დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ნიკე კრედიტი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ნიკე კრედიტი“-სათვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 792 |
| დოკუმენტის მიმღები | ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ნიკე კრედიტის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ნიკე კრედიტისათვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის N59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 ოქტომბრის 238/04 ბრძანების საფუძველზე:
1. მიეცეს თანხმობა სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ნიკე კრედიტს“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას. 2. სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ნიკე კრედიტიში“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: №212918182) შეწყდეს ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს ნუგზარ მურუსიძე (პირადი ნომერი: 60002004766). 3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს. 4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე; 5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე. არჩილ მესტვირიშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები