„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 21/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017625
01/ნ
21/01/2019
ვებგვერდი, 22/01/2019
040030000.22.022.017625
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №01/ნ

2019 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №225/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016262) და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დებულების:

 ა) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება საქართველოს განათლების სისტემაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.

2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  სააგენტოს მიზანია სამინისტროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, ასევე მინისტრის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრული ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეაბილიტაცია, მშენებლობა, სახელმძღვანელოებით, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება.“;

გ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – ერთ-ერთი მოადგილე. მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში – სააგენტოს დირექტორის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი.“;

დ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის:

დ.ა)  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) წარმოადგენს სააგენტოს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ მესამე პირებთან ურთიერთობისას და ცალკეულ შემთხვევებში განსაზღვრავს მესამე პირებთან სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს;“.

დ.ბ) „ვ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ1) სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური  პასუხისმგებლობის ზომებს. უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს თანამშრომლებზე გასცეს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო;“;

ე) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ –„პ“ ქვეპუნქტი:

„ო) უფლებამოსილია სააგენტოში დასაქმებულ პირზე მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება.

პ)  უფლებამოსილია, სააგენტოს აქტივობების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, შექმნას კომისიები, საბჭოები, საკონსულტაციო/სარეკომენდაციო ჯგუფები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი