„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 370
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016870
370
09/01/2019
ვებგვერდი, 10/01/2019
010130000.22.027.016870
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №370

2019 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.06.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.016312) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. მოწმობის ზოგიერთი რეკვიზიტის შევსების/დატანის თავისებურებანი

1. მოწმობის ზოგიერთი რეკვიზიტი შეივსება/დაიტანება შემდეგი წესით: 

ა) სახელი/გვარი – მოწმობის პირველად გაცემის შემთხვევაში, სახელი/გვარი იწერება ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ხოლო მოწმობის შეცვლის შემთხვევაში, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული შესაბამისი მონაცემების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ პირს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა და პირის სახელზე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ან/და სხვა დოკუმენტებში არ უწერია გვარი და არ არსებობს სხვა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება გვარის დადგენა,  გვარის ნაცვლად შესაბამის გრაფაში იწერება ტირე;

ბ) პირადი ნომრის მინიჭებისას გამოიყენება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლი;

გ) დაბადების თარიღი/მოქმედების ვადა – რიცხვი, თვე და წელი ამ თანამიმდევრობით იბეჭდება ერთმანეთისაგან წერტილებით გამოყოფილი ციფრობრივი გამოსახულების სახით. ამასთან, ათ რიცხვამდე და მეათე თვემდე თარიღებს წინ ემატება ნული;

დ) გაცემის თარიღი – გაცემის თარიღად ითვლება მისი გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღე (მოწმობის პერსონალიზაციის თაობაზე ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრისათვის (სამსახურისათვის) მოთხოვნის გადაგზავნის დღე). გაცემის თარიღი იბეჭდება დაბადების თარიღის/მოქმედების ვადის ანალოგიურად;

ე) დაბადების ადგილი – ჩაიწერება ქალაქის, მუნიციპალიტეტის სახელწოდება. ქალაქის, მუნიციპალიტეტის სახელწოდება ჩაიწერება პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის დროისთვის არსებული სახელწოდების ანალოგიურად, თუ შეიცვალა ქალაქის, მუნიციპალიტეტის სახელწოდება (არ ვრცელდება თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების შემთხვევებზე). საზღვარგარეთ დაბადებული პირის შემთხვევაში დაბადების ადგილად ჩაიწერება ქვეყნის დასახელება. თუ პირის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან/და სხვა დოკუმენტებით ვერ დგინდება პირის დაბადების ადგილი, დაბადების ადგილის გრაფაში იწერება „უცნობია“. ეს წესი არ ვრცელდება პირზე, რომელიც დაბადებულია საქართველოს ტერიტორიაზე ან/და რომლის დაბადებაც რეგისტრირებულია საქართველოში. თანამემამულის მოწმობაში დაბადების ადგილის გრაფაში „უცნობია“ – ასევე იწერება იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას ვერ იქნა დადგენილი მისი დაბადების ადგილი;

ვ) ბეჭედი – ბეჭედი დაიტანება მოწმობის მესამე გვერდზე თანამდებობის პირის ხელმოწერასა და მფლობელის ხელმოწერას შორის. ბეჭედი შესაძლოა იყოს ელექტრონული ფორმის და მისი დატანა განხორციელდეს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გზით.

2. პირის სრულყოფილად იდენტიფიცირების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მოწმობის რეკვიზიტების შევსებისას/დატანისას „უცნობია“ ან ტირე შესაძლებელია მიეთითოს მხოლოდ ერთი რეკვიზიტის გრაფაში.“.

2. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) რეკვიზიტების შევსებისას/დატანისას „უცნობია“-ს ან/და ტირეს მითითებას საჭიროებს ერთზე მეტი რეკვიზიტის გრაფა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი