„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016832
3
11/01/2019
ვებგვერდი, 11/01/2019
140130000.22.034.016832
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №3

2019 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016830) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საინფორმაციო უზრუნველყოფისა და პროფესიული მომზადების ორგანიზების სამმართველო;“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საინფორმაციო უზრუნველყოფისა და პროფესიული მომზადების ორგანიზების სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში:

ა) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების სტრუქტურისა და საშტატო-საორგანიზაციო ბრძანებების მომზადებას, უზრუნველყოფს საშტატო ნუსხების დანაყოფების დებულებებთან შედარებას და შესაბამისობაში მოყვანას;

ბ) ახორციელებს საშტატო რიცხოვნობის აღრიცხვას და კონტროლს უწევს საშტატო ერთეულების ცვლილებებს, აწარმოებს სტატისტიკას სამინისტროს საშტატო რიცხოვნობის შესახებ;

გ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა სამხედრო ბილეთებისა და სამხედრო პირადი საქმეების ქვემდებარეობით შესაბამის სამსახურებში გადაგზავნას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს მოსამსახურეების და კანდიდატების პერსონალური მონაცემების, მათ შორის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებას და ერთიანი საინფორმაციო ბაზის წარმოებას;

ე) დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პირადობის მოწმობების და დროებითი საშვების დამზადება-გაცემას, აღრიცხვასა და ჩამოწერას; ახორციელებს შესაბამისი კარტოთეკის წარმოებას და უზრუნველყოფს საინფორმაციო ბაზის ფუნქციონირებას;

ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს მოსამსახურეების და კანდიდატების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე/კურსზე გაგზავნას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებას;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში ახორციელებს სამინისტროში სამუშაოდ მისაღები კანდიდატებისა და სამინისტროს მოსამსახურეების ფიზიკური მომზადების დონის განსაზღვრას/შემოწმებას;

ი) უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დასაშვებად შესაბამისი მასალების მომზადებას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ითანხმებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო მონაცემებზე დასაშვებ მოსამსახურეთა თანამდებობებს ნომენკლატურების მიხედვით;

ლ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს სისტემაში სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას;

მ) უზრუნველყოფს მოსამსახურეებთან დაკავშირებით ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე ინფორმაციის შეგროვებას და შესაბამისი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოებას;

ნ) საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას;

ო) ორგანიზებას უწევს სამინისტროს მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას;

პ) უზრუნველყოფს სამინისტროს მოსამსახურეების საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვას და დამუშავებას, საინფორმაციო-საცნობარო ბაზის შექმნას/წარმოებას;

ჟ) მოთხოვნის შესაბამისად გასცემს ცნობებს პირის სამინისტროში წელთა ნამსახურობის შესახებ, შემოვლის ფურცლებს და შრომის წიგნაკებს;

რ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულებას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია