„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 383
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 15/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016883
383
15/02/2019
ვებგვერდი, 18/02/2019
010130000.22.027.016883
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №383

2019 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.07.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.016165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის, სამხედრო ნაწილის მეთაურის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ხელმძღვანელის მიერ ფოტოიდენტურობის დადასტურება ხდება წერილობით და მათი გამოცხადება სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე სავალდებულო არ არის. აღნიშნულ პირთა მიერ გაცემულ ფოტოიდენტურობის დამადასტურებელ დოკუმენტზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით. ამასთან, დოკუმენტზე დაკრულ ფოტოსურათზე ბეჭედი უნდა დაისვას იმგვარად, რომ ბეჭდის ნაწილი გადადიოდეს ფოტოსურათზე და დარღვეული არ იყოს ბეჭდის მთლიანობა.“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირისათვის საქართველოდან ემიგრაციის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების) ნებართვის გაცემა, პირის გარდაცვალების რეგისტრაცია, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტა და პირის ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაცია იწვევს შესაბამისი პირის რეგისტრაციიდან მოხსნას, რაც ხორციელდება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აღნიშნული ფაქტების თაობაზე ჩანაწერის შესრულებით. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ან მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლა იწვევს შესაბამისი პირის რეგისტრაციიდან მოხსნას, რაც ავტომატურად აისახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. რეგისტრაციიდან მოხსნის სხვა საფუძვლების არსებობისას რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება გარდაცვალების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისგან დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების მიღების, ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან - შემოსავლების სამსახურისგან საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის სახელმწიფო საზღვარზე გადმოსვენების შესახებ შეტყობინების (ინფორმაციის) მიღების საფუძველზე.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრირდება განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. თუ კანონიერი წარმომადგენელი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (რომელიც მითითებულია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში). იმ შემთხვევაში, თუ კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის იდენტიფიცირება შეუძლებელია, 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრაციას გაივლის მისამართის მითითების გარეშე. აღნიშნულ შემთხვევებში პირის რეგისტრაციისათვის მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა, ასევე საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ დადასტურება სავალდებულო არ არის.

3. 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის სხვა მისამართზე რეგისტრაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რეგისტრაცია ხორციელდება დაბადების რეგისტრაციისას, დასაშვებია მხოლოდ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წერილობითი ფორმით გამოხატული თანხმობით ან სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით. აღნიშნული თანხმობა შეიძლება ასევე გამოხატულ იქნეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის სხვა მისამართზე რეგისტრაცია, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტებით/დოკუმენტებით, ასევე, შესაძლებელია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობით.“.

4. მე-10 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ ქვეპუნქტი:

„დ2) არასრულწლოვანი, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით და რომელთა კანონიერი წარმომადგენლები არ ფლობენ ლეგიტიმური ორგანოს მიერ გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, განმცხადებელი შესაძლებელია ასევე იყოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.“;

ბ) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, ასევე დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, სამედიცინო ან ფსიქიატრიული დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი.“;

გ)  პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, ასევე პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი.“;

დ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. არასრულწლოვანი, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით, ნათესაური კავშირის დადგენისა და შესაბამისი თანხმობის გაცემის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია დაეყრდნოს საქართველოს მოქალაქეობის დადგენისას გამოვლენილ/დადგენილ ნათესაური კავშირის შესახებ მონაცემებს/ინფორმაციას.“.

5. მე-11 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ)  ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ასევე შესაბამისი ცნობა/დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება  დაინტერესებული პირის მიერ ნების გამოხატვის ან გადაადგილების  შეუძლებლობა, ხოლო ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფსიქიატრიულ  დაწესებულებაში პირის ყოფნის ფაქტი უნდა დადასტურდეს დოკუმენტურად;“;

ბ) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პენიტენციურ დაწესებულებაში პირის ყოფნის ფაქტი;“.

 გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ  პირმა  ვერ  წარმოადგინა  ამ  მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები,  მათ ნაცვლად გამოიყენება პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემები ან ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის გაცემის მიზნით  შევსებული  განცხადება. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია თვითონ მოიპოვოს აღნიშნული მონაცემები ან დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტების წარმოუდგენლობის/მოუძიებლობის შემთხვევაში, მათ ნაცვლად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს  მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილებაში ან  ბინადრობის ნებართვაში მითითებული მონაცემები, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ სააგენტოს დასკვნაში მითითებული მონაცემები.“.

6. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს პირადი ნომერი მიენიჭება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაბადების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (მათ შორის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციისას) ან საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის – გაცემისას და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს − რეგისტრაციისას.“.

7. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარდაცვლილი პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება გარდაცვალების რეგისტრაციასთან ერთად, ან ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის მიერ გარდაცვალების მოწმობის, ასევე საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების რეგისტრაციის, ან გარდაცვალების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებიდან დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების, ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან სხვა ქვეყანაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის სახელმწიფო საზღვარზე გადმოსვენების შესახებ შეტყობინების (ინფორმაციის) უფლებამოსილ სამსახურში წარმოდგენისთანავე/მიღებისთანავე.“.

8. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 28-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:

„გ2) არასრულწლოვანი, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით და რომელთა კანონიერი წარმომადგენლები არ ფლობენ ლეგიტიმური ორგანოს მიერ გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, განმცხადებელი შესაძლებელია ასევე იყოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;“;

ბ)  მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი, დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი, სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი, ხოლო ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ასევე ფსიქიატრიული დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი.“;

გ) მე-2 პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

დ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. არასრულწლოვანი, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით, ნათესაური კავშირის დადგენისა და შესაბამისი თანხმობის გაცემის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია დაეყრდნოს საქართველოს მოქალაქეობის დადგენისას გამოვლენილ/დადგენილ ნათესაური კავშირის შესახებ მონაცემებს/ინფორმაციას.“.

10. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ  პირმა  ვერ  წარმოადგინა  ამ  მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები,  მათ ნაცვლად გამოიყენება პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემები ან ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის გაცემის მიზნით  შევსებული  განცხადება. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია თვითონ მოიპოვოს აღნიშნული მონაცემები ან დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტების წარმოუდგენლობის/მოუძიებლობის შემთხვევაში, მათ ნაცვლად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს  მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილებაში ან  ბინადრობის ნებართვაში მითითებული მონაცემები, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ სააგენტოს დასკვნაში მითითებული მონაცემები.“.

11. 31-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 31. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისას, მისამართზე რეგისტრაციისას ზოგიერთი რეკვიზიტის შევსების/დატანის თავისებურებანი

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისას, მისამართზე რეგისტრაციისას ზოგიერთი რეკვიზიტი შეივსება/დაიტანება შემდეგი წესით:

ა) სახელი/გვარი – პირადობის (ბინადრობის) მოწმობის პირველად გაცემის შემთხვევაში, სახელი/გვარი იწერება ამ წესის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში, ან პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემებში, ან ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის გაცემის მიზნით შევსებულ განცხადებაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ხოლო პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის შემთხვევაში - დაინტერესებული პირის რეგისტრაციის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თაობაზე სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული შესაბამისი მონაცემების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვა მიენიჭა პირს, რომელსაც უცხო ქვეყნის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არ უწერია გვარი და არ არსებობს სხვა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება გვარის დადგენა,  გვარის ნაცვლად შესაბამის გრაფაში იწერება  – ტირე;

ბ) მოქალაქეობა – პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გრაფაში – „მოქალაქეობა“ – აღინიშნება იმ ქვეყნის სახელწოდება, რომლის მოქალაქეზეც გაიცემა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა. თუ ბინადრობის მოწმობა გაიცემა პირზე, რომელსაც არ გააჩნია რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, გრაფაში - „მოქალაქეობა“ - ჩაიბეჭდება სიტყვები: „მოქალაქეობის არმქონე“. თუ ბინადრობის მოწმობა გაიცემა ლტოლვილზე, მოქალაქეობასთან ერთად დამატებით მიეთითება სიტყვა - „ლტოლვილი”. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გრაფაში კი „მოქალაქეობა“ აღინიშნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმატივების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ პირს მიენიჭა ბინადრობის ნებართვა და არ დგინდება მისი მოქალაქეობა, ბინადრობის მოწმობის გაცემისას გრაფაში – „მოქალაქეობა“ - აღინიშნება „უცნობია“;

გ) დაბადების თარიღი/მოწმობის მოქმედების ვადა – რიცხვი, თვე და წელი ამ თანამიმდევრობით იბეჭდება ერთმანეთისაგან წერტილებით გამოყოფილი ციფრობრივი გამოსახულების სახით. ამასთან, ათ რიცხვამდე და მეათე თვემდე თარიღებს წინ ემატება ნული;

დ) მოწმობის გაცემის თარიღი – მოწმობის გაცემის თარიღად ითვლება მისი გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღე (მოწმობის პერსონალიზაციის თაობაზე ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრისათვის (სამსახურისათვის) მოთხოვნის გადაგზავნის დღე). მოწმობის გაცემის თარიღი იბეჭდება დაბადების თარიღის/მოწმობის მოქმედების ვადის ანალოგიურად;

ე) დაბადების ადგილი – ქალაქის, მუნიციპალიტეტის სახელწოდება ჩაიწერება პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის დროისთვის არსებული სახელწოდების ანალოგიურად, თუ შეიცვალა ქალაქის, მუნიციპალიტეტის სახელწოდება (არ ვრცელდება თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების შემთხვევებზე). საზღვარგარეთ დაბადებული პირის შემთხვევაში დაბადების ადგილად ჩაიწერება ქვეყნის დასახელება. თუ უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან/და სხვა დოკუმენტებით ვერ დგინდება იმ პირის დაბადების ადგილი, რომელსაც მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, ასევე თუ ვერ დგინდება იმ პირის დაბადების ადგილი, რომელსაც დაუდგინდა საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი, მისამართზე მისი რეგისტრაციისას ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე ბინადრობის მოწმობის გაცემისას დაბადების ადგილის გრაფაში იწერება „უცნობია“. ეს წესი არ ვრცელდება პირზე, რომელიც დაბადებულია საქართველოს ტერიტორიაზე ან/და რომლის დაბადებაც რეგისტრირებულია საქართველოში. პირადობის/ბინადრობის მოწმობაში დაბადების ადგილის გრაფაში – „უცნობია“ – ასევე იწერება იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას ვერ იქნა დადგენილი მისი დაბადების ადგილი;

ვ) მისამართი – მისამართი აღინიშნება სრული სახით, ქალაქის, მუნიციპალიტეტის, დაბის, სოფლის, ქუჩის დასახელებით და მიკრორაიონის, კვარტალის, კორპუსის (სახლის) ნომრისა და ბინის ნომრის მითითებით. დასაშვებია ზოგიერთი ჩანაწერის შემოკლება. რაიონი – „რ-ნი“, სოფელი – „ს.“, დაბა – „დ.“, მიკრორაიონი – „მ/რ“, კვარტალი – „კვ“, კორპუსი – „კორ.“, ბინა – „ბ.“ და სხვ. ქალაქის დასახელებისას წინსართი „ქალაქი“ ან მისი შემოკლებული მინიშნება „ქ“ არ გამოიყენება;

ზ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება – პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე მოწმობის გამცემ ორგანოდ ჩაიწერება „იუსტიციის სამინისტრო“. პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე აღნიშნული რეკვიზიტის შევსებისას მიეთითება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და მისი შესაბამისი ტერიტორიული სამსახური. რეკვიზიტის შევსება დასაშვებია შემოკლებული სახით;

თ) რელიეფური ბეჭედი – რელიეფური ბეჭედი წარმოადგენს ფოტოსურათის წინა ხედის ქვედა მარჯვენა კუთხის ნაწილისა და მოწმობის ბლანკზე ფოტოსურათისათვის განკუთვნილი ჩარჩოს ქვედა მარჯვენა კუთხის ნაწილზე ჭყლეტის შედეგად წარმოქმნილ ოვალური ფორმის (სიგრძე – 25 მმ, სიგანე – 18 მმ.) ბეჭდის რელიეფურ კვალს, რომელიც მიიღება სპეციალური დანადგარის მეშვეობით.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. პირის სრულყოფილად იდენტიფიცირების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით პირადობის/ბინადრობის მოწმობის რეკვიზიტების შევსებისას/დატანისას, „უცნობია“ ან ტირე შესაძლებელია მიეთითოს მხოლოდ ერთი რეკვიზიტის გრაფაში.“.

12. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 6 თვის ვადით.“.

13. 34-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი:

„ბ2) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შემთხვევაში;“.

ბ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ასევე მოთხოვნის წარმდგენ პირს;“.

14. 37-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში რეგისტრაციის არმქონე პირის გარდაცვალებისას (თუ გარდაცვალების თაობაზე ინფორმაცია მიღებულია ამ წესის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით) ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას.“.

15. მე-40 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. არასრულწლოვანი, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით,  ნათესაური კავშირის დადგენისა და შესაბამისი თანხმობის გაცემის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია დაეყრდნოს საქართველოს მოქალაქეობის დადგენისას გამოვლენილი/დადგენილი ნათესაური კავშირის შესახებ მონაცემებს/ინფორმაციას.“;

ბ)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე არასრულწლოვან პირზე სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმ მიზეზით, რომ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი იმყოფება არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში, არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია, მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია, მხარდაჭერის მიმღები ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოებების დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო დოკუმენტებით, მათ მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.“.

16. 46-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) პირის გარდაცვალებისას ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას, თუ გარდაცვალების თაობაზე ინფორმაცია მიღებულია ამ წესის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.“.

17. 49-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილზე მომსახურების მოთხოვნით სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის განცხადება წარედგინება სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს (გარდა ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრისა (სამსახურისა). განცხადების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პირი წარმოადგენს თუ არა ამ მომსახურების მიმღებ დაინტერესებულ პირს. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის შემთხვევაში ადგილზე მომსახურების მოთხოვნით განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს დაინტერესებული პირის მიერ პირადად ან დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით. განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც წერილობითი ფორმით, ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული განცხადების წარდგენის გზით. თუ ადგილზე მომსახურება უნდა განხორციელდეს განცხადების წარდგენის დღეს, ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს განცხადების წარდგენამდე, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში – განცხადების წარდგენის დღეს. ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდის აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ადგილზე მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შესახებ.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ადგილზე მომსახურებას ახორციელებს განცხადებაში მითითებულ ვადაში. განცხადების წარდგენასა და ადგილზე მომსახურების გაწევის ვადას შორის უნდა არსებობდეს გონივრული დროითი შუალედი. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის შემთხვევაში ადგილზე მომსახურება ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.“.

18. 51-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) რეგისტრაციისას რეკვიზიტების შევსებისას „უცნობია“-ს ან/და ტირეს მითითებას საჭიროებს ერთზე მეტი რეკვიზიტის გრაფა.“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) პირადობის/ბინადრობის მოწმობის რეკვიზიტების შევსებისას „უცნობია“-ს ან/და ტირეს მითითებას საჭიროებს ერთზე მეტი რეკვიზიტის გრაფა.“;

გ)  მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი  შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტების შევსებისას „უცნობია“-ს ან/და ტირეს მითითებას საჭიროებს ერთზე მეტი რეკვიზიტის გრაფა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი