„ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021016
2
10/01/2019
ვებგვერდი, 11/01/2019
300160070.10.003.021016
„ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №2

2019 წლის 10 იანვარი

   ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017674) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ტექნიკურ რეგლამენტს – სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის მიერ იმ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებულ შესყიდვაზე, რომლის ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს. იმ შემთხვევაში,  თუ მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოების  ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების მიხედვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე