დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.167.016433 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/01/2019 - 17/04/2019)
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №73 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან. |
დანართი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი მუხლი 1. რეგულირების სფერო წინამდებარე წესი არეგულირებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისთვის ტერიტორიის განსაზღვრის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ა) გარე ვაჭრობა – საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), არ ატარებს მუდმივ ხასიათს და არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა; ბ) სეზონური გარე ვაჭრობა – ისეთი ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა, რომელიც სპეციფიურია წლის კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის; გ) სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში, ასევე ტრადიციით დამკვიდრებულ სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა; დ) ნივთი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული ნივთი; ე) საზოგადოებრივი სივრცე – სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბულვარი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები. მუხლი 3. გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი 1. წინამდებარე წესის მიზანია: ა) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების შეზღუდვის თავიდან აცილება; დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა; ე) საოჯახო წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის ხელშეწყობა. მუხლი 4. გარე ვაჭრობა გარე ვაჭრობად ჩაითვლება საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს, მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა, რომელიც არ საჭიროებს მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა). მუხლი 5. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა 1. გარე ვაჭრობა, მათ შორის, სეზონური გარე ვაჭრობა, ნებადართულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ქალაქ ლაგოდეხისა. 2. სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა დაიშვება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელშიც მიეთითება გარე ვაჭრობის პერიოდი და გარე ვაჭრობისათვის ნებადართული ადგილები, გარდა სახელმწიფო და მუნიციპალური შენობა-ნაგებობებიდან (მერია, საკრებულო, სასამართლო, პოლიცია, იუსტიციის სახლი და ა.შ.) 20 -მეტრიანი რადიუსისა. მუხლი 6. გარე ვაჭრობის ორგანიზება 1. გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ არ ამახინჯებდეს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურას (კონკრეტული დასახლების ქალაქი/სოფელი ქუჩის ისტორიულ-კულტურული იერსახე, შენობათა ფასადები, შეფერილობა და სხვა) და არ აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. 2. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე გარე ვაჭრობის საკითხი წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული სსიპ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან. 3. სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით. 4. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. 5. შეთანხმებას საჭიროებს გარე ვაჭრობის მიზნით, საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის საჭირო დროებითი, მიწასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მოწყობა. 6. დაუშვებელია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით გარე ვაჭრობა სათანადო და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის გარეშე. 7. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სუნელებითა და სანელებლებით გარე ვაჭრობა. მუხლი 7. გარე ვაჭრობის წესის დარღვევა წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული წესის მოთხოვნების დარღვევა, აგრეთვე დადგენილებით აკრძალულ ადგილებზე გარე ვაჭრობა, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლის შესაბამისად. მუხლი 8. გარე ვაჭრობის კონტროლი დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახური და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური, საკუათარი ფუნქციებიდან გამომდინარე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები