დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 10/01/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 28/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.166.016427 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge,25/12/2018 ,190020020.35.166.016421) შეტანილ იქნეს ცვლილებები:
„მუხლი 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გეგმით შემოსავლები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 13018,6 ათასი ლარით. ათას ლარებში
მუხლი 4. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გეგმით გადასახადები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გადასახადები 11709,0 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
მუხლი 5. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გეგმით გრანტები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გრანტები 160,0 ათასი ლარით. ათას ლარებში
მუხლი 6 . გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გეგმით სხვა შემოსავლები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვა შემოსავლები 1149,6 ათასი ლარით. ათას ლარებში
მუხლი 7. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გეგმით ხარჯები განისაზღვროსგურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები11294,1 ათასი ლარით. ათას ლარებში
მუხლი 8. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გეგმით არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3394,1 ათასი ლარით. ა) განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3794,1 ათასი ლარით ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება400.0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 9. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმით ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული ცხრილის შესაბამისად: ათას ლარებში
მუხლი 10. მუნიციპალიტეტისბიუჯეტისმთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1041,7,0 ათასი ლარით. მუხლი 11. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივებისცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -1498,7,0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 12. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებებისცვლილება განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება-457,0 ათასი ლარით. მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმით სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50,0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 160,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური 56,0 ათასი ლარი ბ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური 104,0 ათასი ლარი თავი II ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 15. გურჯაანის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები გურჯაანის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროექტები 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია(პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, გათვალისწინებულია წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები, გატარდება კეთილმოწყობის ღონისძიებები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ქვეპროგრამები: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (03 01 ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (03 02 ) სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა (03 02 ) კეთილმოწყობის სამუშაოები (03 03) ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია(პროგრამულიკოდი03 01) პროგრამისფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების საუბნო გზების მოხრეშვა, მოასფალტება, ქალაქის ცენტრალური, ასევე შიდა გზების და კორპუსების ეზოების მოასფალტება. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
ბ.ა) წყლის სისტემების რეაბილიტაცია - ექსპლოატაცია. (პროგრამული კოდი 03 02 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიატორიაზე სოფლების სასმელი წყლის სათავე-ნეგებობის რეაბილიტაცია, ახალი ჭაბურღილების მოწყობა და არსებული ჭაბურღილების გაწმენდა-რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
ბ.ბ) ააიპ „ გურჯაანის მუნიციპალური სერვისი“(პროგრამულიკოდი 03 02 02 02) ქვეპროექტის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების წყლისსათავე-ნაგებობების, რეზერვუარების, შიდა-საუბნო და ცენტრალური ქსელების მოვლა-პატრონობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა, ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება ქალაქის ტერიტორიიდან ყოველდღიურად და მუნიციპალიტეტის სოფლებიდან კვირაში ორჯერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა; ყოველდღიურად დაიგვება ქალაქის ქუჩები, სკვერები, ბაღები და მოედნები. თვეში ორჯერ დასუფთავდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ცენტრალური მაგისტრალის (55კმ) მიმდებარე ტერიტორია და მოხდებაქალაქ გურჯაანში ნონეშვილისა და წმ.ნინოს ქუჩების გადარეცხვა.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 44სასაფლაოს გაწმენდა- მოვლაპატრონობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
ბ.გ) გარე განათება (პროგრამულიკოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ახალი სანათების მოწყობა და მოხმარებული ელ. ენერგიის გადასახადის დაფარვა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
ბ.დ.) საკანალიზაციო სისტემების და სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04 04) მუნიციპალიტეტში კომუნალური მეურნეობისათვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სანიაღვრე ქსელების და კოლექტორების მოვლა-პატრონობას, გარკვეული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაციას და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების გარკვეული ნაწილი ამორტიზირებულია და მოითხოვს განახლებას, ხოლო ქსელების ნაწილი სარეკონსტრუქციოა, ქვეპროგრამის მიზანია სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირება. მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები
ბ.ვ.) ხევების რეაბილიტაციისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხევების პრევენციული გაწმენდა-რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი სამუშაოები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
ბ.ზ) თვითმმართველობის საკუთრებაში გადმოსაცემი ქონების, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწების პასპორტირებისა და აუდიტორული მომსახურება(პროგრამულიკოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება აუქციონზე გასაყიდად გასატანი მიწებისა და ძირითადი ქონების შეფასება. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) სკოლამდელი განათლების ღონისძიებების დაფინანსება თვითმმართველი ერთეულის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ა) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების დაფინანსება (პროგრამულიკოდი04 01) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია 37 სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც რეგისტრირებულია 2365 აღსაზრდელი. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სკოლამდელი ასაკის ბავშვების აღზრდა და სკოლისათვის მომზადება. მოსალოდნელი შედეგი
შედეგისშეფასების ინდიკატორები
ბ) წარჩინებულ პირველკურსელთა და მოსწავლეთა წახალისება (პროგრამული კოდი04 06) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლისმოსწავლეთა განსაკუთრებითი მიღწევისთვისდა სკოლადამთავრებული პირველკურსელი სტუდენტთა წახალისება, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზემიიღეს უმაღლესიქულა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) სპორტისა და კულტურული განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად დაგეგმილია სპორტული და კულტურული ობიექტების, სახელოვნებო სკოლების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების ასევე სპორტისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსება. ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. -სპორტის განვითარების ხელშეწყობა -კულტურის განვითარების ხელშეწყობა -ახალგაზდული პროგრამების დაფინანსება ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტის სხვადასხვა სახეობაში (ჭიდაობა, ფეხბურთი, ჭადრაკი, კრივი, ფრენბურთი, კალათბურთი, მკლავჭიდი, რაგბი) ახალგაზრდობის ჩართულობა; ჩასატარებელ რაიონულ და საქალაქთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და მათი ჩატარებისორგანიზება. სპარტაკიადები მოსწავლეთა შორის. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
ა.ა) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება,სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 00) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ააიპ „გურჯაანის სპორტული გაერთიანების“ ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. დაფინანსდება ჭადრაკის, ფეხბურთის, ჭიდაობის (ქართული, თავისუფალი, ძიუდო),კრივის, რაგბის,მკლავჭიდის, კალათბურთის, ფრენბურთის დაკარატეს შემსწავლელი წრეები. ჩატარდება კომპლექსური სპარტაკიადები. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების განხორციელება, ღონისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ახალგაზრდობის ჩართულობას სპორტულ ცხოვრებაში მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი05 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულიობიექტების: ბიბლიოთეკების, მუზეუმების, სახელოვნები სკოლების, თეატრების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვა და სხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები ბ.ა)კულტურული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტი აფინანსებს ააიპ „გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებას“ მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები), ხელსაყრელი პირობების შექმნის, პიროვნების შემოქმედებითი განვითარების, შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტებისშეგროვება, დაცვის და ამ დოკუმენტებით მოსახლეობის მომსახურების მიზნით. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრი“. რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ფოლკლორის, ხელოვნების სხვა დარგების დაცვა და პოპულარიზაცია, მოსახლეობის შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და განვითარება. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ააიპ „გურჯაანის საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანებას“. სასწავლებელი მოიცავს შემდეგ დარგებს: საფორტეპიანო, ვიოლინო, მუზიცირება, სამხატვრო ხელოვნება. სახელოვნებო სასწავლებელი ამზადებს კადრებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად. ასევე ფინანსდება ააიპ „მრავალჟამიერი I“ რომლის მიზანია ასწავლოს დაშეინარჩუნოს ქართული ხალხური ფოლკლორული სიმღერები. პროგრამის მიზანია მოსწავლეთა მიერ შესაბამისი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ათვისება, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება. კონკურსებში, ფესტივალებსა და ღონისძიებებშიმონაწილეობისუზრუნველყოფის გზით განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების გამოვლენა და წარმოჩენა. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები: დედის და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ფაშიზმზეგამარჯვების დღისადმი მიძღვნილი, ღვინის ფესტივალი,საახალწლო ღონისძიება და სხვა ღკულტურული ღონისძიებები, რაცხელს შეუწყობს ეროვნული თვითშეგნების და კულტურული დონისამაღლებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
გ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამულიკოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში ჩატარდება საშობაო მსვლელობა, ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?’’,ახალგაზრდა ხელოვანთა და ცნობილ პოეტებთან შეხვედრები, გურჯაანის ახალგაზრდული დღეები, ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის? (საშემოდგომო სერია), ღია ცის ქვეშ წაკითხული პოეზია (თვითშემოქმედება), და სხვა მიმდინარე ღონისძიებები. ამ ღონისძიებების მიზანია ახალგაზრდა თაობის ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. ახალგაზრდების ინიციატივებით ხორციელებასხვადასხვა პროექტები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. სოციალური დაცვა მოსახლეობისათვის სხვადასხვა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება მნიშვნელოვანი სოციალურიპროგრამები.კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განახლებადი მონაცემთაბაზების შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანბაზაში დარეგისტირებულ ოჯახებს, ასევე მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მაგრამ მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებენ მხარდაჭერას გაეწევათ სხვადასხვა ტიპის დახმარებები. სოციალური პროგრამების ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის სოციალური საჭიროების შესაბამისი სერვისების მიწოდება. მოსალოდნელი შედეგი
შედეგისშეფასების ინდიკატორები
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიხედვით განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დელეგირებული უფლებამოსულობების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა, ავადობის აქტიური გამოვლენა და დაავადებების აღმოფხვრის მიზეზთა და რისკფაქტორთა დადგენა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებითუზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) ვეტერანთა სარიტუალო ხარჯი (პროგრამულიკოდი06 02 01) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ომის ვეტერანთა ოჯახებისათვის დაკრძალვის, სარიტუალომომსახურებისათვის ფინანსური დახმარება თითოეულზე 250 ლარის ოდენობით. ბ.ბ.) ოჯახებისა და ბავშვთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებისათვის მატერიალურ დახმარებას ყოველ ახალშობილზე (თითოეულზე 300 ლარის ოდენობით); მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი შვილზე (18 წლამდე)) ყოველთვიურმატერიალურ დახმარებას (თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით); საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახის დახმარებას, თითოეულ ოჯახზე 500 ლარის ოდენობით; სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვების დაფინანსებას; დაუნის სინდრომის და აუტისტური სპექტრი აშლილობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსებას. ბ.გ.) მოსახლეობის სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) პროგრამა ითვალისწინებს ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტების, ადრეული განვითარების შფერხების მქონე და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა რეაბილიაციისთვის ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსებას; 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის ერთჯერად დადახმარებას; მარჩენალდაკარგული ოჯახების, მარტოხელა მშებლების, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წელამდე ასაკის) და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მონაწილე შშმ პირების, რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახების,ელ. ენერგიის გადასახადის ყოველთვიურ დაფინანსებას; ბ.დ) სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება(პროგრამულიკოდი06 02 04) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურებისათვის თანადაფინანსებას. ბ.დ) ხანძრით, მიწისძვრითა და სხვა ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, უსახლკაროთა დახმარება (პროგრამულიკოდი06 02 05) დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება და უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა - საცხოვრებელი ფართის ქირის დაფინანსება. ბ.ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების ობოლ სტუდენტთა და მკვეთრად გამოხატული შშმპ სტუდენტის სწავლების ერთჯერადი დახმარება (პროგრამულიკოდი06 02 06) ობოლ და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სტუდენტთა და მკვეთრად გამოხატული შშმპ სტუდენტის სწავლების ერთჯერადი თანადაფინანსება. ბ.ვ) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამულიკოდი06 02 07) პროგრამა ითვალისწინებსმუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებს. ბ.ზ) ააიპსოციალურად დაუცველ პირთა მომსახურეობის ორგანიზაცია „მოქალაქეთა თანადგომა“ (პროგრამულიკოდი06 02 08 ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველი და უმწეო მდგომარეობაში მყოფი 200 ბენეფიციარის ყოველდღიური, უფასო კვების უზრუნველყოფა. ბ.თ.) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების დახმარება (პროგრამულიკოდი06 02 09 ) პროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სპორტსმენების ადაპტაცია-რეაბილიტაციისათვის მგზავრობის ხარჯის თანადაფინანსებას, ადგილობრივ თემში ინკლუზიის ხელშეწყობის პროგრამის თანადაფინანსებას, საწოლს მიჯაჭვული მკვეთრად გამოხატული შშმპ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურ დახმარებას. ბ.ი) მოქალაქეთა მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება(პროგრამულიკოდი06 02 10) პროგრამა ითვალისწინებს მოქალაქეების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
მუხლი 16 . გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები