დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული, საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის, დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2009 წლამდე ჩარიცხული გარკვეული კატეგორიის სტუდენტების 2009-2010 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 202 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 137, 06/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №202
2009 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული, საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის, დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2009 წლამდე ჩარიცხული გარკვეული კატეგორიის სტუდენტების 2009-2010 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული, საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის (შემდგომში – აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა), დიპლომირებული სპეციალისტის (შემდგომში – პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა) საგანმანათლებლო პროგრამაზე 2009 წლამდე ჩარიცხული გარკვეული კატეგორიის სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 891 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, განხორციელდეს შემდეგი სახის დაფინანსება:
მუხლი 1. დაფინანსების ოდენობა და პირობები
1. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული, საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ან პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე 2009 წლამდე ჩარიცხული გარკვეული კატეგორიის სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად მიმართულ იქნეს 253 500 (ორას ორმოცდაცამეტი ათას ხუთასი) ლარი.
2. დაფინანსება გაიცემა ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიის სტუდენტებზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, „2008-2009 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის №198 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური ოდენობის ფარგლებში.
3. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ოდენობამდე, მაგრამ არა უმეტეს „2008-2009 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის №198 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური ოდენობისა.
4. ამ დადგენილების საფუძველზე სტუდენტზე დაფინანსება გაიცემა ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არა უმეტეს 60 კრედიტზე.
მუხლი 2. სტუდენტთა კატეგორიები
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა გადაეცემათ 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ, საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ან პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე 2009 წლამდე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
ა) 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულის ოჯახის წევრს;
ბ) რომელთაც 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანების გამო დაუქვეითდათ ან დაკარგეს შრომის უნარი, ან იმყოფებოდნენ ტყვეობაში;
გ) რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735 დადგენილებით ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
დ) რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჟარის მუნიციპალიტეტში;
ე) რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში;
ვ) „2008-2009 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 სექტემბრის №197 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიის სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფო დაფინანსება.
მუხლი 3. გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ
ამ დადგენილების ფარგლებში სტუდენტისათვის დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
მუხლი 4. დასკვნითი დებულება
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები