დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №419 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017169 |
|
„სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №419 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №419 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016704) დამტკიცებულ: |
1.
„სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
მე-2 მუხლის: |
ა.ა)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ცნობით დასადასტურებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინონ ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული შევსებული ფორმა ერთ ეგზემპლარად. ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით. ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ცნობით დაუდასტურებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წერილობითი ფორმით ატყობინებს შესაბამის სამინისტროს ან უწყებას.“; |
ბ)
მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„51. ამ ბრძანების №2 დანართში აისახება დონორთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმდინარე წლის წლიური მოცულობა.“. |
2.
„სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ფორმა“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან . |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები