმასის მილები)) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ იქნა წარმოდგენილი ამავე რეგლამენტის“ 12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტ(ებ)ი, საქონლის მიმართ იმპორტის გარდა სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 6 სამუშაო დღისა.“. 3. 23-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“ ქვეპუნქტი: „ხ) „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ №VI დანართში მითითებული საქონლის (სამშენებლო პროდუქტები (ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, პალსტმასის მილები)) იმპორტის შემთხვევაში: ხ.ა) ცემენტსა და ელექტროკაბელებზე – საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული თვისებების დეკლარაცია, რომელშიც მითითებულია სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დასახელება იმ სტანდარტ(ებ)ისა, რომლის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს საქონელი. ამასთან, თვისებების დეკლარაციის წარდგენა სავალდებულო არ არის „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტით; ხ.ბ) არმატურაზე – შემოწმების სერთიფიკატი №3.1 („ლითონის პროდუქტები. შემოწმების დოკუმენტების ტიპების შესახებ“ სსტ ენ 10204:2004 სტანდარტის შესაბამისად) და შესაბამისობის შეფასების სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს რომ მწარმოებელმა მიიღო არმატურის ეროვნული სტანდარტის შესაბამისად წარმოების უფლება; ხ.გ) პლასტმასის მილებზე – ტექნიკური პასპორტი ან ინსტრუქციები, ხოლო მათი არარსებობის შემთვევაში – სხვა სახის დოკუმენტაცია, სადაც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: ხ.გ.ა) მწარმოებლის სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საკონტაქტო ინფორმაცია; ხ.გ.ბ) საქონლის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ხ.გ.გ) ტექნიკური პირობები, რომელსაც საქონელი აკმაყოფილებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ხ.გ.დ) საქონლის ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლები; ხ.გ.ე) საქონლის დანიშნულების მიხედვით გამოყენება.“. ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები საგადასახადო ორგანოს წარედგინება საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისა და ამ დოკუმენტების სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსათვის მიწოდების მიზნით. 4. „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ №VI დანართში მითითებული საქონლის (სამშენებლო პროდუქტები (ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, პალსტმასის მილები)) იმპორტის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო წერილობით (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის – geoms@moesd.gov.ge საშუალებით) ადასტურებს (მათ შორის, „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების გათვალისწინებით), რომ დაცულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები ან/და ამ შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 15 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები