დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააქციო საზოგადოება ,,ლელოს’’ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს"ლელო" |
| მიღების თარიღი | 31/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
2018 წლის 31 დეკემბერი
|
Nს-62
სააქციო საზოგადოება „ლელოს“ დირექტორატი საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ სს „ლელოს“ აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2019 წლის 28 იანვარს, 14:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ქსნის ქ. №36, სს ,,ლელო’’. სს „ლელოს“ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2018 წლის 21 დეკემბერი. დღის წესრიგი: 1.2018 წლის ფინანსური შეჯამება; 2.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების დაფუძნება; 3.სს „ლელოს“ მიერ სს „თიბისი ბანკიდან“ აღებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები № 6151760-9280959; № 6151760-9280964 da №6151760-10152706 მოწონების საკითხი; 4. სს „ლელოს“ მიერ სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ №1231231701861 იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული უძრავი ქონების ს/კ 01.12.08.002.002 სს „ლელოს“ მიერ დღემდე აღებული საკრედიტო პროდუქტების უზრუნველსაყოფად გამოყენების საკითხი; 5. სს „ლელოს“ მიერ სს „თიბისი ბანკიდან“ დამატებით მაქსიმუმ 10 წლის ვადით მრავალჯერადად საკრედიტო პროდუქტების (საბანკო კრედიტები, ოვერდრაფტები, გარანტიები და სხვა) აღების საკითხი; 6.სხვადასხვა. დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ლელოს“ დირექტორატში, ხოლო განმარტებებისა და წინადადებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე, კრებამდე 10 დღით ადრე. კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორში“, ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა, ტელ: 2 25-15-60; 2 22-53-51. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სს „ლელოში“ მისამართზე: ქ.თბილისი, ქსნის ქ. №36. აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე. სს „ლელოს“ დირექტორი: ბესიკ ახალაძე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები