დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააქციო საზოგადოება ,,საქკავშირმშენის’’ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „საქკავშირმშენი“ |
| მიღების თარიღი | 04/01/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სს „საქკავშირმშენის“ გენ/დირექტორისა და
სამეთვალყურეო საბჭოს განცხადება |
(აქციონერთა საერთო კრების მეორედ მოწვევის შესახებ) სს „საქკავშირმშენის“ დირექცია და სამეთვალყურეო საბჭო აქციონერებს იწვევს განმეორებით საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2019 წლის 25 იანვარს, 14:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი, №140 (ყოფილი ბოგდან ხმელნიცკის ქ. №48). დღის წესრიგი: 1. გენერალური დირექტორის ანგარიში საზოგადოების მდგომარეობის შესახებ; 2. სხვადასხვა. კრების მუშაობაში მონაწილეობის უფლება აქვთ სს „საქკავშირმშენის“ იმ აქციონერებს, რომლებიც აქციათა რეესტრში რეგისტრირებული არიან 2018 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით (საერთო კრების სააღრიცხვო დღე). დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აქციათა რეესტრში რეგისტრაცია (კრებაში მონაწილეობის მიღების უფლება) შეამოწმონ კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, სს „საქკავშირმშენის“ აქციათა რეგისტრატორ კომპანია სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, მისამართზე ქ. თბილისი, ი,ჭავჭავაძის გამზირი №74ა. სს „საქკავშირმშენის“ გენ/დირექტორი თ. კუჭუხიძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ო. ნიკოლეიშვილი 04.01.2019წ.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები